x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
ქალმა სუპერმარკეტში 27 ქილა თევზის კონსერვი მოიპარა, დაცვამ დაატოვებინა, მაგრამ ქალი საჩივრის შეტანით იმუქრება

image ქალი ქურდები უკვე არავის უკვირს, განსაკუთრებით ამ "სფეროში" ბოშები და ინდოელები არიან გაწაფული, მაგრამ როგორც ჩანს მათ არც არგენტინელი ქალების ნაწილი ჩამორჩება.
არგენტინაში ერთერთ სუპერმარკეტში დაცვის სამსახურის წევრმა დააფიქსირა ქურდობის ფაქტი და დაცვის სხვა წევრებთან ერთად დააკავა ქურდი, რომელიც არცთუ ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა. დაკავებულს თან აღმოაჩნდა 27-ი ქილა თევზის კონსერვი, რომელიც ისე კოხტად ჰქონდა ტანსაცმლის ქვეშ დამალული, რომ არა სუპერმარკეტის ყურადღებიანი და ფრთხილი დაცვის წევრი ქალი ისე გავიდოდა სუპერმარკეტიდან ვერც ვერავინ შენიშნავდა დანაკარგს.
ქალაქ როსარიოში სუპერმარკეტის გაქურდვაზე ადრეც წერდნენ, მაგრამ მაშინ სხვა სუპერმარკეტი იქნა გაქურდული, მაშინაც კამერების ჩანაწერებით ქალი დააფიქსირეს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო სახეზე პირბადიანი ქურდის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
აქ კი ქურდი დააკავეს, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზით დაცვამ ის გაუშვა, თუმცა მათ კანონი ავალდებულებდათ დამნაშავე გადაეცათ პოლიციისათვის.
27-ი ქილა კონსერვი ლუდის ქილა არაა ან რამდენიმე სოსისი მარტივად დამალო და ამიტაცაა ეს შემთხხვევა განსაკუთრებული, თან ქალი მსუქანი აღნაგობის არაა ფართო ტანსაცმლის ქვეშ დაემალა ნაქურდალი.
მას შემდეგ რაც ქურდს ნაქურდალი დაატოვებინეს ის სიტვიერ თუ ფიზიკურ აგრესიაზე გადავიდა და სუპერმარკეტის დაცვას დაემუქრა, რომ მათ აუცილებლად უჩივლებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო.
სად კონსერვების ქურდობა და სად გენდერული დისკრიმინაცია მე ვერ ვხვდები და რაკი ვიდეო სოციალური ქსელითაა გავრცელებული იმედია არგენტინელი ძალოვნები მიხედავენ ამ "ქურდბაცაცა" ქალს.
image

0
153
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
153