x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
აირჩიეთ საყვარელი ფერი და გაიგეთ ყველაფერი თქვენ შესახებ
ალბათ, თქვენ უკვე აირჩიეთ სასურველი და თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ფერი, თუმცა სანამ უშუალოდ თითოული მათგანის ანალიზს შემოგთავაზებდეთ, მოკლედ შევეხოთ იმ საკითს თუ რა კავშირშია ადამიანის ხასიათი, შინაგანი სამყარო და ხასიათი ამა თუ იმ ფერთან.

მსოფლიოში უამრავი ფერი არსებობს. ჩვენც ბავშვობიდან ამოვიჩემებთ ხოლმე რომელიმე მათგანს და საყვარელი ფერის სტატუსსაც ვანიჭებთ. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ ასაკტან ერთად შესაძლოა დამოკიდებულება სეგვეცვალოს ამა თუ იმ ფერის მიმართ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვობის ასაკში არჩეულს სხვა ვერ ანაცვლებს. image

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თითოეული ფერის მიმართ ადამინაის დამოკიდებულება მის შინაგან სამყაროს და ხასიათს განსაზღვრავს. კარგად თუ ჩავუღრმავდებით მივხვდებით, რომ ეს მარტლაც ასეა.

ახლა კი შევამოწმოთ თქვენ მიერ არჩეული ფერები:


შავი - ხშირად, ადამიანები, რომლებიც შეიძლება იტქვას, რომ დამოკიდებულნი არიან შავ ფერზე, სამყაროს ძალიან რთულად აღიქვამენ. უჭირთ არჩევანის მარტივად გაკეთება ნევისმიერ საკითხში. საკუთარ თავში ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები, აწუხებთ კომპლექსები და უჭირთ საზოგადოებასტან ურთიერთობა. მათ ურჩევნიათ საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტონ, შექმნან საკუტარი ( მათთვის ბედნიერი, კომფორტული) გარემო და არავინ შეახედონ შიგნით. უჭირთ ადამიანების ნდობა, სწორედ ამიტომ ფარტო სამეგობრო წრით არ გამოირჩევიან.image

მწვანე - ადამიანებს, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ მწვამე ფერი, მუდმივად არჩევანის წინაშე დგანან. მანამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ასჯელ ზომავენ და მხოლოდ ერტხელ ჭრიან, რადგან მათ არაჩვეულებრივად იციან არასწორი გადაწყვეტილებების სავალალო სედეგები, სწორედ აქედან გამომდინარე ისინი თიტოეულ გადაწყვეტილებას დიდი გულისყურით და სიფრთხილით ეკიდებიან.image

იასამნისფერი - ადამიანები, რომლებიც იასამნისფერს ანიჭებენ უპირატესობას შინაგანად ძალიან მშვიდები, გაწონასწორებულები და დაბალანსებულები არიან. მუდმივად ცდილობენ აკონტროლონ შინაგანი მღელვარება და ნებისმიერ რთულ პრობლემას მშვიდი გონებით შეეჭიდნონ. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ ცხელ გულზე გადაწყვეტილებებს არასოდეს არ იღებენ. თუმცა, მათ აქვთ ცხოვრებისეული რტული პერიოდები, როდესაც ემოციებს ვეღარ მალავენ და სააშკარაოზე გამოაქვთ, ასეთ დროს ერთადერთი რაც მათ ამშვიდებთ, განმარტოება და ფიქრია.image

ნარინჯისფერი - ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან ნარინჯისფერზე, შინაგანად მუდამ სიახლეებისკენ მიიწევენ. მათ არ აკმაყოფილებთ ყოველდღიური რუტინა და მუდამ ცხოვრების გამრავალფეროვნებისაკენ მიისწრაფვიან. ხშირად ტოვებენ მოსაბეზრებელ, არაფრის მომცემ სამსახურებს და აქციურ, ბობოქარ სამსახურებს ეძებენ, სადაც მოწყენისათვის დრო არ დარჩებათ.image

ყვითელი - საზოგადოების დიდი ნაწილი შეყვარებულია ყვითელ ფერზე. მოცემული კაშკაშა, მყვირალა და თვალშისაცემ ფერზე დაკვირვებითაც კი უმარტივესად მივხვდებით, როგორი მხიარულები, გულახდილები, თამამები, მიზანდასახულები და შეუპოვრები არიან ადამიანები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ყვითელი. მათთვის არასოდესაა საკმარისი სითბო, სიყვარული, ბედნიერება, სიხალისე, ამიტომაც მუდამ მის ძებნაში არიან და პოულობენ კიდეც. image

ვარდისფერი - ადამიანები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ვარდისფერი, ძალიან ბავშვურები, გულუბრყვილოები და მიმნდობები არიან. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ადვილად მოაქცევთ თქვენი ზემოქმედების ქვეშ, რადგან ამ გულუბრყვილობასტან ერტად ძალიან პრინციპულები არიან. ხშირად ამგვარ ადამიანებს მეტოქრებად არ აღიქვამენ და სწორედ აქ ცდებიან, რადგან ამ სანდომიანი გარეგნობით, მხიარულებით და ბავშვურობით ისე სწრაფად მოგაქცევენ საკუთარ მარწუხებში, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებთ.image

თეთრი - ადამიანები, რომლებსაც გამორცეულად უყვართ და აფასებენ თეთრ ფერს, ძალიან გულახდილები, მაქსიმალისტები და სუფთა შინაგანი სამყაროს მქონენი არიან. ისინი როგორც საკუთარი თავისგან, ისე გარშემომყოფთაგან შესაზლებლობენის მაქსიმუმს ითხოვენ. თეთრი ფერის მოყვარული ადამიანები ხშირად არიან ლიდერები, უკავიათ წამყვანი პოზიცია სამსახურებში. მათი დევიზია - " ყველაფერი, ან არაფერი!"image

0
200
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0