x
მეტი
  • 24.10.2020
  • სტატია:104323
  • ვიდეო:348106
  • სურათი:468919
დედოფლისწყაროში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
image



დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 25 სექტემბერს კორონავირუსის გამოვლენის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაშიც. მედიკოსები განმარტავენ, რომ ვირუსით ინფიცირება აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება. კახეთის რეგიონში დღეისთვის ჯამში 54 კოვიდინფიცირებულია.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, ინფიცირებული სოფელ არხილოსკალოს მკვიდრია. ინფიცირებულ ქალს აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს. გავრცელებული ცნობით, ის ბათუმიდან კახეთში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.


ვირუსის დადებით პასუხს ადასტურებენ დედოფლისწყაროელი სპეციალისტებიც. განმარტება გააკეთა დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარიეტა გონაშვილმა.



„გაცნობებთ, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში დაფიქსირდა COVID-19-ის დადებითი ერთი შემთხვევა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. შემდგომი მკურნალობისთვის გადაყვანილია სპეციალიზირებულ კლინიკაში. დღეს ტესტირება ჩაუტარდა ინფიცირებულის ახლო კონტაქტებს. კონტაქტირებული პირების ტესტები გადაგზავნილია ლუგარის ლაბარატორიაში. ეს პიროვნებები ამ დროისთვის იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მიმდინარებს დანარჩენი კონტაქტების კვლევა. ჩვენი თხოვნაა, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები. გისურვებთ ჯანმრთელობას!, “ - აღნიშნავს დედოფლისწყაროს საზგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი.


დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 296 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ჯამში დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 დადებითი შემთხვევაა აღრიცხული.


დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან:

აჭარა 166
იმერეთი 55
თბილისი 41
სამეგრელო-ზემო სვანეთი 18
გურია 9
ქვემო ქართლი 3
სამცხე-ჯავახეთი 2
კახეთი - 1


ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0