x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა თქვა პუტინმა, რომლის გამო სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ტანზე ჭიანჭველებმა დაურბინა
image



ჟურნალისტმა ბობ ვუდვორდი თავის წიგნში "გაბრაზება" წერს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საუბრის შესახებ, რომლის დროსაც ამერიკელ დიპლომატს ტანზე ჭიანჭველებმა დაუარა.



წიგნის ავტორს პუტინისა და ტილერსონს შორის საუბრის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უამბო. ეს მოხდა შავ ზღვაში იახტაზე. პუტინმა თავის თანამოსაუბრეს შეახსენა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და არ იმსახურებს ურთიერთობას, როგორც "ბანანის რესპუბლიკა".



"თქვენ ამერიკელები ფიქრობთ, რომ მოიგეთ ცივი ომი. თქვენ ვერ მოიგეთ ცივი ომი. ჩვენ ამ ომს უბრალოდ არ ვაწარმოებდით.ჩვენ შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიკეთებია ეს."- განაცხადა პუტინმა.




ვუდვირდი ირწმუნება, რომ ამ სიტყვების შემდეგ ტილერსონს " ტანზე ჭიანჭველებმა დაუარა. როდის მოხდა ზუსტად ეს საუბარი, არ არის მითითებული.



როგორც "Ruposters"-მა დაწერა იგივე წიგნში მოცემულია ტრამპის ნაამბობი, თუ როგორ აპირებდა აშშ ჩრდილოეთ კორეაზე ბირთვული დარტყმის განხორციელებას. აშშ-ს ხელმძღვანელობა ასეთ ვარიანტს არ გამორიცხავდა 2017 წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების გამო.

0
461
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0