x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
დედამიწას მალე მეორე მთვარე ეყოლება
image



ასტრონომები გვაფრთხილებენ: იდუმალი კოსმოსური ობიექტი მოემართება დედამიწისკენ. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტას საფრთხე არ ემუქრება, ის დიდი ალბათობით მოხვდება დედამიწის მიზიდულობის ზონაში, შემოვა დედამიწის ორბიტაზე და მოკლე დროში გახდება მისი "მინიმთვარე.




ობიექტის, რომელიც აშკარად ასტეროიდია, ზომაა 6-დან 15 მ-მდე, მას დაარქვეს 2020 SO. ასტეროიდმა სავარაუდოდ, 1 დეკემბერს დედამიწიდან დაახლოებით 50 000 კმ-ზე უნდა გაიაროს.




არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად, 2020 SO არის კოსმოსური ნამსხვრევები, უფრო სწორად ამერიკული რაკეტა "ატლას-ცენტავრის" ფრაგმენტი, რომელსაც მთვარის პროექტის ფარგლებში, 1966 წელს მთვარეზე უნდა მიეტანა ავტომატური აპარატი "Surveyor2". მოგეხსენებათ, მაშინ მოხდა ავარია, რომლის შედეგად რაკეტა ჩამოიშალა. ამ ვერსიას მხარს უჭერს რაკეტის ნამსხვრევის ზომა - 12, 7 მ.




ამასთან, რაც არ უნდა იყოს ეს უცხო ობიექტი, ის დიდხანს არ დარჩება დედამიწის მიზიდულობის არეალში და 2021 წლის მაისში ის კვლავ განაგრძობს კოსმოსში მოგზაურობას.


0
378
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0