x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104298
  • ვიდეო:348095
  • სურათი:468883
"როცა ხალხს ციხეებში აწამებდნენ ჟორჟოლიანს გადაცემა გამოჩენილი ადამიანების საცვლებზე მიჰყავდა" - ლევან ლორთქიფანიძე

image


ოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ენმ"- ს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. ლორთქიფანიძე საკუთარ ვრცელ პოსტში იმ დროსაც იხსენებს, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი რეიტინგის მოსაპოვებლად ცნობილი ადამიანების "საცვლებისა და ბანდაჟების" შესახებ გადაცემებს აკეთებდა, მაშინ როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა, ეკონომიკური ქაოსი და შიმშილი სუფევდა: "კორესპონდენტად მუშაობის დროს გამოირჩეოდა უნიჭობით, უჭკუობით, გაუნათლებლობით, თავხედობითა და თავზეხელაღებულობით. ყურადღება ზღვარგადასული ისტერიულობითა და მუხრუჭის არქონით მიიქცია. შემდეგ, როცა მთელს ქვეყანას უჭირდა, ხალხს ქუჩაში კლავდნენ და ციხეებში აწამებდნენ, არჩევნებს აყალბებდნენ, ტელევიზიებს არბევდნენ, გადაცემა მიჰყავდა გამოჩენილი ადამიანების ბანდაჟებისა და საცვლების შესახებ; რეიტინგის მოსაპოვებლად მზად იყო პედოფილიის მსხვერპლნი ეთერში გამოეყვანა "დისკუსიისათვის" ... ჯანსაღ ადამიანს თავში რომ არ მოუვა, ის იდეები მოსდიოდა და ახორციელებდა კიდეც ყველას თვალწინ... ამ მდაბიო სფეროში დაწინაურებაც კი თავად ვერ შეძლო, ქურდებთან და მაფიოზებთან ოჯახური კავშირებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ სხვათა დაშინებით, ანგარებით შეაკოწიწა თავისი სამარცხვინო გადაცემა. ზოგიერთი მისი ქომაგი იმასაც აცხადებს, რომ ეს არსება თურმე ნახევარ საქართველოს ოჯახის წევრად მიაჩნია. შემირცხვენია ის ოჯახი, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს თავის წევრად მიიჩნევს !!! დღეს ტელეეკრანებიდან სახედრის ხმაზე მოყროყინე აბსოლუტური ნული საქართველოს ყველაზე გამორჩეული, ჩემთვის ძვირფასი და ჩემი ბებია-ბაბუებისთვის მშობლიური კუთხის - დასავლეთ იმერეთის (ვანი, ხონი, წყალტუბო, სამტრედია) დეპუტატობას აპირებს! დაუშვებელია! სირცხვილია! ეს რა არის!" - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლევან ლორთქიფანიძემ. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ცნობილი გახდა რომ სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იბრძოლებს.








0
634
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
634