x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104291
  • ვიდეო:348095
  • სურათი:468883
პოლიციამ აღმოაჩინა თაღლითები,რომლებიც ნახმარ პრეზერვატივებს ყიდიდნენ
image

ვიეტნამის პოლიციამ ბინზიონგის პროვინციაში საწყობიდან 324, 000 მეორადი პრეზერვატივი ამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზერვატივები გარეცხილი, გამშრალი, ხის დილდოებზე ამოხვეული და ხელახალი გაყიდვისთვის იყო გამზადებული.


ჩამორთმეულმა ტვირთმა 360 კილოგრამი შეადგინა.

ზუსტად არ არის ცნობილი ამ საწყობიდან მანამდე რამდენი ათასი პრეზერვატივი გაიყიდა, მაგრამ ის ნათელია, რომ ამ საქმეს დიდი მასშტაბებით ატრიალებდნენ!



დაქირავებული მუშების დიდი ჯგუფი მონაწილეობდა ნახმარი რეზინის პროდუქტების გაახლებაში და შეფუთვაში.


საწყობი, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, მდებარეობს ვიეტნამის სამხრეთით, ბინზიონგის პროვინციაში.

საწყობის მფლობელი 33 წლის ფან თჰი თჰან ნგოკი დააკავეს. მან თქვა, რომ პრეზერვატივებს თვეში ერთხელ უცნობი პირისგან იღებდა, სავარაუდოდ უცნობი პირი ნახმარ პრეზერვატივებს ნაგავსაყრელზე აგროვებდა.

image

მისი ამოცანა იყო გამოყენებული პროდუქტების გადამუშავება, მათი ხელახალი გაყიდვის მიზნით და მან წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას. საწყობიდან გასული პრეზერვატივებით ძირითადად ახლომდებარე სასტუმროები, მაღაზიები და კიოსკები მარაგდებოდა.

პრეზერვატივები ჩამოერთა, როგორც მტკიცებულა და შემდეგ დაუყოვნებლივ განადგურდა, რადგან ისინი საშიშ სამედიცინო ნარჩენებად ითვლება.


0
389
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0