x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
ვინ არის ფილმის - «ცხოვრება მშვენიერია» პატარა გმირის პროტოტიპი და სინამდვილეში როგორ ემალებოდა 3 წლის ბავშვი ფაშისტებს

1997 წელს, იტალიელმა რეჟისორმა რობერტო ბენინიმ გადაიღო ფილმი «ცხოვრება მშვენიერია». ფილმი ებრაელზეა, რომელიც თავის 5 წლის ვაჟს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში მალავს. მამა ბავშვს უხსნის, რომ ეს თამაშია, რომელიც გერმანელებისგან დამალვას გულისხმობს და რომ არ შეიძლებადა ტირილი, წუწუნი და საჭმლის თხოვნა. ამ შემთხვევაში, ის ქულებს მოაგროვებს და ჯილდოდ — ნამდვილ ტანკს მიიღებს.

ფილმის სიუჟეტს, საფუძვლად, იტალიელი ებრაელის რუბინო რომეო სალმონის (1920-2011), ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვეს, ბიოგრაფიული რომანი «მე ჰიტლერი დავამარცხე» («Alla fine ho sconfitto Hitler», Rubino Romeo Salmonì) უდევს, რომელშიც ავტორი სიკვდილმისჯილთა ბანაკში საკუთარი ცხოვრების პერიოდს აღწერს. რეჟისორმა თავის ნამუშევარში «ოსკარი» მიიღო, რომელმაც ის და მისი ფილმი, საქვეყნოდ ცნობილი გახადა.


image«ცხოვრება მშვენიერია» (იტ. La vita è bella), 1997 წლის


ინტერვიუებში ბენინი ამბობდა, რომ ფილმში მოთხრობილი ისტორია გამოგონილ იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ რეალურად მოხდა... აღმოჩნდა, რომ მსგავსი ისტორია, საკოცენტრაციო ბანაკში, მართლაც მოხდა და რომ ფილმის პატარა გმირის პროტოტიპი ჯოზეფ შლაიფშტეინი იყო.

— ეს უბრალოდ ფანტასტიკაა — ზღაპრული, წარმოუდგენელი გამართლება, — თვლის ამერიკელი ისტორიკოსი ჯეიკობ მედელმანი. — ჯოზეფ შლაიფშტეინი ნამდვილად «პერანგში დაიბადა», რადგან ესესელი მკვლელების გარემოცვაში გადარჩენის შანსი მინიმალური იყო — ეს იგივეა, რომ მშიერი მგლების ხროვაში გადარჩე...

ჯოზეფ შლაიფშტეინი 1941 წ. 7 მარტს ებრაულ გეტოში, ქალაქ სანდომირში დაიბადა, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის სამხ-აღმ. ნაწილში მდებარეობდა. დაბადების პირველივე დღეებიდან მას მშობლები მალავდნენ, ხოლო როდესაც ბავშვი 1 წლის გახდა: გეტოს ტყვეები პოლონეთის სამხრეთში, ქ. ჩენსტოხოვში, HASAG იარაღის ფაბრიკაში სამუშაოდ (შესრულებული სამუშაოსთვის, რა თქმა უნდა არ უხდიდნენ) გადაიყვანეს. პირველსავე დღეს, გერმანელებმა ბავშვები, როგორც «შრომისთვის უსარგებლოებო», მოაგროვეს და ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. ჯოზეფის დედამ მოასწრო და ბავშვი სარდაფში დამალა, სადაც ის, სრულ წყვდიადში, 18 თვე ცხოვრობდა: სინათლე მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მშობლები სარდაფში ანთებული სანთლით და საკვებით ჩადიოდნენ. მათ ბავშვი სიჩუმეს მიაჩვიეს, რადგან ნებისმიერ ხმას ჯარისკაცების ყურადღების მიქცევა შეეძლო. გარდა ამისა, მათ კატა მიიჩვიეს, რომ მას სარდაფში თაგვები დაეჭირა.


imageჯოზეფ შლაიფშტეინი ცენტრში დგას

1943 წელს გერმანელებმა ფაბრიკის პერსონალი პოლონელებით ჩაანაცვლეს, ხოლო ებრაელი ტყვეები ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში უნდა გადაეგზავნათ. სწორედ მაშინ უთხრა მამამ 2, 5 წლის შვილს: «ახლა ჩვენ ერთ საინტერესო თამაშს ვითამაშებთ. საღამოს 3 ნაჭერ შაქარს მოგცემ, თუ პირობას შესარულებ. პირობა კი ასეთია — რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა იტირო». შაქარს, იმ პერიოდში, უდიდესი ღირებულება ჰქონდა და ბავშვი, რომელმაც ნორმალურად ლაპარაკი არ იცოდა, მაშინვე დათანხმდა. მამამ დიდ ტომარას ნახვრეტები გაუკეთა, ჰაერი რომ შესულიყო, ჩასვა შიგ ჯოზეფი, ზემოდან ტანსაცმელი გადააფარა და ზურგჩანთა მხარზე მოიგდო.
— ბუხენვალდში ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს, — ყვება II მსოფლიო ომის მკვლევარი თადეშ კამინსკი. — ჯოზეფის დედა სხვა ბანაკში — ბერგენ-ბელზენში (ქვემო საქსონია) გადაიყვანეს, ხოლო მოხუცები და ბავშვები, რომლებიც სხვა გეტოებიდან ჩაიყვანეს, იქვე, მატარებელთან, სხვა ტყვეების თვალწინ დახვრიტეს. ბანაკის კომენდანტმა СС-ის შტანდარტენფიურერმა გერმან პისტერმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ «ჩვენ მუშები გვჭირდება და არა მუქთამჭამლებიო». იზრაილ შლაიფსტაინმა შვილი ფარულად შეიყვანა ტყვეთა ბარაკში და გაჩნდა კითხვა: შემდეგ რაღა?


image


ორი გერმანელი კომუნისტი მას ბავშვის დამალვაში დაეხმარა. პატარას პურს, ბანაკის ისედაც მწირი ულუფიდან, აძლევდნენ და მასთან წვიმის წყალი მიჰქონდათ მალულად. ერთ-ერთმა ტყვემ კი, ხისგან პატარა ცხენი გამოუთალა. ასე, რომ, პატარა ჯოზეფს საჭმელი, სასმელი და სათამაშოც კი ჰქონდა. ბავშვი ყოველთვის ჩურჩულით საუბრობდა და არასოდეს ტიროდა. «ცუდმა ძიებმა არ უნდა გიპოვონ, — ეუბნებოდა მას მამა — თორემ, ბოროტ ჯადოქართან წაგიყვანენო».
…საბოლოოდ, ხის სათამაშომ დათვური სამსახური გაუწია პატარას: ცხენი, მორიგი ჩხრეკის დროს, დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა იპოვა და СС-ს 30 წლის რაზმის უფროსმა, ბანაკის საფუძვლიანი დათვალიერების ბრძანება გასცა. ბავშვის სამალავი აღმოაჩინეს... და აქ საოცრება მოხდა — როგორც აღმოჩნდა, ესესელს ჯოზეფის ხელა შვილი ჰყავდა და პატარა ბიჭი ძალიან მოეწონა. მან მომხდარის შესახებ, ბანაკის კომენდანტს არ უპატაკა და ჯოზეფი ბარაკში დატოვა. ბავშვს «ბუხენვალდის თილისმა» შეარქვა და მისთვის, «ბავშვის» სამუშაო ფორმის შეკერვის ბრძანება გასცა. ბიჭი ყოველდღე, სხვა ტყვეებთან ერთად, დილის შემოწმებაზე გაჰყავდათ, რომ სიის ამოკითხვის შემდეგ, ეთქვ: «ყველა პატიმარი ადგილზე არის!». თუმცა, როდესაც ბარაკში СС-ის მაღალი ჩინის ოფიცრები მიდიოდნენ, ჯოზეფს ისევ სამალავში სვამდნენ.


image


1945 წლის 11 აპრილს ბანაკის ტყვეებმა ამბოხება მოაწყეს და ნახევარ საათში, დაახლოებით, 200 ესესელი დაატყვევეს. ბანაკი მეამბოხეების ხელში გადავიდა. ხოლო, 13 აპრილს ამერიკის III არმიის ნაწილები მივიდნენ...

ომის შემდეგ გაირკვა, რომ ბიჭუნას დედა გადარჩა — ის უმძიმეს მდგომარეობაში, დახაუში (ბანაკი გერმანიაში) იპოვეს. ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ, ოჯახი გაერთიანდა და 1948 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ.

…79 წლის ჯოზეფ შლაიფშტეინი დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ანთებულ შუქზე სძინავს, რადგან სიბნელის ეშინია.

P. S. 1947 წ. 6 წლის, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვე, ყველაზე პატარა მოწმე იყო სასამართლო პროცესზე, რომლის განსასჯელების სკამზე ბუხენვალდის ბანაკის დაცვის წევრები ისხდნენ. მათ შორის ბავშვმა ის СС-ბი ამოიცნო, რომლებიც ტყვეებს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ.

imageimageimage* 25 წლის შემდეგ — ჩვილი ფილმიდან «ბავშვი სასეირნოდ მიდის»
* «ლამაზმანი» 30 წლის არის
* «ქალწაღებულნი» – როგორ იღებდნენ ფილმს

* ლუი დე ფიუნესი და ყველაზე სასაცილო ფრანგული სერიალი

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები «რემბოს» შესახებ

2
282
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
282
  
6 ოქტომბერი, 14:42
ბრწყინვალე ფილმი და ტკივილიანი ისტორია(
28 სექტემბერი, 10:58
ცრემლის გარეშე ვერ ვკითხულობ ომის წლებზე ვერაფერს...
0 1 2