x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სირიაში პატრულირებისას ორი რუსი სამხედრო დაშავდა მას შემდეგ, რაც მათ ჯავშანტრანსპორტიორს ყუმბარმტყორცნის ყუმბარა მოხვდა

image სირიაში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს რუსულ-თურქულ საპატრულო ჯგუფს.
დაზუსტებული ინფორმაციით ყუმბარმტყორცნიდან გასროლის შედეგად რუსული სამხედრო პოლიციის ჯავშანტრანსპორტიორი დაზიანდა, ეკიპაჟის 2 წევრი კონტუზირებულია, ასევე აღენიშნებათ დაჟეჟილობები. ჯავშანტრანსპორტიორიდან მებრძოლების ევაკუაცია მოხერხდა, მოგვიანებით თავად დაზიანებული ჯავშანტრანსპორტიორი უნაგირა გამწევით იქნა ბაზაზე ევაკუირებული.
შემთხვევა იდლიბის პროვონციაში მოხდა M4 ტრასაზე. ადრე 22 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში რუტულ-თურქული ჯგუფები გააგრძელებენ ერთობლივ პატრულირებას ტრასაზე M4-ი, სადაც გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო პატრულირება მას შემდეგ რაც რუსულ კოლონაზე იარიში მიიტანა "ჰაიატ ტახრირ აშ-შამ"-ის დაჯგუფებამ.
რუსულ-თურქულ საპატრულო ჯგუფებზე ეს პირველი თავდასხმა არაა, როგორც რუსული მხარე აცხადებს, მას შემდეგ რაც რუსეთ-თურქეთის შერეულმა საპატრულო ჯგუფებმა დაიწყეს ერთობლივი პატრულირება გახშირდა მათზე თავდასხმები, აგვისტოს თვეში ასევე დაშავდა თავდასხმისას ორი რუსი სამხედრო როცა მათზე განახორციელეს თავდასხმა, მაშინ თავდამსხმელებად დაასახელეს ჩეჩნური დაჯგუფება "ჯეიშ ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარი".
5 მარტს რუსეთის პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შემდგარი შეხვედრისას ხელი მოეწერა პროტოკოლს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.




0
36
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
36