x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348072
  • სურათი:468822
მინუს 7 კგ 2 კვირაში - სინდი კროუფორდის სუპერ ეფექტური დიეტა
ამ ლეგენდარულ მოდელს შეუძლია დაუჯერებლად გამოიყურებოდეს, 54 წლის ასაკში ჰგავდეს 20 წლის გოგოს. მისი საიდუმლო დაბალანსებული კვება და ვარჯიშია. თუმცა აღიარებს რომ ბურგერებსაც შეექცევა ხოლმე. ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ იყენებს 14 დღიან სწრაფ დიეტას.

image

მთელი ცხოვრების განმავლობაში, სინდი კროუფორდი ინარჩუნებდა იდეალურ წონას - 58 კგ. სინამდვილეში, ეს დიეტა "ზონის" დამსახურებაა, რომელიც ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა ბარი სირსმა ჯერ კიდევ 1995 წელს შექმნა. მას შემდეგ, მოდელი ამ დიტას იყენებს.



"ზონაში" მთავარი წესია არ იშიმშილო, არამედ დღეში 5-6-ჯერ ჭამოთ მცირე ულუფებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტაბოლიზმი შენელდება და სხეული დაიწყებს ცხიმის მარაგის შევსებას. ასევე მთელი დღის კვება უნდა იყოს დაბალანსებული: 30% ცილა, 40% ნახშირწყლები და 30% ცხიმი.


დღის შესაძლო რაციონი

საუზმე: ერბოკვერცხი 4 ცალი კვერცხისგან, მაგარი ყველის ნაჭერი (30 გრ) და ჭვავის პურის 1 ნაჭერი.
წახემსება: მწვანე ვაშლი, რამდენიმე ყურძენი ან ხილის სალათი (150 გრ).
სადილი: თევზი ან ქათმის მკერდი (150 გრ) ჩაშუშული ბოსტნეულით, ჭვავის პურის 1 პატარა ნაჭერი.
წახემსება: ფორთოხალი ან ყველის ნაჭერი (30 გრ).
ვახშამი: მოხარშული საქონლის ხორცი (150 გრ), ბოსტნეულის სალათი (100 გრ) 1 კოვზი ზეითუნის ზეთით, მეოთხედი ჭიქა მოხარშული ლობიო.
ძილის წინ: ერთი ჭიქა იოგურტი ან უცხიმო კეფირი.

როგორც ყველა ჩვეულებრივი გოგონა, სინდიც ზოგჯერ ვერ ეუბნება საკუთარ თავს უარს გემრიელობებზე. ამის შემდეგ, მოდელი იწყებს მძიმე ვარჯიშს და ორკვირიან დიეტას, რათა თავიდან აიცილოს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი.


შესაძლო რაციონი 1 კვირის განმავლობაში

ორშაბათი: წვნიანი, ახალი ბოსტნეული (შეუზღუდავი) და დიეტური იოგურტი.
სამშაბათი: წვნიანი, ახალი ხილი (შეუზღუდავი) და უცხიმო იოგურტი.
ოთხშაბათი: წვნიანი, ახალი ბოსტნეული და ხილი (შეუზღუდავი).
ხუთშაბათი: წვნიანი და მოხარშული ქათამი.
პარასკევი: წვნიანი, მოხარშული საქონლის ხორცი ან ხბოს ხორცი.
შაბათი: წვნიანი, ახალი ბოსტნეული (შეუზღუდავი) და უცხიმო იოგურტი.
კვირა: წვნიანი, ახალი ბოსტნეული და ხილი (შეუზღუდავი).

თუ გსურთ წონის დაკლება სწრაფად (5-7 კგ-ით), მაშინ გირჩევთ დაიცვათ ეს მინიდიეტა. ხოლო წონის შესანარჩუნებლად უბრალოდ მიჰყევით "ზონის" წესს.

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0