x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არკანზასში მამაკაცმა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ალმასი იპოვა, რომელიც მას მინის ნატეხი ეგონა

ალმასი


არკანზასში (აშშ), რომელიც ძვირფასი თვლებით ძალიან მდიდარია, მამაკაცმა შტატის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ალმასს მიაგნო, რომელიც 9 კარატს იწონის, თუმცა თავდაპირველად მპოვნელს ეგონა, რომ მინის ნატეხი აღმოაჩინა.


ალმასი, რომელიც 33 წლის კევინ კინარდმა იპოვა, სიდიდით მეორეა იმ ალმასებს შორის, რომელიც კი სახელმწიფო პარკ “ალმასების კრატერში” ოდესმე აღმოუჩენიათ მისი დაარსების დღიდან, რომელიც 1972 წელს შედგა. მას მხოლოდ “ამარილო სტარლაითი” უსწრებს, რომელიც 16, 37 კარატს იწონის და რომელიც 1975 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს. სხვათა შორის, ეს საერთოდ უდიდესი ალმასიც კი არის, რაც ოდესმე აშშ-ის ტერიტორიაზე ვინმეს აღმოუჩენია.


33 წლის იღბლიანი მამაკაცის მიერ აღმოჩენილი ალმასი ზუსტად 9, 07 კარატს იწონის და მას უკვე ეწოდა “კინარდის მეგობრობის ბრილიანტი”, მისი აღმომჩენის სახელის საპატივსაცემოდ.



კინარდი ვალდებული არ არის ნაპოვნი ქვა ვინმეს გადასცეს. ის მის საკუთრებაში დარჩება. არკანზასის პარკში ასეთი წესი მოქმედებს და აქ მპოვნელს თავისუფლად შეუძლია, თავისთვის დაიტოვოს ნაპოვნი ძვირფასი თვალი.


“ის საინტერესოდ გამოიყურებოდა და ბრწყინავდა. ამიტომ ჩანთაში ჩავიდე და ძებნა განვაგრძე. მე უბრალოდ ვიფიქრე, რომ ეს შეიძლებოდა, მინა ყოფილიყო”, - განაცხადა კინარდმა.


მაგრამ წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა პარკის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს, რომ ის, რაც მას თავდაპირველად მინა ეგონა, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ალმასი იყო.


ალმასი


ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ღირს ნაპოვნი ძვირფასი ქვა. ზუსტი შეფასება იუველირმა უნდა გააკეთოს. ცნობისათვის, “ამარილო სტარლაითისგან” დაწახნაგების შემდეგ 7, 54-კარატიანი ბრილიანტი გამოვიდა, რომელიც 150 ათას დოლარად შეფასდა. ახალი ალმასი კი სავარაუდოდ 70 ათას დოლარზე მეტი ეღირება.


როგორც კრატერ “ალმასების პარკის” ადმინისტრაცია იუწყება, 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე აქ 246 ალმასი იქნა ნაპოვნი და ეს იმ პირობებში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო აქ დღეში მაქსიმუმ 1000 ადამიანის ყოფნაა ნებადართული.

0
193
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0