x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
ჩაცმულობა, რომელიც პრაქტიკულად არც ერთ ქალს არ უხდება
ყველას გვაქვს საყვარელი ქვედაბოლო ან შარვალი, რომლის გამოყენებასაც ვერ ვწყვეტთ. სულ ერთია მოდაშია თუ არა. მაგრამ არსებობს ისეთი ნივთები, რომლებიც მხოლოდ მაღაზიის მანეკენებს უხდებათ, ცოცხალ ადამიანზე კი ხაზს უსვამენ ყველაფერს, რისი დამალვაც შეიძლება ჯობდეს.


ჩვენ შევარჩიეთ ნივთები, რომლის გამოყენებაც არ ღირს და გირჩევთ მათ შემცვლელს.



ბლუზი დიდი საყელოთი


image
გულმკერდსა და მხრებზე დეკორატიული ელემენტების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ზედმეტად დიდი მხრები გამოგიჩინოთ. თან დანარჩენი ტანსაცმელიც აუცილებლად მას უნდა შეუხამოთ. ისინი, ვინც მზად არ არიან მთელი გარდერობი ვიქტორიანულ სტილში ჰქონდეს, უნდა აირჩიონ კლასიკური თეთრი პერანგი.





ქვედაბოლო ფენებით და ნაკეცებით


image
ასეთი ქვედაბოლო მხოლოდ ბავშვებისთვისაა. არ უხდება თეძოებს.



ბრიჯი


image
მუხლის სიგრძის ბრიჯი ამოკლებს ფეხებს და მსუქანს აჩენს თეძოებს. ამის ნაცვლად შორტები ან ჩვეულებრივი შარვალი ჯობია გამოიყენოთ.



ბოლეროimage


ბოლერო სხეულს ჰყოფს 2 არაპროპორციულ ნაწილად, განსაკუთრებით არ უხდებათ განიერი თეძოების მქონე ქალბატონებს. სასცენოდ გამოდგება, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არა. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჟაკეტით ან პიჯაკით.



უგები

image
ნამდვილად თბილი და კომფორტულია, მაგრამ დიზაინერებიც კი არ აბრუნებენ ამ ფეხსაცმელს პოდიუმზე. აბსოლუტურად ბრტყელი ძირის გამო სიარული ულამაზო ჩანს, რბილი მასალა ადვილად ფუჭდება და ცუდად გამოიყურება. ბევრად უკეთესი არჩევანი იქნება თბილი ჩექმები ან შუზები.



ალადინის სტილის შარვალი

image
ფართო შარვალი, რომელსაც ქვედა ნაწილში რეზინი აქვს, რა თქმა უნდა, კომფორტულია, მაგრამ ყოველდღიური სამოსისთვის არ გამოდგება, თუ ეგვიპტეში არ დადიხართ. ცეკვის ან იოგის გაკვეთილებისთვის უკეთეს ტანსაცმელს ვერ ნახავთ, მაგრამ ქუჩაში გასასვლელად ტილოს შარვალი შესანიშნავი ალტერნატივაა. ბევრად უფრო თანამედროვე და პრაქტიკულია.



ქვედაბოლო მალეტი


image
წინ მოკლე და უკან გრძელი ქვედაბოლო ძალიან ლამაზ ფეხებსაც დააუშნოებს. მის შემცვლელად ნებისმიერი ქვედაბოლო გამოდგება.



ტანსაცმელი ფენებად


image
რამდენიმე ფენიანი ტანსაცმელი შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, თუ მკვეთრ და ჭრელ ფერებს არ გამოიყენებთ.



ფეხსაცმელები დიდი ძირებით

image
თუ კოსმოსური ხომალდები მოგწონთ შეგიძლიათ ჩაიცვათ ფეხსაცმელები ძალიან დიდ ძირებზე, მაგრამ სხვა შემთხვევაში გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ თხელ ძირიან კედებს ან თუ მაღალი გინდათ გამოჩნდეთ ქუსლიან ფეხსაცმელს.


0
307
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0