x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვილებს დამაწყნარებლებს აძლევდნენ და ტომრებით ნაგავს აყოლებდნენ – გეტოში გადარჩენილი ბავშვების ისტორია

ოსკარ შინდლერის სახელი, რომელმაც 1300 ებრაელი გადაარჩინა, ყველასთვის ცნობილია. ხოლო, ქალის შესახებ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პოლონეთის ნაცისტული ოკუპაციის დროს, ებრაული გეტოგან 2, 5 ათასი ბავშვი გაიყვანა, მხოლოდ 1999 წ. გახდა ცნობილი, როდესაც მის შესახებ პირველი პუბლიკაციები გაჩნდა.

ისრაელში ირენ სენდლერს, ისევე როგორც ოსკარ შინდლერს, მსოფლიო ხალხების მართლის (ივრ. ‏חסידי אומות העולם‏‎) საპატიო სახელი აქვს მინიჭებული, რომელსაც ისრაელის კატასტროფის და გმირობის ინსტიტუტი, სერთიფიკატის და მედლის სახით, 1951 წლიდან გასცემს (ჯილდოვდებიან არაებრაელები, რომლებმაც ევროპის ოკუპაციის წლებში, ებრაელები გადაარჩინეს).


imageკადრი ფილმიდან «The Courageous Heart of Irena Sendler (ირენ სენდლერის მამაცი გული)», 2009წ.


ირენ სენდლერი (ქალიშვილობის გვარი – კრჟიჟანოვსკაია) 1910 წელს ვარშავაში დაიბადა. მამა ექიმი იყო. ის უფასოდ მკურნალობდა მათ, ვისაც სხვა ექიმები, ებრაული წარმომავლობის გამო, უარს ეუბნებოდნენ. მას პაციენტისგან ტიფი გადაედო და გარდაიცვალა. მაშინ ირენი 7 წლის იყო. ექიმის გარდაცვალების შემდეგ, ებრაულმა თემმა მის ოჯახს მატერიალური დახმარება აღმოუჩინა და ეს ირენმა სამუდამო დაიმახსოვრა. მას ასევე, მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვდა მამის სიტყვები, რომლებსაც ის ხშირად იმეორებდა: «თუ დაინახე, რომ ვინმე იხრჩობა, წყალში უნდა გადახტე და გადაარჩინო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცურვა არ იცი».


imageირენ სენდლერი


ვარშავის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ირენი «მერხის გეტოს» წინააღმდეგ გამოდიოდა, რომლის მიხედვით, ებრაელი სტუდენტები ვალდებულები იყვნენ, აუდიტორიის ბოლოს, სპეციალურად მათთვის დადგმულ სკამზე დამსხდარიყვნენ. გარდა ამისა, ჩათვლის წიგნაკში, პოლონელებს და სხვა ერის წარმომადგენლებს (ებრაელების გარდა), მარჯვენა მხარეს «არიულ» ბეჭედს ურტყავდნენ, ხოლო ებრაელებს, ებრაულს – მარცხენა მხარეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ირენი, პოლონელი ნაცისტების მიერ, ებრაელი გოგონას ცემის მოწმე გახდა, მან გადახაზა ის ბეჭედი, რომელიც მის არაებრაულ წარმომავლობას ამტკიცებდა. ამის გამო, ის უნივერსიტეტიდან 3 წლით გარიცხეს.

1939 წელს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთის ოკუპაცია მოახდინა, ირენმა მუშაობა ვარშავის მუნიცეპალიტეტში დაიწყო. ორი წლის მანძილზე, მას ებრაულ გეტოში ფარულად მიჰქონდა საკვები, წამლები და ფული. ხოლო, როდესაც ვარშავის არაებრაელ მაცხოვრებლებს, გეტოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, გოგონა სამუშაოდ ჯანდაცვის სამმართველოში გადავიდა, რომ გეტოში შესვლის უფლება ჰქონოდა – ნაცისტებს ეპიდემიის ეშინოდათ და სანიტრებს გეტოში შესვლის უფლებას აძლევდნენ.


imageირენ სენდლერი


1942 წელს ირენი იატაკქვეშეთში არსებულ «ჟეგოტას» (ებრაელთა დახმარების საბჭო) ორგანიზაციაში გაწევრიანდა. მას შემდეგ, ის ყველა, კანონიერი და უკანონო საშუალებებით, ბავშვების გეტოდან გამოყვანას უკეთებდა ორგანიზებას. ლეგალურად ბავშვები გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ის მძიმე სენით იყო დაავადებული. დანარჩენი ბავშვები საკანალიზაციო კომუნიკაციებით ან ტომრებით გაჰყავდათ, ნაგავთან ერთად. ჩვილ ბავშვებს დამაწყნარებელ პრეპარატებს უკეთებდნენ, რომ თავი ტირილით არ გაეცათ.

მოგვიანებით, ირენი იხსენებდა, რომ ყველაზრ რთული, ამ ოპერაციებში, მშობლების დარწმუნება იყო, რომ მისთვის ბავშვის წაყვანის უფლება მიეცათ. რა თქმა უნდა, მათ ვერავინ აძლევდა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შეთქმულები დაეჭირათ. მაგრამ, არც ბავშვების დატოვება შეიძლებოდა. რადგან, ხშირად, ისეც ხდებოდა, რომ ბავშვის წამოყვანიდან მეორე დღეს, მის მშობლებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გზავნიდნენ ან კლავდნენ. ამიტომ, ერთადერთი რისი პირობის მიცემაც ირენს შეეძლო, – ის იყო, რომ გეტოში დარჩენის შემთხვევაში, ბავშვები ნამდვილად დაიღუპებოდნენ, ხოლო ასე, მათ გადარჩენის რაღაც შანსი მაინც ექნებოდათ. თავდაპირველად, პატარებს პოლონურ ოჯახებში აშვილებდნენ, ხოლო შემდეგ, ისინი ბავშვთა სახლებში და მონასტრებში გადაჰყავდათ.


imageვარშავის გეტო


1943 წ. ირენი ვიღაცამ გესტაპოში დაასმინა. ის დააპატიმრეს და აწამეს. საქმე იმაში იყო, რომ ირენი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც იცოდა ბავშვების ნამდვილი და დარქმეული სახელები. სიები მან ქილებში დააკონსერვა და ბაღში ჩამარხა. მიუხედავად იმისა, რომ წამების დროს, ხელი და ფეხი მოატეხეს, «კართოთეკის» საიდუმლო არ გასცა და ებრაელების დახმარებისთვის, სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

როდესაც ის დასახვრეტად მიჰყავდათ, ბადრაგმა უეცრად გაქცევა უბრძანა და ამისთვის მან «ჟეგოტას» ხელმძღვანელობისგან სოლიდური ანაზღაურება მიიღო. ის დახვრეტილების სიაში შეიტანეს და ომის დასრულებამდე, სხვისი სახელით იმალებოდა. ხოლო მოგვიანებით, კომუნისტურმა მთავრობამ, ის კოლაბორაციონალიზმში და ნაცისტებთან კავშირში დაადანაშაულა!

ომის შემდეგ, ირენმა ინფორმაცია გადარჩენილი ბავშვების შესახებ, პოლონელი ებრაელების ცენტრალურ კომიტეტს გადასცა. როგორც გაირკვა, გადარჩენილთა სიაში 2, 5 ათასი ბავშვი იყო. ყველა მშობლებს დაუბრუნეს. ხოლო ობლები, ჯერ ბავშვთა სახლებში გაანაწილეს, ხოლო მოგვიანებით, ისრაელში გადაიყვანეს.



imageimage


ირენ სენდლერის დამსახურება ებრაელი ხალხის მიმართ, ოფიციალურად, მხოლოდ 1965 წელს აღიარეს და მას მსოფლიო ხალხების მართლის საპატიო სახელი მიანიჭეს. ხოლო სამშობლოში, ის მხოლოდ 2003 წ. დააჯილდოვეს – ირენ სენდლერს, ოკუპაციის წლებში გამოჩენილი გმირობისთვის, თეთრი არწივის ორდენი გადასცეს (პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო). 2006 წ. ის ნობელის პრემიაზე წარადგინეს, მშვიდობის დარგში. მაგრამ, ლაურიატი სხვა ადამიანი გახდა. 2008 წ. ირენ სედლერი პოლონეთის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. სამწუხაროდ, ეს მისი გარდაცვალების (2008 წ, 12 მაისი) შემდეგ მოხდა.

imageimageimage

* ეს აღარ უნდა განმეორდეს! ოსვენციმის ბებიაქალის ანგარიში

* «ადოლფ ჰიტლერი 1938 წელს გარდაიცვალა...» — მესამე რაიხის ლიდერის ორეულის აღსარება
* როგორ მიითვისა სტალინმა 700 ტონა ესპანური ოქრო
* ისტორიული საიდუმლო: ჰქონდა თუ არა სტალინს ქართული აქცენტი? (+ ვიდეო)

* გერმანელი ტყვე ქალები. რატომ წამოიყვანეს ათასობით ქალი სამშობლოდან სსრ კავშირში

* შემთხვევითობა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა

0
702
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0