x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105207
  • ვიდეო:348780
  • სურათი:470595
5 შოკისმომგვრელი და ამაზრზენი ფაქტი ძველი რომის შესახებ, რომელიც ჩვენთვის სკოლაში არ მოუყოლიათ

image


ანტიკური რომი რაღაც დიდებულთან - მოელვარე აბჯარასხმულ მამაც გმირებთან, მრავალრიცხოვან ღმერთებთან, მითებთან და დემოკრატ - იმპერტორებთან ასოცირდება: თუმცა როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, რომაელების რეალური ცხოვრება არც ისეთი ფერადი და გლამურული იყო, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. რომის იმპერიაში სანიტარია და მედიცინა ემბრიონის დონეზე იყო, ამას კი შეუძლებელია რომაელების ცხოვრებაზე გავლენა არ მოეხდინა. გთავაზობთ 5 ამაზრზენ და შოკისმომგვრელ ფაქტს, რომელსაც ძველი რომის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილი ნამდვილად ჰქონდა.



image



პირის გამოვლება


image


ძველ რომში შარდი იმდენად ფასობდა, რომ ხელისუფლებამ მასზე გადასახადიც კი დააწესა. გაგიკვირდებათ და, ადამიანები შარდის საშუალებით ფულსაც კი შოულობდნენ, ზოგიერთი რომაელი მას როგორც წესი, საზოგადოებრივ ტუალეტებში აგროვებდა, ზოგიც კი კარდაკარ დიდი ავზით დადიოდა და მობინადრეებს მის გავსებას სთხოვდა. შარდს ბუნებრივ მათეთრებელ საშუალებად იყენებდნენ, რომელშიც რომაელები ტანსაცმელს რეცხავდნენ, თუმცა ყველაზე ამაზრზენი ის იყო, რომ კბილების გათეთრების მიზნით ზოგიერთ რაიონში მას პირშიც კი ივლებდნენ.



საერთო ღრუბელი


image


რომის იმპერიამ სანტექნიკის სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა აი, საზოგადოებრივი ტუალეტები იქ მართლაც რომ ამაზრზენი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარაზიტებით სავსე იყო, რომაელებს ჯოხზე წამოცმული სპეციალური ღრუბელი ჰქონდათ რომელსაც დეფეკაციის შემდეგ საწმენდად იყენებდნენ. თითოეულ ასეთ საზოგადოებრივ ტუალეტზე, რომლითაც ერთდოულად ათამდე ადამიანი სარგებლობდა მხოლოდ ერთი ღრუბელი იყო გამოყოფილი, რომელსაც პრაქტიკულად არასდროს რეცხავდნენ.





გლადიატორთა სისხლი


image


გლადიატორთა ბრძოლების შემდეგ რომაელები მოკლული მეომრების სისხლს აგროვებდნენ და როგორც წამალს მას ისე ჰყიდდნენ. ექიმებს სჯეროდათ, რომ გლადიატორთა სისხლს ეპილეფსიის და სხვა დაავადებების განკურნება შეეძლო. ზოგჯერ კი ისინი სრულიად ბარბაროსულადაც კი იქცეოდნენ: გარდაცვლილ გლადიატორს ღვიძლს აჭრიდნენ და მას ასე უმად შეექცეოდნენ.




კოსმეტიკა და აფროდიზიაკმკვდარი ხორცისგან


image


მაშინ როდესაც დამარცხებული გლადიატორების სისხლი ეპილეფსიისგან განსაკურნელად გამოიყენებოდა, გამარჯვებულები როგორ წესი, აფროდიზიაკის დასამზადებელი საშუალებების მთავარი წყარო ხდებოდნენ. იმ დროს საპონი არ გამოიყენებოდა, ამიტომ მეომრები სხეულს ზეთით იბანდნენ, რის შემდეგაც სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით სხეულის ზედაპირიდან კანის მკვდარ უჯრედებს, ოფლსა და ჭუჭყს იცილებდნენ, რომაელები ამ ნარჩენებს კი პატარა ქილებში ახარისხებდნენ და როგორც აფროდიზიაკს ქალებზე ისე ჰყიდდნენ, ისინი კი იმ იმედით რომ მამაკაცებისთვის შეუცვლელნი გახდებოდნენ ნარევს სახის საცხს უმატებდნენ და ასე იყენებდნენ.




ხელოვნური ღებინება


image


სენეკას თქმით, რომაელები მოლხენისას თუკი ზომაზე მეტ საკვებს მიირთმევდნენ, ქეიფისა და დროსტარების გასაგრძელებლად ღებინებას ხელოვნურად იწვევდნენ და ამას როგორც წესი, ან სპეციალურ თასში ან პირდაპირ იატაკზე, სუფრასთან ახლოს აკეთებდნენ.








0
720
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
720