x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები? ფრთხილად!
ხშირად გვინახავს კონფლიქტური სიტუაციები და ალბათ შეგვიმჩნევია კოდეც, რომ ზოგიერთი ადამიანი, მრისხანების დროს, სხვადასხვამაირად იქცევა. ზოგი ირგვლივ ყველაფერს ამსხვრევს და საკუთარი ემოციების, მრისხანების გაკონტროლება ძალზედ უჭირს, ზოგი ისე აგვარებს კონფლიქტურ სიტუაციას, რომ ზარბის აწევაც საკმარისა, ზოგი კი დიპლომატიურ საუბარს არჩევს და მისი საშუალებით სიმშვიდეც მალევე ისადგურებს.

საინტერესოა, რისი ბრალი შეიძლება იყოს ამგვარი სხვაობა ხასიათებს შორის? ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და განპირობებულია ამა თუ იმ ადამიანის შინაგანი მდგომარეობით, ხასიათით...თუმცა, ასტროლოგები ამ ყველაფერს ზოდიაქოებს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ თითოეული ადამიანის ქმედებას მისი ზოდიაქო გამსაზღვრავს.

მაშ ასე, დროა, გავიგოთ როგორ იქცევიან ზოდიაქოები გაბრაზების დრო.image

1. კურო - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მეტად დინჯი, გაწონასწორებული და წინ დახედულნი არიან. სწორედ, მათი ეს თვისება განსაზღვრავს მათ თავშეკავებულობას. ისინი ითმენენ, ითმენენ, ითმენენ, თუმცა თუ "ამოასხათ", სასურველია, და შეიზლება ითქვას აუცილებელიც კი, მყისვე დატოვოთ იქაურობა, რადგან გაბრაზებული კურო ირგვლივ არ ინდობს არავის და შესაძლოა, მრისხანების დროს ისე წამოგიცვათ რქებზე, რომ სინანულის გრძნობამაც არ შეაწუხოს. იმ შემტხვევაში თუ შეძელით და ამგვარად განარისხეთ კურო აუცილებელია იცოდეთ, რომ მასტან დასაბრუნებელი, შესარიგებელი გზა აღარ არსებობს, რადგან იგი ბევრს პატიობს, ითმენს, მაგრამ ამ ყველაფრის დაუფასებლიბის შემთხვევაში თავისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გშლით.image


2. მორიელი - რა უნდა ვთქვათ მორიელზე,? ისინი ხომ კონფლიქტური სიტუაციების შემოქმედნი არიან :) მუდმივი ბრძოლა, მრისხანება, ყვირილი, ბობოქარი სიტუაციები მათში აზარტს აღვიძებს და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მიდამ თავდასხმის პოზიციაში არიან, მუდამ იგესლებიან. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე, ალბად მიხვდებოდით, რომ მისი გაბრაზება უმარტივესია, ამისათვის სულაც არაა საჭირო დიდი ძალისხმევა. გაბრაზებული მორიელი ირგვლივ მყოფთ ქარცეცხლში ატარებს, მისთვის სიტყვა - დანდობა მხოლოც სიცილს იწვევს! ასე რომ თქვენ ტუ გააბრაზეთ მორიელი, უმჯობესია ანდერძიც მზად გქონდეთ.image

3. ვერძი - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მეტად კონფლიქტურები არიან. ყოველი გაბრაზების, მრისხანების შემდეგ, მათ სულიერი სიმშვიდე ეუფლებათ, თითქოს რაღაც, მძიმე ტვირთს იშორებენ და ცარიელდებიან იარტოფითი ენერგიისგან. ამრიგად, მათ ირგვლივ მუდამ შეხვდებით აურზაურს. ვერძის გაბრაზების შემთხვევაში იგი უკონტროლო ხდება და ისე გაგისტუმრწბთ იმ ქვეყნად სინანულიც კი არასდროს არ სეაწუხებს, რადგან მან თუ თქვენთან ჩხუბი გადაწყვიტა, სამუდამოდ წაგშლით ცხოვრებიდან. მასში სინანულის გრძნობის გამოწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია სესაძლებელი თუ ბოდიშების მოხდით მის წინაშე მუხლებზე იხოხებთ.image

4. მშვილდოსანი - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ბობოქარი ბუნება, ალბათ თავიდანვე ამბობს სათქმელს. მის ირგვლივ მუდამ აგიზგიზებული ცეცხლი ტრიალებს და სწორედ ამ ცეცხლში წვავს ყველას, ვისაც მისი გაბრაზება, განრისხება, უპატივცემულობა სურს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მშვილდოსანს ძალზედ დიდი მოთმინების უნარიც გააცნია. იგი ითმენს მანამ სანამ ხვდება, რომ აზრი აქვს, როდესაც ატყობს, რომ მოთმენა უაზრობაა და არაფრის მომცემი, შინაგანად მიძინებულ ყველა დემონს ანთავისუფლებს და დაუნდობელი ხდება. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფრის გადაწვის შემდეგ მშვილდოსანს სინანულის განცდა მთელი ძალით იპყრობს და ტკბილი, უშუალო საუბრით მისი გამოსწორების გზებს ეძებს. image

5. ლომი - ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების გაბრაზება მარტივი ნუ გგონიათ. მაშინ, როდესაც იგი აწყდება კონფლიქტურ სიტუაციებს ტვალის დახამხამებაში როდი ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს?! ჯერ კარგად გააანალიზებს არსებულ სიტუაციას, გაიხედავს-გამოიხედავს, შეეცდება ყველაფერი დიპლომატიურად მოაგვაროს, დინჯად, წყნარად ახსნის სიტუაციას. სწორედ ამ ყველაფრის შემდგომ თუ ეს ყველაფერი არ დაუფასესეს და მის დიპლომატიურ დამოკიდებულებას ისევ აგრესიით უპასუხეს დაინახავთ მის რეალურ სახეს;) იგი შეწყვეტს ტავის კონტროლს, გამოაჩენს ყველა ბრჭყალს, ეშვს და ისე მარტივად წაგაცლით თავს, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებთ.image

6. კირჩხიბი - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, მეტად მგრძნობიარეები არიან და ადვილად მიაქვთ გულთან ყველაფერი. ამიტომ, შესაძლოა თქვენ მისი განაწყენება სულაც არ გსურდეთ და დაუფიქრებლად უთხრათ რამე ისეთი, რისგანაც ისინი წამში დადგავენ დრამას, მეტად სერიოზულად შეხედავენ ყველაფერს, ჯერ იტირებენ, იყვირებენ, დაამსხვრევენ ყველაფერს და იმ მომენტში, როდესაც იფიქრებთ, რომ დამშვიდდა დაიწყებენ მზაკვრული გეგმის შემუსავებას და ისე დაფიქრებულად, წინდახედულად და გააზრებულად იძიებენ თქვენზე შურს, რომ გაკვირვებულები დარჩებით. image

7. ტყუპები - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეს დაბადებული ადამიანების გაბრაზება, გულისტკენა, წყენინება მეტად მარტივია. აქვე აღსანისნავია ის ფაქტი, რომ განრისხებული ტყუპები გაუაზრებლად არაფერს არ ანგრევენ, არც ამტვრევენ და არც შურს ძიობენ. მათ სულაც არ იზიდავტ კონფლიქტური სიტუაციები, ამიტომ მისგან ყოველთვის მოშორებით დგანან, თავიდან ირიდებენ... თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გრძნობენ კონფლიქტში ჩარევის აუცილებლობას, ირგვლის ყველას და ყველაფერს ანადგურებენ.image

8. მერწყული - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სულაც არ ხიბლავთ დაძაბულობა, აურზაური, კონფლიქტური სიტუაციები. მატ ურცევნიათ ყველაფერს შორიდან ადევნონ თვალ-ყური. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იგი შესაძლოა არ ჩაერიოს კონფლიქტში, არ იძიოს შური, არ მიყარ-მოყაროს ირგვლის ყველა და ყველაფერი, გამოირჩევა მეტად მწარე ენით, ამიტომაც იგი გეტყვით ერთს ისეთს, რომ გაკვეთილად იქცევა თქვენთვის და მის განრისხებას მეორედ აღარ შეეცდებით. image

9. თევზები - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სულაც არ ხიბლავთ კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციები. ისინი სიმშვიდის, სიწყნარის მომხრენი სრიან, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის მათთვის სასურველი გარემო ცერ იქნება, ამიტომაც ხშირად, იძულებულნი არიან მოაგვარონ ესა თუ ის კონფლიქტური სიცუაცია. მათი გაბრაზება ძალიან რთულია, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და გააბრაზეთ, ჯერ გაგებუტებიან, მერე ცხვირს ჩამოუშვებენ და ისეთ მწარე სიტყვებს მოგახლიან პირში, რომ გაოგნებულები დარჩებით. image

10. თხის რქა - ნუ ეცდებით მის გაბრაზებას, რადგან ეს თითქმის შეუძლებელია. მის ირგვლივ მუდამ წესრიგი, სიმშვიდე სუფევს. და თუ მაინც ეცადეთ მისი წყობილებიდან გამოყვანას იგი ჯერ კარგად დაფიქრდება, გააანალიზებს სიტუაციას და ისევ მშვიდი საუბრით მოაგვარებს კონფლიქტს. ასე რომ ერთადერთი განრისხებული, გაბოროტებული და აბობოქრებული ისევ თქვენ დარჩებით :)image

11. სასწორი - სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლებსაც უკვე კონფლიქტური სიტუაციის დამშვიდების, დამთავრების სემდგომ ახსენდებათ იდეალური, მწარე პასუხები, თუმცა უკვე ყველაფერი გვიანია და სწორედ ეს იწვევს მათში ყველაზე დიდ მრისხანებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაბრაზებული და განაწყენებული სასწორის შემორიგება უმარტივესია, რადგან მათთვის ერთი თბილი გაღიმება და ჩახუტებაც კი საკმარისია. image

12. ქალწული - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეს დაბადებული ადამიანე უკონფლიქტონი არიან. ისინი არ გამოირცევიან არც მწარე ენით, არც მრისხანე ხასიათით, არც დაუნდობლიბით... ერთადერთი, რაც შესაძლებელია რომ გაბრაზების დროს გამოავლინონ, შურისმაძიებელი ბუნებაა. შესაძლოა უშუალოდ კონფლიქტის მომენტში რაღაცნაირად დაიბნენ, პასუხი ვერ გაგცენ, მაგრამ ეს ნუ დაგამშვიდებთ! ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად იძიებენ თქვენზე შურს.

0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0