x
image
არჩილ ვერულიძე
ებრაელები, რომელთაც ნაცისტებისაგან ჯილდო მიიღეს დამსახურებისათვის
image



მსოფლიოში ბევრს აინტერესებს, იყვნენ თუ არა ებრაელები ჰიტლერის არმიაში? სიმონ ვიზენტალის ცენტრის დირექტორი თვლის, რომ თუ ისინი იქ იყვნენ და არ ცდილობდნენ ხალხის სიცოცხლის გადარჩენას, მაშინ ასეთი საქციელი მიუღებლად და უსინდისოდ უნდა ჩაითვალოს. ადოლფ ჰიტლერის თანხმობით ათასობით ”უწმინდური” ებრაელი მსახურობდა გერმანიის სამხედრო ძალებში. ბრაიან რიგმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, შეძლო 1200 სამხედრო მოსამსახურის კვალის აღმოჩენა. მათ შორის ორი ფელდმარშალიც კი აღმოჩნდა.


ძნელი წარმოსადგენია თუ რამდენი ებრაელის განადგურება მოახერხეს მათ. გერმანელ სამხედროებს შორის იყვნენ გენერლები, რომლებსაც ჰყავდათ ებრაელი წინაპრები. ისტორიკოსებისთვის ცნობილია 20 შემთხვევა, როდესაც "უწმინდურ" ებრაელებს გადაეცათ გერმანიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო - რაინდის ჯვარი.


ფელდმარშალი ერჰარდ მილხი იყო ლუფტვაფეს უფროსის ჰერმან გერინგის მოადგილე. ომამდელ გერმანიაში გავრცელდა ჭორები მისი ებრაული წარმოშობის შესახებ. ხალხი ამბობდა, რომ გერინგმა შეცვალა მილხის დაბადების მონაცემები. როდესაც გერმანიის მოქალაქეებმა მას ჰკითხეს ნაცისტების არმიის სარდლობაში ებრაელის არსებობის შესახებ, ჰერმან გერინგმა უპასუხა, რომ თვითონ წყვეტს ვინ არის ებრაელი და ვინ არიელი.



საინტერესოა ისტორია რაბინი ლუბავიჩის გადარჩენის შესახებ, რომელიც 1939 წელს ვარშავაში ცხოვრობდა. მის გადასარჩენად, ჯოზეფ ისააკ შნერსონი აშშ-დან გერმანიას მიუბრუნდა. მას ეხმარებოდა გერმანელი მაიორი ერნესტ ბლოხი, "უწმინდური" ებრაელი, რომლის მამას ებრაული სისხლი ჰქონდა.


გერმანიაში ასევე იყვნენ ებრაელები, რომლებიც მსახურობდნენ პოლიციაში და ასრულებდნენ უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობებს გეტოში. მაგრამ რატომ არ გაანადგურა ისინი ჰიტლერმა, რატომ მისცა მათ უფლება შეერთებოდნენ მის არმიას, მსოფლიოს, კომუნისტებისა და ფინანსური კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში? რატომ არ გაიარა ყველა გერმანელმა ებრაელმა ჰოლოკოსტი? რატომ მსახურობდა ზოგი მათგანი SS- ში და რატომ იღებდნენ ჯილდოებს?


რიგი წერს ამის შესახებ, და ჩვენც ასვე ვიცით, რომ გერმანიაში მცხოვრებმა ებრაელებმა კლასიფიკაცია გაიარეს. მათ შორის იყვნენ "სუფთა" ებრაელები და "უწმინდურები", რომლებსაც ბებია და ბაბუა ებრაელები ჰყავდათ. ეს კლასიფიკაცია ნაცისტებმა ჩაატარეს გასული საუკუნის 30-იანი წლების შუა ხანებში.

ზოგიერთისთვის დაიშვა გამონაკლისი, რათა მათ ვერმახტისთვის ემსახურად. ასეთ დოკუმენტებზე არის ჰიტლერის პირადი ხელმოწერა. მაგრამ ბევრი ამ "განთავისუფლებული" ებრაელიდან, იზიარებდა თავისი თანამოძმეების ბედს ომის მსვლელობისას. ასეთი გათავისუფლება მიენიჭა ანტონ მაიერსა და ერჰად მილხს. მილხი ჰიტლერმა არიელებში გადაიყვანა. ნაცისტური პროპაგანდის სახე ასევე იყო "უწმინდური" ებრაელი ვერნერ გოლდბერგი. მისი მამა წმინდა სისხლის ებრაელი იყო.


image


ნაცისტები იყენებდნენ გოლდბერგის ფოტოს, როგორც ვერმახტის იდეალური ჯარისკაცის სახეს. ვერნერმა მოახერხა მამამისის გადარჩენა ოსვენციმში გადასახლებიდან. ვერმახტის მაიორი რობერტ ბორხარდტი დაჯილდოვდა რაინდის ჯვარით რუსეთის ფრონტზე სატანკო ბრძოლებში მონაწილეობისთვის, 1941 წელს. მოგვიანებით იგი იბრძოდა აფრიკაში.


კიდევ ერთმა ნახევრად ებრაელმა, ვალტერ ჰოლანდერმა, ფიურერის ხელით მიიღო სპეციალური სიგელი. მასში ნათქვამი იყო, რომ ამიერიდან ის არიელი ებრაელია. ეს ნაცისტი ნახევრად ებრაელი რამდენჯერმე დაჯილდოვდა რკინის ჯვრებით და მის ჯილდოებს შორის იყო გერმანული ოქროს ჯვარი. მსგავსი სიგელები სხვებმაც მიიღეს. ვალტერ ჰოლანდერი იბრძოდა კურსკში, რისთვისაც მან შვებულება მიიღო.

როდესაც მანქანით გაიარა ვარშავის გეტო, იგი შეძრწუნებული იყო იმით, რაც ნახა. ამის შემდეგ ვეღარ შეძლო მთელი ძალებით ბრძოლა. 1944 წლის ბოლოს იგი საბჭოთა ჯარისკაცებმა შეიპყრეს. მან 12 წელი გაატარა ტყვეთა ბანაკში. გარდაიცვალა ნაცისტი-ებრაელი 1972 წელს, დასავლეთ გერმანიაში. ებრაელ პედიატრ ედუარდ ბლოხს, რომელიც ბავშვობაში ჰიტლერს მკურნალობდა, ფიურერმა პირადად მისცა ნება, შეერთებულ შტატებში გამგზავრებულიყო.


დიდი ხნის განმავლობაში ნაცისტების ჯარში ებრაელი ჯარისკაცების თემა არ ხმაურდებოდა პრესაში. მაგრამ ცნობები მაინც არსებობდა. მართალია, მათი რაოდენობა მცირე იყო. ამის შესახებ პროფესორი ბრაიან რიგი თავის ნამუშევრებში წერს. უმეტესობამ დაკარგა ახლო ნათესავები და მეგობრები ოსვენციმში და სხვა სიკვდილის ბანაკებში. 1935 წლიდან ნიურნბერგის კანონების მიღების შემდეგ გერმანიაში ებრაული სისხლის მქონე ადამიანებს უწოდებდნენ " მიშლინგე" - ნახევარსისხლა.

ასეთი ნახევრად ებრაელები, რომლებიც ნაცისტების ჯარში მსახურობდნენ, თვლიდნენ, რომ მათ და მათ ახლობლებს რეპრესიები არ ემუქრებოდათ. მაგრამ პოლონეთში შეჭრის შემდეგ, ამ ჯარისკაცთაგან ბევრმა დაინახა, რომ მათი ნათესავები გეტოებში ან საკონცენტრაციო ბანაკებში არიან გაგზავნილი.1940 წელს ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება, არმიიდან "მიშლინგეთა" დათხოვნის შესახებ. ზოგი მათგანი მალავდა ებრაულ წარმოშობას, ზოგი კი შეწყალებული იქნა მათი კარგი სამსახურის გათვალისწინებით. მიშლინგეს სამხედრო მაღალჩინოსნებმა სამსახურის სპეციალური ნებართვა მიიღეს ფიურერისგან. ასე წერს პროფესორი რიგი.


გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ შმიტიც "მიშლიგნე" გახლდათ, მისი "სწორად" კლასიფიკაცია, რომ მომხდარიყო. "უწმინდური" ებრაელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ შესახებ ძალიან ცოტაა ნათქვამი. ბევრი მათგანი აგრძელებს დუმილს საკუთარი წარმოშობის შესახებ, იმის შიშით, რომ ეს არასწორად იქნება განმარტებული საზოგადოებაში.მათ ეშინიათ, რომ მოღალატეებად ჩაითვლებიან. ბევრმა მათგანმა პირველად რიგს უამბო ამის შესახებ.


მიშლინგეს უმეტესობამ, იცოდა მათი ებრაული წარმოშობა და ფრთხილად მალავდა მას. მაგრამ ამის აღომჩენის შემთხვევაში, ისინი გეტოში იგზავნებოდნენ. განსაკუთრებით ბევრი "უწმინდური" ებრაელი გადაასახლეს 1944 წელს. ჰიტლერი ცდილობდა გერმანიის საზოგადოებაში ასიმილირებული ყველა ებრაელის განადგურებას. 1944 წლამდე ჯარიდან დაახლოებით 150 ათასი მიშლინგე დაითხოვეს და გადაასახლეს.


ეს კეთდებოდა იმ ლოგიკის საწინააღდეგოდაც კი, რომლის მიხედვითაც ფრონტზე სულ უფრო მეტი ჯარისკაცი იყო საჭირო. თითქმის ვერცერთი ვერ გადაურჩა ვერმახტის სხვა მილიონობით მსხვერპლის ბედს.ეს დასკვნები ისტორიკოსებს ჰოლოკოსტის შესახებ ახალ გამოკვლევებამდე მიიყვანს.მეორე მსოფლიო ომის შესახებ ახალი მწვავე კითხვები ამოტივტივდება ზედაპირზე. გაირკვევა ებრაელი გერმანელების საოცარი და უცნობი ამბავი.


ბანაკის ცხოვრების ჩვეულება და მუშაობა, განსაკუთრებით ართულებდა ყველა სახის რელიგიურ შეხვედრებს. ყოველდღიური ცხოვრება და საეკლესიო დღესასწაულები, რომლებიც მას ემთხვეოდა მაგალითად, ნათლისღების დღე ან ქრისტეს სხეულის დღესასწაული, მთლიანად სავსე იყო შრომით და სხვა ბანაკის საქმიანობით. მხოლოდ


გერმანელმა ნაცისტებმა შეიმუშავეს პროგრამები ებრაელების და სხვა ხალხების გასანადგურებლად. ისინი მათ არაადამიანებად თვლიდნენ. მათ ასევე ჰქონდათ განსაუთრებული საიდუმლო პროგრამა - ლებენსბორნი. მის თანახმად, ნაცისტებმა გაამდიდრეს გერმანული რასა სუფთა ნორდიკული არიული სისხლით. ამით იყო დაკავებული SS-ის რეიხსფიურერი




0
1009
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1009
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0