x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104295
  • ვიდეო:348095
  • სურათი:468883
„თმა შეიკარი ფატიმა, დამშვიდდი გიჟთამარ ზოლიანი ღამის პერანგი-მეთქი გიგას გიჟოოო“
image


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე ტელეკომპანია „ტაბულას“ დამფუძნებელს, გიგა ბოკერიას მეუღლეს, თამარ ჩერგოლიშვილს მიმართავს. გოცირიძე ჩერგოლეიშვილს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ეუბნება, რომ გუბაზ სანიკიძე და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში აუცილებლად იქნებიან.


„დამშვიდდი გიჟ-თამარ, თმა შეიკარი ფატიმა, გენერალიც გამსვლელ სიაში იქნება და ჩვენი ბუთხუზა გუბაზიკოც. დაოკდი, სანამ საბოლოოდ გაგიფრენია და გაკოჭილი გადაუყვანიხარ „ფსიხუშკაში“, ზოლიანი ღამის პერანგი-მეთქი გიგას გიჟოოო, კრრრრრ”, – წერს მეგი გოცირიძე.


„ვის - ვის და ყველაზე უკეთ ბოკერიასა და მის კლასტერს ესმის და ზედმიწევნით კარგად იცნობს ენმ ამომრჩეველს, რომლისთვისაც მ. სააკაშვილის ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი და მასზე პოლიტიკურ თავდასხმასა თუ პიროვნულ შეურაცხყოფას, პირად შეურაცხყოფად იღებს, თან მაშინ აკეთებს ბოკერია და მისი კლასტერი ამას, როცა გარკვეულ საარჩევნო ოლქებში, ენმ ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ევსაქების კანდიდატებს, რაც სერიოზულად აფერხებს შანსებს, რომ ენმ ამომრჩეველმა, ამ ყველაფრის ფონზე მხარი დაუჭიროს მათ კანდიდატურებს, რასაც ჩემი აზრით სრულიად შეგნებულად აკეთებენ, რომ ივანიშვილის ოცნების კანდიდატები გავიდნენ ..... ამიტომ, მოგიწოდებთ მეგობრებო, რომ არ ავყვეთ ბოკერას კლასტერის ამ შავ-ბნელ გეგმას, აუცილებლად დავუჭიროთ მხარი ხოშტარია, შავგულიძეს და დანარჩენებს, რომ არ დავუშვათ ბექა ოდიშარიას მსგავსი მკვლელების გაძრომა !
ყოველი გაფუჭებული ბიულეტენი ნიშნავს მკვლელების ოცნების სასარგებლოდ გაფუჭებულ და გაბათილებულ ბიულეტენს!



ევროქოცებო, აი თქვენ ვიღას დაჰკარგვიხართ 4%-იანებო, ვინ გეკითხებათ სად ვის წარადგენს ენმ, დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი წარსულში, იქ თქვენი აჩრდილები რომ არ მეგულებოდეს მე პირადად. 9 წლის მინისტრის მოადგილეები ევროქოცებში ხართ, უშიშროების საბჭოს მდივანი ბელადად გყავთ, პარლამენტის თავმჯდომარე პარტიის ლიდერია, 9 წელი უცვლელი დედაქალაქის მერი, სრულიად იმჟამინდელი პარტიული ელიტა ევსაქებში ხართ... პარლამენტარები, ვიცესპიკერები, კომიტეტის თავმჯდომარეები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცვლელი თანამშრომლები ყველა მანდ ხართ შერეკილები და აი მართლა მაინტერესებს ვიღას გაურბიხართ? იმ წარსულში, თქვენს გარდა მგონი არც არავინ იყო და ასე რამ შეგაძულათ საკუთარი თავები, რომ გახედვა არ გინდათ და რას ამბობთ ამით, რომ ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას რომ იკავებდით, სინამდვილეში არავინ არაფერს გეკითხებოდათ და 2003-2012 წლამდე გაჩმორებდნენ, თქვე არაფრებო და ახლა გაყოყოჩდით? წაი ბიძიკოებო, ტოლი ნახეთ, კოჭი გააგორეთ ან ლოცვა გააძლიერეთ, რომ მიშას ხსენებისას პირდაპირეთერში არ გასკდეს რომელიმე თქვენთაგანი და ხიხოს ოცნებას ბურჯი არ გამოეცალოს ნიკოფსიიდან - დარუბანდამდე ))))))))))))))))))))))))))))))


გამყიდველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ოცნებაში გადაბარგდა, მეორე ნაწილი გირჩში გადალაგდა, მესამე ნაწილი ევროქოცებში გაერთიანდა. სხვადასხვა
პარტიებად გადაწყობისა და გაშლის შემდგომ, მათ აბსოლუტურ
უმრავლესობას, როგორც პარტიულად, ასევე პიროვნულად გაუჩნდა უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავს ესხმის ენმ და მის ლიდერს უკვე წლებია, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას დავალებული აქვს, რაც შეიძლება მეტი ნეგატივი თქვან იმ 9 წელზე, რომელიც სინამდვილეში ოქროს ხანა იყო, ისინი უნისონში საუბრონ ოცნების მესიჯების კვალდაკვალ, ისინი შეადგენენ ერთ დიდ კოალიციას სააკაშვილის წინააღმდეგ, ისინი არიან მტრები ამ ქვეყნის, ისინი არიან ივანიშვილის თოჯინები, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი თქვა ერთიან სიაზე, რომელიც აპრიორი ამარცხებდა ივანიშვილის რუსულ ოცნებას, ზემოთ ჩამოთვლილ პარტიათა და ე.წ. პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა კარდაკარ სიარულისას არა ივანიშვილის მავნებლობაზე და ამ ქვეყნის დაქცევაზე, არამედ სააკაშვილსა და ენმ-ზე ელაპარაკებიან, პირდაპირ მოუწოდებენ არ მისცენ ხმა სააკაშვილის პარტიას და მის კანდიდატებს, პუტინის რუსული ოცნებისა და დანარჩენი პარტიებისა თუ პოლიტიკოსების ქართული ოცნება არის არამიშას და სწორედ ამიტომ უნდა გავიდეთ ხალხში სამოქალაქო აქტივისტები, არ უნდა დავტოვოთ ადამიანი, ვისაც რეალურად არ ავუხსნით რა მნიშვნელობა აქვს ენმ უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში ........ - წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები „ნაციონელური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. მათი წევრები გასულ წლებში ერთ პარტიას წარმოდგენენდნ. ამ ეტაპზე კი ერთმანეთის პოლიტიკური ოპონენტები არიან და საჯაროდ ერთამნეთს აკრიტიკებენ.

0
739
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0