x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ახალი პროექტი „ომებსა და ადამიანებზე“ - რომლის ფარგლებში 1 ოქტომბერს ჟურნალ გზასთან ერთად თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოვა
image


“ის, ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“ - შეუძლებელია, სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია“ ნანახი გქონდეს და ეს ფრაზა არ გახსოვდეს. ფილმი მოგვითხრობს გერმანელი კათოლიკე ბიზნესმენის შესახებ, რომელიც ამავდროულად, ნაცისტურ პარტიაში ირიცხებოდა და ჰოლოკოსტისგან 1300 ებრაელის დახსნა შეძლო.


1993 წელს გადაღებულმა ამ ეპოქალურმა ფილმმა ემოციურად ასახა, რამდენად უსაზღვროა ადამიანის სისასტიკე და ამავროულად, ჰუმანურობა; როგორ არის შესაძლებელი, ერთმა ადამიანმა საკუთარი სტატუსი და სიცოცხლეც კი გაწიროს ათასობით უდანაშაულოს გადასარჩენად. ფილმს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენს ჯონ უილიამსის მუსიკა და შავ-თეთრი ფერები.


ეს გენიალური ფილმი სტივენ სპილბერგმა ავსტრალიელი მწერლის თომას კენილის რომანის მიხედვით გადაიღო. ფილმის სცენარი კი სტივენ ზეილიანს ეკუთვნის. რომანი „შინდლერის კიდობანი“ 1982 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე პოპულარული გახდა. ის მხატვრულად მოგვითხრობდა ოსკარ შინდლერის ჰუმანურ აქტს, მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახა როგორ ექცეოდა ნაცისტური რეჟიმი ებრალებს. შინდლერი საკუთარ საწარმოში 1300 ებრაელს ასაქმებს და ასე გადაარჩენს მათ სიცოცხლეს, თუმცა გადარჩენამდე გრძელი, სახიფათო, უფსკრულებითა და სისხლით სავსე გზა უნდა გაიაროს და ეცადოს, თავადაც მსხვერპლი არ გახდეს.



ყველაზე გულისამაჩუყებელი და სულისშემძვრელი კი ისაა, რომ ოსკარ შინდლერი რეალური პიროვნება იყო და მართლაც იხსნა პოლონეთში დასახლებული ებრაელები გაზის კამერებისგან.


ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმის გამოსვლის შემდეგ, „შინდლერის კიდობანმა“ მსოფლიო მოიარა. როგორც 80-იან და 90-იან წლებში, ისე ახლაც, ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების და ზოგადად, ამ დიქტატორული სისტემის მიმართ ინტერესი არ ცხრება. დღესაც, გვაინტერესებს მოტივები, რატომ ექცეოდნენ ადამიანებს ასე, ჰქონდათ თუ არა გადარჩენის რაიმე შანსი რეპრესირებულებს, როგორი სახელმწიფო მოწყობა იყო ნაცისტურ გერმანიაში, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, ისჯებოდნენ თუ არა თავიანთი დანაშაულისთვის...


ამგვარი ინტერესი არ ცხრება საქართველოშიც, რომელმაც სულ რაღაც 19 წლის წინ დააღწია თავი „თავის დიქტატორულ რეჟიმს“ სახელად საბჭოთა კავშირი. საბჭოთა მოქალაქემ იმ 14 ქვეყნის გარდა, სადაც გადაადგილებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა, გარე სამყაროს შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. შესაბამისად, უფროსი და უმცროსი თაობა ნაცისტური გერმანიის სისასტიკესა და დანაშაულებზე მხოლოდ ორი-სამი ათწლეულია, დეტალურად იგებს (ისევე, როგორც საბჭოთა კავშირზე).


image


ამით აიხსნება თომას კენილის რომანის კიდევ და კიდევ გამოცემა და მასზე მოთხოვნის მუდმივად არსებობა. მწერლის რომანი პირველად აშშ-ში „შინდლერის სიის“ სახელით გამოიცა და მას შემდეგ, მსოფლიოში ხშირად ამ სათაურით მოგზაურობს. ასეა საქართველოშიც - 1 ოქტომბერს წიგნების ახალ სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ გამოვა „შინდლერის სია“, რომელიც ჟურნალ გზას სპეციალურ ფასად გაყვება.


წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად 10.00 ლარი. მკი­თხველს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა წიგ­ნი ჟურ­ნალ­თან ერ­თად, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­ხე­ვარ ფა­სად შე­ი­ძი­ნოს, ერთი კვი­რის შემ­დგომ - მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე 16.00 ლარი იქ­ნე­ბა.


სერია "ომებსა და ადამიანებზე" კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს გა­აც­ნობს მკი­თხველს. წიგნების ნაწილს, რომელსაც ეს სერია გააერთიანებს, მკითხველი უკვე იცნობს - მარ­კუს ზუ­ზა­კის „წიგ­ნის ქურ­დი“, კრის­ტინ ჰა­ნას „ბულ­ბუ­ლი“, ჰი­ზერ მო­რი­სის „აუშ­ვი­ცის ტა­ტუ­ის­ტი“, ენ­ტო­ნი დო­ე­რის „ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ“ და სხვა წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული უკვე და­ი­პყრო. სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა რი­დი­ან ბრუ­კის „ომის შე­დე­გე­ბი“, არ­ტურ გოლ­დე­ნის „გე­ი­შას დღი­უ­რი“ და სხვა.

0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0