ქალი და მამაკაცი 5 ქალიშვილის მამამ ცოლს მუცელი გაუჭრა,რომ გაეგო მეექვსე შვილის სქესი 2020, 22 სექტემბერი, 19:22
43 წლის მამა სახელად პანალალი თავს დაესხა ფეხმძიმე მეუღლეს, ანიტა დევის და მუცელი გაუჭრა მათსავე სახლში, ქალაქ ბადაიუნში, ინდოეთი.
წყვილს უკვე ხუთი ქალიშვილი ჰყავდა და მამაკაცმა, რომელსაც ძალიან უნდოდა მემკვიდრის ყოლა ვაჟის სახით, ასე სასტიკი მეთოდით გადაწყვიტა გაერკვია მომავალი ბავშვის სქესი, წერს გამოცემაTimes of India. სამართალდამცავების ს თქმით, ადგილობრივმა მღვდელმა პანალალს უთხრა, რომ მისი ცოლი გოგონას ელოდა. განრისხებულმა ქმარმა მას აბორტის გაკეთება მოსთხოვა . თუმცა, 35 წლის ანიტამ გადაწყვიტა ბავშვის დატოვება და საკუთარ გადაწყვეტილებაში ბოლომდე მტკიცედ იყო. "ის ხშირად სცემდა ჩემს დას ხუთი ქალიშვილის გაჩენის გამო. ჩვენი მშობლები რამდენჯერმე ჩაერივნენ. მაგრამ არავინ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ სასტიკ ნაბიჯს გადადგამდა"-ამბობს ანიტას ძმა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ქმარი დააკავეს. თავად ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. როგორც თვითონ ამბობს, "მას არ ეგონა, რომ მის ცოლზე გამოსმული ცელი(??!) ასე ძალიან ავნებდა მას ", წერს გამოცემა 431 6-ს მოსწონს
|