x
მეტი
  • 22.10.2020
  • სტატია:104275
  • ვიდეო:348089
  • სურათი:468854
როდის გამოიცემა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულთა წიგნები და რა შეფასებას აკეთებენ მენტორები?
image


კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" უკვე მეოთხე წელია ტარდება. ამ დროის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, გამოიცა არაერთი ავტორის წიგნი, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს. ეს არის კონკურსი, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.


"გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულთა წიგნების გაცნობას მკითხველი ნოემბრიდან შეძლებს. ამჟამად, დავით ჩომახიძე, ქარდა ქარდუხი და ნიკოლოზ ცისკარიშვილი სარედაქციო ჯგუფთან ერთად მუშაობენ.


დავით ჩომახიძე, კონკურსის ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა. მისი რომანი "დეტექტივობანა" 90-იანი წლების საქართველოზე მოგვითხრობს. გთავაზობთ დავითის მენტორის, მწერლისა და ტელეწამყვანის ალექსანდრე ლორთქიფანიძის შეფასებას:



"დავით ჩომახიძის "დეტექტივობანა" ცოცხალი სახეებით სავსე რომანია, რომლის მოქმედებაც 1999 წლის დეკემბრის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ავტორის პირად გამოცდილებასა და მოგონებებს, თავშესაქცევი სიუჟეტური ქარგა ახლავს თან და მკითხველს საინტერესო ისტორიის გაცნობის პარალელურად ისტორიულ კონტექსტებშიც ახედებს. ჩემთვის, როგორც ამ ტექსტის ქომაგისთვის, ძალიან საინტერესოა ავტორთან მუშაობა და მის სამყაროში ჩახედვა", - ალექსანდრე ლორთქიფანიძე.


ხალხისა და ჟიურის რჩეულის ქარდა ქარდუხის რომანის "ჰერმესის დახლიდარების" სიუჟეტი სათავგადასავლოა. რომანი არის სიყ­ვა­რულ­ზე, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იმ მა­რა­დი­ულ თე­მა­ზე, რა­საც სუ­ლი­სა და ხორ­ცის ჭი­დი­ლი ან თით­ქმის მი­უღ­წე­ვე­ლი ჰარ­მო­ნია ჰქვია...


"ქარდა ქარდუხის მენტორობა დამაბნეველი საქმეა - ის უკვე ჩამოყალიბებული ავტორია, უნიჭიერესი ლიტერატორი, მრავალმხრივი ასპარეზით. "ჰერმესის დახლიდარები" პოსტმოდერნული რომანია. უფრო უკეთ რომ ვთქვათ, პოსტმოდერნის მიწურულის ტექსტი და მისგან გაქცევის მცდელობაც კი. უამრავი ინტერტექსტი და ალუზია იოლად გვიტყუებს სამყაროში, სადაც ნაცნობი გმირები უცნობ ამბებს გვიმხელენ. გირჩევთ, ჩაუსაფრდეთ მის რომანს და გამოსვლისთანავე მოინადიროთ", - გიორგი კეკელიძე, ქარდა ქარდუხის მენტორი.


რაც შეეხება ჟიურის რჩეულის ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანს, "ცეცხლისწამკიდებელი" ბრძო­ლა­ზე, სი­მა­მა­ცე­ზე, პი­როვ­ნე­ბის გარ­დაქ­მნა­ზე, შიშ­ზე, მტრო­ბა­ზე, რწმე­ნა­ზე, სიკ­ვდილ­ზე, ღმერ­თის ძი­ე­ბა­ზე, გაქ­ცე­ვა­სა და დევ­ნა­ზე მოგვითხრობს. მისი მენტორი, მწერალი როსტომ ჩხეიძე ასე აფასებს მას:


"სალიტერატურო კრიტიკისათვის კიდევ ერთი მადლიანი მასალა ჩნდება ამ რომანით განსჯა-შეფასებისათვის, ნიკოლოზ ცისკარიშვილი დებიუტითვე რომ მოექცევა სამწერლო პროცესების შუაგულში", - როსტომ ჩხეიძე.

0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0