x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
"რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება, "ბლოგერ""- ჩარკვიანი შეროზიას

image


სტრატეგია "აღმაშენებლის" წევრმა თაკო ჩარკვიანმა ბლოგერ გურამ შეროზიას სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტი მიუძღვნა და საკუთარ გვერდზე მისი ჯაკუსში გადაღებული ფოტო შემდეგი სიტყვებით გააზიარა: "შ—-ეროზიამ დამიჯერა კარგია ეგებ უკეთეს ხასიათზე დააყენოს წყალმა, კარგია გურამ! ეგრე რა, რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება, არც ცუდად მყოფის და არც კარგად მყოფის, არც დავარცხნილი თმა და ტუჩსაცხი, ხომ გითხარი, რომ ავადმყოფობის შიშს არ უნდა აჰყვე და თავი არ უნდა დაათრგუნინო, ეს განგვასხვავებს ადამიანებს შეშინებული პირუტყვისგან, ჰოდა მერე არც სხვისი ახლომხედველობის სათვალე გეგონება მზის, აი ასე შე კაი ადამიანო, ასე არ ჯობია "ბლოგერ"?!". პოლიტიკოსს მალე თავად შეროზიაც გამოეხმარა და მათ შორის მწვავე კამათმა კომენტარებში გადაინაცვლა: "ჩემს" სისუფთავეზე" რომ კრინტს დაძრავს ვინმე და მით უმეტეს - თაკუნა, რატომ მიწა არ გაგვისკდება ან პომადა - კონწური დაბანასთან რა შუაშია, დაუბანელზე ვერ წაისვამდი? ლოღიკა რატომ არ გასვენებს გამჩენი? ისე, კორონა დაამარცხე?" – დაწერა შეროზიამ. სტრატეგია"აღმაშენებლის" წევრსა და ბლოგერს შორის ურთიერთდაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო რაც შეროზიამ, თაკო ჩარკვიანის ლაივ ჩართვა გააზიარა და დაწერა რომ მას ადგილმდებარეობა და სიტუაცია ერთმანეთში აერია: "სანდრო ბრეგაძე რომ პალატაში წამოგორდა კამერების დასანახად – ეგ რატომ გამახსენდა უცებ? ისე ცუდადაა, პალატა, ბანკეტი და შეზლონგი აერია, ასე მოხვდა სამი ერთში: კორონა, მზის სათვალე და კვასკვასა პომადა - კონტური". შეგახსენებთ, რომ პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარეს თაკო ჩარკვიანს ისევე როგორც მის მეუღლესა და დედას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამჟამად ისინი მკურნალობის ინტენსიურ კურსს ერთ - ერთ კლინიკაში გადიან.

0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
180