x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეს საფრანგეთია
image


1947 წლიდან საფრანგეთის რეგიონში, დოფინში, მიმდინარეობს ყოველწლიური მრავალდღიანი ველო-ასპარეზობა დოფინეს კრიტერიუმი ( ფრ. Critérium du Dauphiné, მანამდე Dauphiné Libéré). წელს კი პანდემიის გამო ეს ასპარეზობის დრო გადაიწია. თუმცა, როგორც ფინიშის ხაზზე გაირკვა, უმჯობესი იქნებოდა არ გადადებულიყო და სადმე სხვაგან ჩატარებულიყო:





მაყურებელი და სახელგანთქმული ველომრბოლელები საკმაოდ დიდ სეტყვაში მოხვდნენ. მიუხედავად ამისა, ძლიერმა სპორტსმენებმა, არ მიაქციეს რა ყურადღება ტკივილს, მამაცურად ატრიალეს პედლები და გააგრძელეს ასპარეზობა, რამაც ისინი ამ შედეგამდე მიიყვანა.





image

2020წ. 13 აგვისტო.



როგორც ხედავთ, სპორტსმენებზე მიყენებული ტრამვები საკმაოდ დიდია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედისტების ტანსაცმელი შესაძლო დაცემებზე გათვლებით მყარი და მკვრივია. სეტყვის დარტყმის ძალა შედარებული იყო სასროლი მოწყობილობით გასროლილი ქვების დარტყმის ძალას:



image


საცოდავი სპორტსმენები ისე გამოიყურებიან, თითქოს მიტინგზე დაარბიეს და ახლა თვალებგაფართოებულები ატვალიერებენ სურათებს.


მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა რომ, მოლაპარაკე ყუთში ამინდის პროგნოზის წამყვანები ამბობენ, რომ „ყოველთვის ასე იყო“. მაგრამ ასე, ნამდვილად არ ყოფილა ყოველთვის.


მაგალითად, ასე რომ ყოფილიყო მილიონი წლის წინ, მაშინ ადამიანის ევოლუცია მოხდებოდა კუდან, იმდენად რამდენადაც ყველა სხვა სახეობა ხმელეთზე გაწყდებოდა. ასეთი სეტყვის მერე, როგორიც იმ დღეს იყო, გადარჩენის შანსი პრიმატებს არ ექნებოდათ. ამასთანავე, ტვინი იქნებოდათ არა თავში, არამედ სხვა, უფრო დაცულ ადგილზე.




ასეთი სეტყვა რომ ასი წლის წინ ყოფილიყო, მაშინ ველოსიპედის გამოგონებასთან ერთად გამოგონებული იქნებოდა სპორტული ფორმა ხერხემლის გასწვრივ მყარი ჩანართებით და ალუმინის პრიალა ქუდით.



ასე არ მომხდარა, იმიტომ რომ ადრე ასეთი სეტყვა არ იყო და კლიმატსაც რეალურად რაღაც საშინელება სჭირს.


ეს რითაც დამთავრდება, უკვე არაერთხელ იწინასწარმეტყველეს: ერთ მშვენიერ დღეს ციდან ცვენას დაიწყებს სატვირთო მანქანის ზომის ყინულის სპილოები და ლოდები. ალბათ იმ დროისთვის ველოსპორტი მოკვდება, გადაიქცევა რა თვითმკვლელ-ექსტრემალების საქმედ. ასე რომ, თვალი ვადევნოთ მოვლენების განვითარებას.

იხილეთ ასევე:



ძლიერ ოფლიანდებით? ამის მიზეზს და მისი შეჩერების გზებს ექიმები ასე გვიხსნიან. გულახდილად რომ ვთქვათ, თუ არ ხართ პროფესიონალი სპორტსმენი ან არ ზიხართ საუნაში, ოფლი - თქვენი მტერია. არასასიამო სუნი აქვს და აფუჭებს ტანსაცმელს. მეორეს მხრივ ოფლი - ცხოვრების ნაწილია. ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს : აგრილებს სხეულს, -...


როდესაც შენ იპოვი ვარჯიშს, რომლის შესრულებაც მოგწონს, ჩნდება სტიმული სპორტდარბაზში დასახლებისა! თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვევების უმრავლესობას ჯანმრთელობისთვის სარგებლობა არ მოაქვს, ეს იდეა შესანიშნავად გეჩვენებათ. სინამდვილეში კი ყოველდღე ვარჯიში არ შეიძლება და აი რატომ. 1.


ღალატი ხელს გვიშლის შევქმნათ ახალი ურთიერთობები მუდმივი ეჭვისა და პარტნიორის უნდობლობის გამო. გარდა ამისა, ღალატი ზიანს აყენებს თვითშეფასებას! აი რამოდენიმე გულწრფელი ისტორია ქალებისა, რომლებიც აღარ ცხოვრობენ წარსულით. ...........მე მივხვდი, რომ თუ ისევ მიღალატებენ, ამას გააკეთებენ ისე, რომ არც დაინტერესდებიან თუ რას ვფიქრობ მე ამასთან დაკავშირებით. ა...


დაგეგმილი გაქვთ სპორტულ დარბაზში სტუმრობა, მაგრამ ხელს გიშლით მოულოდნელი გაციება? თუ, მაინც ვარჯიშზე წასვლა სჯობს? პასუხი გაგაოცებთ. სპეციალისტები თვლიან, რომ გაციება არ არის მიზეზი უარი უთხრათ საკუთარ თავს სიამოვნებებზე, მათ შორის სპორტულზეც. გახსოვდეთ, რომ ვირუსის გადადება იწყება ჯერ კიდევ სიმპტომებ...

არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი. სამი სუპერმანქანა: ბოლიდი ფორმულა 1, კერძო რეაქტიული თვითმფრინავი და გამანადგურებელი შეეჯიბრა ერთმანეთს ტექნიკის ფესტივალზე სტამბულში. ხუთი მძღოლი მიქროდა ერთმანეთის გვერდიგვერდ 400 მეტრიან ასაფრენ ზოლზე, წერს пишет Daily Mail. ...

0
558
4-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0