x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რელიგიური ცხოვრება ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში
image

ბანაკის ცხოვრების ჩვეულება და მუშაობა, განსაკუთრებით ართულებდა ყველა სახის რელიგიურ შეხვედრებს. ყოველდღიური ცხოვრება და საეკლესიო დღესასწაულები, რომლებიც მას ემთხვეოდა მაგალითად, ნათლისღების დღე ან ქრისტეს სხეულის დღესასწაული, მთლიანად სავსე იყო შრომით და სხვა ბანაკის საქმიანობით.


მხოლოდ დღისით, სამუშაო საათების განმავლობაში შეიძლებოდა შეხვედრა ძმებთან, რომლებიც ერთსა და იმავე ადგილზე მუშაობდნენ. ამრიგად, რჩებოდა მხოლოდ კვირა დღე, ან აღდგომისა და შობის წინა დღეები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არასამუშაო დღეებად ითვლებოდა. ამასთან, ხშირად კვირა დღეს, დღის პირველ ნახევარში, ტარდებოდა „ნებაყოფლობითი სამუშაო“. ვინც არ მონაწილეობდა ამ ე.წ. ნებაყოფლობით საკვირაო სამუშაოში, მკაცრად ისჯებოდა.


ამრიგად, ბანაკის პატიმართა უმეტესობა, კვირა დილასაც კი, ნებისმიერ ამინდში, კარიერებში შედიოდა და მძიმე ქვებს ატარებდა მხრებზე, ზოგიერთი საგზაო მშენებლობისკენ, ხშირად რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. შედეგად, შეუძლებელი იყო თუნდაც მცირე საკვირაო ლოცვის ჩატარება დილაობით, რჩებოდა მხოლოდ რამდენიმე საღამოს საათი, თუ ისინი ტანსაცმლის შემოწმებით არ იყვნენ დაკავებულები, მაშინ იდგნენ რიგში, სადაც ხდებოდა მათი გადათვლა ზედმეტსახელების მიხედვით, ამ პროცესის დროს ტყვეები დაცინვისა და სხვა შეურაცხყოფის მსხვერპლნი ხდებოდნენ.



რადგან არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი, იძულებულნი იყვნენ ემოქმედათ ძალიან ფრთხილად, პატიმრებს მკაცრად აკონტროლებდნენ. გარდა ამისა, პატიმრების შემადგენლობის გათვალისწინებით, ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ მოსაკნეებთან ურთიერთობაშიც. ყოველთვის არსებობდნენ ინფორმატორები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას მოახდენდნენ სხვების დასმენით, ისევე როგორც ბოროტი ადამიანები, რომელთათვისაც მათი შეხვედრების მიზანი ამაზრზენი იყო.


არსებობდნენ ჯაშუშებიც, რომელთათვისაც თავი უდა აერიდებინათ. რჩებოდა მხოლოდ ცალკეული ადგილის ძებნა სადმე ბარაკების მიღმა, ან ტყეში, შეხვედრების ადგილი მუდმივად უნდა შეცვლილიყო. ასე რომ, მზეზე ჯდომის დროს, სადმე ტყეში ხეების ქვეშ, ან თუნდაც ქარიშხალში ატარებდნენ საკვირაო ლოცვებს. რა თქმა უნდა, რამდენიმე მეგობარი ყოველთვის ფხიზლობდა.

მათ ნიშანი უნდა მიეცათ ნებისმიერი საეჭვო პირის, ან SS-ის ოფიცრის გამოჩენითანავე, რადგან შეკრების ნამდვილი მიზეზი არ უნდა გამხელილიყო. ისხდნენ თავისუფალ მდგომარეობაში და სიგარეტს ეწეოდნენ, თუ მოეპოვებოდათ ის, ზედამხედველებისგან შეხვედრის ნამდვილი ხასიათის დასამალად. ამაში მათ ეხმარებოდა კარგი ურთიერთობები პოლიტიკურ პატიმრებთან.


ბევრმა მათგანმა ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ ხელს არასოდეს უშლიდნენ და არც უღალატიათ. არაერთხელ ხდებოდა, რომ ბლოკში პატიმარს ეუბნებოდნენ: « შენი ხალხი უკვე გელოდება» ასევე ურჩევდნენ, რომ ფრთხილად მოკიდებოდნენ ამა თუ იმ პატიმარს, რომელსაც შეეძლო რაიმე სისაძაგლის ჩადენა. ხშირად მათ წრეში შემთხვევით შევიდოდა გაუცნობიერებელი ადამიანი, რის შემდეგაც სასწრაფოდ უნდა შეეწყვიტათ ლოცვა და სწრაფად, შეუმჩნევლად გადასულიყვნენ რაიმე უვნებელი თემის განხილვაზე. გარე ჩარევა ყოველთვის ერთნაირად მკაცრი არ იყო. როდესაც ბანაკში ატმოსფერო "გასქელდა" და "განწყობის ბარომეტრი" ჭიშკართან აჩვენებდა ქარიშხალს, ორმაგად ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ.

ასეთ კრიტიკულ დღეებში ზოგიერთ მღვდელი იძულებული იყო შემოეფარგლულიყო საკვირაო ლოცვით ორ ან სამ თანამოაზრესთან ერთად.


image


თუ ისინი კვირა დღეს არ მუშაობდნენ, თითქმის ყველა მღვდელი დაკავებული იყო დილიდან გვიან ღამემდე და ცდილობდა მომსახურებოდა მათი მცირე საზოგადოების წევრების უმრავლესობას, რადგან გასაგები მიზეზების გამო, მშვიდი დღეების განმავლობაშიც შეუძლებელი იყო ერთდროულად შვიდი ან ათი პატიმრის შეკრება. გამონაკლისი იყო ლოცვა, რომელიც 1939 წელს ქრისტეს საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდა, როდესაც 25 ძმა შეიკრიბა ბეღელში, სადაც ერთი კომუნისტი მუშაობდა. ეს განსაკუთრებული დღესასწაული იყო. ბუხენვალდის არსებობის ადრეულ წლებში რელიგიური სექტების წევრებს ისევე ექცეოდნენ, როგორც ებრაელებს, ანუ უდიდესი სიმკაცრით და სისასტიკით, ამიტომ მათ შორის ბევრი მსხვერპლი იყო. მოგვიანებით, ყველა მღვდელი, გამონაკლისის გარეშე, გაუთანაბრდა სხვა პატიმრებს - როგორც მათ განაცხადეს, ეს მოხდა მუსოლინის ჩარევის შედეგად, რომელზეც, თავის მხრივ, პაპის ზოწოლა ხორციელდებოდა.


მაგრამ იმ დროისთვის მრავალი სასულიერო პირი უკვე დაიღუპა. ისინი ძირითადად დაიღუპნენ ცნობილ კარიერში. თაყვანისმცემლობის პრაქტიკა კვლავ აკრძალული იყო. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, კიდევ ერთი გერმანელი მღვდელი გაგზავნეს კარცერში, რადგან მას წმინდა ძღვენი უპოვეს.

ეს მისთვის სიკვდილს ნიშნავდა. მართლაც, ღამით მისი ცხედარი კრემატორიუმში მიიტანეს, როდესაც იქ პატიმრები არ მუშაობდნენ და დაწვეს. დანაშაული მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კრემატორიუმის ერთ კუთხეში SS-ის ჯარისკაცებმა დატოვეს მღვდლის ბერეტი და ამის წყალობით ადვილი იყო ამ უკანასკნელი მოწამის ტრაგიკული სიკვდილის სურათის აღდგენა.


ყველა სასულიერო პირი შეკრიბეს და 41-ე ბლოკში მოათავსეს. მათ იქ დიდი ხნის განმავლობაში აკავებდნენ, სანამ არ მოხდა მღვდლების ტრანსპორტირება დახაუში. მრევლისთვის საბედნიეროდ ამ ტრანსპორტში არ აღმოჩნდა რამდენიმე სასულიერო პირი. მათ შორის იყო ჩეხი მღვდელი მამა იოსებ ტილჰე, რომელსაც მძიმე კოლიკი ჰქონდა მღვდლების გაგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე. ბანაკის კომენდანტის ბრძანებით, SS-ს ექიმმა შიდლაუსკიმ გამოკვლევა მოახდინა პაციენტისთვის და აღმოაჩინა, რომ ის არ ექვემდებერებოდა ტრანსპორტირებას. ამ მღვდელმა განსაკუთრებით დიდი მონაწილეობა მიიღო ბანაკის რელიგიურ ცხოვრებაში, რადგან მან ორგანიზება გაუწია ყველაფერს, და ის სრულიად მარტო ატარებდა მსახურებას ყოველთვიურად, რათა წმინდა ძღვენის ნაწილი ეკურთხებინა და შემდეგ პატიმრებისთვის დაერიგებინა. 50-ე ბლოკი შეირჩა საიდუმლო თაყვანისცემის ყველაზე საიმედო ადგილად, რომლის დანიშნულებაც SS-ის ჯარისკაცების სპეციალური ლაბორატორიის შექმნა იყო, სადაც ცოცხალ ადამიანებზე ექსპერიმენტები უნდა ჩატარებულიყო.


ჩვეულებრივ ღვრთისმსახურება ტარდებოდა სადღესასწაულო დღეებში, SS- ის წასვლისთანავე, სადილობის დროს. ბლოკის ორგანიზატორი იყო ჰოლანდიელი ექიმი იან რობერტი. წმინდა ძღვენის ნაკურთხი ნაწილები მოთავსებული იყო შეფუთვაში, რომელიც ირთი ან რამდენიმე ფენისგან შედგებოდა. უმეტეს შემთხვევაში - ყველაზე მრავალფეროვანი ფორმისა და ზომის რძის ქილაში. წმინდა ძღვენის დარიგებაში ჩართული დამხმარე-მრევლის რაოდენობა 50 ადამიანს ითვლიდა.

მათ შორის ბევრი ფრანგი და ბელგიელი იყო. უმეტეს შემთხვევაში, მღვდლები ზიარებდნენ. წმინდა ძღვენის ნაწილი, რომლებიც სასულიერო პირების დამხმარეებთან ინახებოდა გამოიყენებოდა ყოველდღიური ზიარებისას, იმ შემთხვევებში, როდესაც მღვდლები ვერ მოდიოდნენ. ეს დამხმარეები არიგებდნენ ძღვენს ყველაზე უჩვეულო გზით. ამას აკეთებდნენ საიდუმლოდ მარხვის დღეების დაცვის გარეშე, ნებისმიერ საათში, ბანაკის გამყოფ მავთულხლართებში თავის დამალვით. იტალიელები ყოველთვის პოულობდნენ მღვდელს, რომელსაც ესმოდა მათი ენა, რათა აღსარება ჩაებარებინათ.


თავიდან ყო პოლონელი მღვდელი დიდეკი. როდესაც ის გარდაიცვალა, იუგოსლავიელი მღვდელი ბოგატინოვიჩი გამოჩნდა და ბოლოს ჩეხი პროფესორი სვობოდა. კრების თანაშემწე, რომელიც იტალიელებს ყველა რელიგიურ საქმიანობას უტარებდა, იყო დოქტორი ფაუსტო პეკორარი. იგი ასევე მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა ჩეხ ბერ ტილჰესთან, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. აღდგომის დღეს 8 ადამიანი ერთობლივ ბლოკში ერთობლივი ლოცვისთვის შეიკრიბა. ზიარების შემდეგ, დამსწრეებს ბანაკისთვის უჩვეულო ნივთები დაურიგეს: თითო სიგარეტი და თითო ორცხობილა. ამ 8 ადამიანის აღსარების მიზნით, ისინი ხრიკზე წავიდნენ.რვა იტალიელს სისტემატურად აწვდიდნენ ყალბ საშვებს და გაჰყავდათ პატარა ბანაკიდან, რათა მისულიყვნენ მღვდლთან, რომელიც მათ უკვე ელოდა.

რამდენჯერმე შეუძლებელი გახდა აღსარების ორგანიზება. მაშინ შენდობის მიღება დამხმარის მეშვეობით მოხდა. ბევრი კვდებოდა წმინდა წესის აგების გარეშე. თუმცა ზოგისთვის შესაძლებელი იყო ამის ფარულად გაკეთება. მაგალითად, მღვდელი ეკითხებოდა მომაკვდავს, სიცხე ჰქონდა თუ არა, ამ საბაბით ეხებოდა შუბლზე, და წმინდა ზეთს სცხებდა.


გერმანელმა ნაცისტებმა შეიმუშავეს პროგრამები ებრაელების და სხვა ხალხების გასანადგურებლად. ისინი მათ არაადამიანებად თვლიდნენ. მათ ასევე ჰქონდათ განსაუთრებული საიდუმლო პროგრამა - ლებენსბორნი. მის თანახმად, ნაცისტებმა გაამდიდრეს გერმანული რასა სუფთა ნორდიკული არიული სისხლით. ამით იყო დაკავებული SS-ის რეიხსფიურერი ჰიმლერი. ლებენსბ...

6
224
10-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
224
  
2020, 23 სექტემბერი, 18:35
გეთანხმებით.
2020, 23 სექტემბერი, 18:24
მე ნებისმიერ რელიგიას პატივს ვცემ, არც ათეისტებისკენ ვისვრი ქვას.
ადამიანი ინდივიდია, არჩევანსაც თავადვე აკეთებს და ჩვენ მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.
2020, 23 სექტემბერი, 18:15
მე პირადად ათეიზმისკენ ვიხრები.
2020, 23 სექტემბერი, 17:42
უფალი არავის არ ტოვებს არჩილ, ყველაფერში ჩვენ, ადამიანები ვართ დამნაშავე,
უფალი მხოლოდ მაშინ გვახსენდება როცა გვიჭირს.
2020, 22 სექტემბერი, 18:30
რატომ მიატოვა ეს ადამიანები უფალმა? რატომ გაწირა ასე უმოწყალოდ? ხშირად მებადებას კითხვა, თუ რატომ არის სამყარო ამდენად სასტიკი.
2020, 22 სექტემბერი, 18:24
:-(....საოცარი ისტორიაა, პირველად წავიკითხე ეს ინფორმაცია
0 1 6