x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"შეიგნეთ - სექსი კომპრომატი არ არის! რას იქექებით სხვის საძინებლებში!" - ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ცალკეულ წევრებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაშანტაჟების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ - სექსი კომპრომატი არ არის! კილაძის თქმით, მედიაც ფლობს მათი ფარული კადრების შესახებ ინფორმაციას, თუმცა ისინი მათგან განსხვავებით ამ თემით არ ვაჭრობენ. გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორის თქმით, მმართველი ძალა საქმის გაკეთების ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟებაზეა გადასული: "ხელისუფლება რომ ხარ და გაკეთებული საქმეების ნაცვლად, პირადი ცხოვრების კადრებით რომ აშანტაჟებ პოლოტიკურ ოპონენტებს ! შეიგნეთ - სექსი კომპრომატი არ არის ! და ჩვენც ვიცოდით (ვიცით) თქვენი პირადი, მაგრამ მედია შევთანხმდით, რომ არა!!!!! რას იქექებით სხვის საძინებლებში!!!!!"- წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს ორმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აპარატს ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა და უწყება საქმის გამოძიებისთვის მზად არის.







0
361
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
361