x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348073
  • სურათი:468822
"ნიშანდობლივია, რომ ელექტორატი მიხვდეს, ენმ-ში რა გადამგდებები არიან" - თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის ფაქტს ეხმაურება და საკუთარ გვერდზე გენერალ დევი ჭანკოტაძის ბანერს აზიარებს, ჩერგოლეიშვილის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატად გენერალ დევი ჭანკოტაძის ჟორჟოლიანით ჩანაცვლება სხვას არაფერს მიუთითებს თუ არა იმას, რომ პარტიაში სრული გაურკვევლობა და "ბარდაკი" სუფევს, მისივე თქმით, პერსონალურად მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი თუ ვინ იქნება, თუმცა სურს რომ "ენმ"- ს ელექტორატი მიხვდეს როგორი "გადამგდებია" მისი რჩეული პარტია, რომელმაც აღნიშნულ ოლქში გენერლის მხარდასაჭერი კამპანიის წარმართვისა და ქუჩებში ჭანკოტაძის გამოფენილი ბანერების მიუხედავად ყველასთვის მოულოდნელად მისი კანდიდატურა ცნობილი ტელეწამყვანით ჩაანაცვლა: "სხვისი ბანერი დაკიდენ" ნეტა როდის ჩამოხსნიან P.S. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დევი ჭანკოტაძე იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი, თუ მურთაზ ზოდელავა - აბსოლუტურად არანაირი. ეს ამბავი მხოლოდ იმითაა ნიშანდობლივი, რომ ელექტორატი მიხვდეს, ენმ-ში რა ბარდაკი აქვთ, რა გადამგდებები არიან და რა ჯოჯოხეთს მოუტანენ ქვეყანას, თუ ძალაუფლებას მიუახლოვდნენ" - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში. გუშინ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გახდა ცნობილი სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძე აღარ იქნება. პარტიამ მის ნაცვლად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. შეგახსენებთ, რომ დევი ჭანკოტაძე საარჩევნო კამპანიას უკვე ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერებიც კი იყო გამოფენილი



image











0
284
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
284