x
image
ლურჯი თოლია
აგათა კრისტის შურისძიება მოღალატე ქმრის მიმართ
აგათა კრისტი
1926 წელს, 8 წლიანი ქორწინების შემდეგ, აგათა კრისტის მისმა მეუღლემ, სამხედრო ოფიცერმა არჩიბალდ კრისტიმ, მოულოდნელად გამოუცხადა, რომ მას სხვა ქალი უყვარს და დაშორება სურდა. შოკში ჩავარდნილმა მწერალმა ერთდღიანი პაუზა გააკეთა და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე დღეს ის ჩაჯდა მანქანაში და გაუჩინარდა. პოლიციამ მისი მანქანა აღმოაჩინა სახლიდან მოშორებით, ტბასთან. მანქანაში ელაგა მისი პირადი ნივთები, მაგრამ თვითონ მწერალი არსად ჩანდა.
დაიწყო ხანგრძლივი გამოძიება. ასობით პოლიციელი და ათასობით მოხალისე ჩაერთო საქმეში.. არჩიბალდ კრისტის ლამის ყოველ დღე დაატარებდნენ პოლიციის განყოფილებაში და კითხავდნენ. პოლიციამ იგი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილადაც კი გამოაცხადა. მთელი პრესა წერდა, რომ ოფიცერმა მეუღლე შესაძლოა "მოიშორა". მისი ტელეფონი სულ ისმინებოდა და სახლის გარშემო მუდმივად პატრულირებდა ათეულობით პოლიციელი!
აგათა კრისტი დარწმუნდა, რომ მეუღლეს ისეთი ნევროზი აკიდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ გამოვიდოდა სტრესიდან და საერთოდ დაავიწყდა ახლად გაჩენილი ქალბატონი, იგი მოულოდნელად გამოჩნდა!
მალე მან სხვა მამაკაცი გაიცნო და ახალი ოჯახიც შექმნა!
0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0