x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
image


საფეხბურთო კლუბ ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, პოპულარულ ქართველ ფეხბურთელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ უზბეკური მედიასაშუალებები უკვე მეორე დღეა იუწყებიან.


უცხოური მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო, შოთა არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ თამაშს ვერ უხელმძღვანელებს.


ინფორმაციისთვის, შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორს“ ახალი კონტრაქტის თანახმად 2017 წლიდან წვრთნის.



ბოლო, განხლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში 5 390 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 640, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0