x
image
ლურჯი თოლია
დღეს რომ აჭარას სიამაყით ვსტუმრობთ  ამ  კაცის დამსახურებაა!

დღეს რომ აჭარას სიამაყით ვსტუმრობთ ამ კაცის დამსახურებაა!

image

ჩოლოქის ბრძოლაში, ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურმა, თავის სამ ძმასთან და 90 გურულთან ერთად, სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება მოუწყო 7000 კაციან თურქთა დამპყრობელ არმიას.

“მე სამშობლოსათვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით!ვისაც არ სურს, შეუძლია წავიდეს!"...ასე მიმართა ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძემ თავის თანამებრძოლებს... არც ერთს ფეხი არ მოუცვლია. მაზნიაშვილიც წამოეხმარათ 400 კაციანი რაზმით. “ეს მიწა თქვენ რუსეთმა დაგითმოთ, ჩვენ სხვა სახელმწიფო ვართ და თქვენი არაფერი გვმართებს!" - ამ დევიზით და შემართებით ისე გაანადგურეს ოსმალები მხოლოდ 4 ქართველი დაეღუპათ!

1921 წელს კი წითელ არმიასთან ბრძოლის შედეგად დაჭრილ-დაფლეთილი, ქვეყნიდან განდევნეს ბოლშევიკებმა. გარდაიცვალა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილში.

0
691
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0