x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
15 ლეგენდარული ფოტო სპორტის ისტორიიდან. დრო გადის კადრები კი რჩება

image მსოფლიო სპორტი მდიდარია ლეგენდად ქცეული კადრებით. სპორტის სახეობები მოგეხსენებათ საკმაოდ მრავალრიცხოვანია, სპორტულ შეჯიბრებებს კი მუდმივად ესწრება ფოტოგრაფების მთელი "არმია" რომელთა მახვილ მზერას არასდროს გამოეპარება ის ერთი გამორჩეული კადრი, რომელიც მოგვიანებით უკვე ლეგენდად იქცევა ხოლმე და სპორტის მატიანე ხდება.
სწორედ 15 ასეთ ლეგენდად ქცეულ სურათს შემოგთავაზებთ ამ მცირე სტატიაში.
პირველ სურათზე ასახულია ლეგენდარული მოკრივის მუჰამედ ალის რეაქცია იმ დროისათვის ალიზე მეტად ცნობილი სონი ლისტონის ნოკაუტირების შემდეგ.
სხვათაშორის ამ კადრმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მაშინ და მას შემდეგაც, რადგან პროფესიონალური კრივის ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ ლისტონის მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არ შეესაბამება ნოკაუტში ჩავარდნილი მოკრივის პოზას.
სულ რამდენიმე წლის წინ კომპიუტერული პროგრამის დახმარებით დადასტურდა ექსპერტების ვარაუდი, ლისტონი ამ შეხვედრაში ნოკაუტში არ ჩავარდნილა, ეს იყო იმ პერიოდის პროფესიული კრივის მაფიოზური ხელმძღვანელობის ჩარევისა და მოთხოვნის შედეგი, ლისტონს გადაუხადეს კრივის ამომავალ ვარსკვლავს კი გზა გაუხსნეს.

2. იტალიელი მარკო მატერაცის წაქცევა ზინედინ ზიდანის თავური დარტყმის შედეგად.
image
3. ყველაზე გრძელი შეხვედრა ჩოგბურთის ისტორიაში იზნერსა და მაიოს შორის, რომელიც 11 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.
image
4. დიეგო მარადონა 6 ბელგიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ 1982 წელს ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
image
5. ბურთის კალათში ჩასაგდებად "აფრენილი" მაიკლ ჯორდანი.
image
6. ვინი ჯონსმა აკრძალული, მაგრამ მაინც მოხერხებული ხერხი იპოვა პოლ გასკოინის შესაჩერებლად.
image
7. ფორმულა1-ში ავსტრალიის გრან-პრიზე მომხდარი ავარიის დასაწყისი, სადაც 9 ბოლიდი შეეჯახა ერთმანეტს.
image
8. ვიაჩესლავ მალაფეევმა დაუგეგმავი წყლის პროცედურები ჩაიტარა საფეხბურთო მოედანზე.
image
9. მაიკ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდს ყურის ბიბილოს ნაწილი მოაკვნიტა.
image
10. "ღმერთის ხელი"-ასე უწოდა ხელით გატანილ გადამწყვეტ გოლს დიეგო მარადონამ.
image
11. ყველაზე გრძელი "ფრენა-ნახტომი" კრიკეტის ტურნირზე "Ashes Test-2005".
image
12. ტერი ბუტჩერი შვეციის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრის შემდეგ 1989 წელს.
image
13. ჭოკით მხტომელი სერგეი ბუბკა ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს.
image
14. იგორ აკინფეევის მიერ ფეხით ბურთის მოგერიებამ იმ დღეს მთელი რუსეთი გაახარა.
image
15. 1994 წელს ფორმულა1-ში "ბენეტონის" გუნდის ზონაში პიტ-სტოპისას მომხდარი ხანძარი.
image













0
272
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
272