x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი 14 ხელშეუხებელი სარკოფაგი აღმოაჩინეს
image



ეგვიპტის სიძველეების სამინისტრომ კაიროს სამხრეთით მდებარე საჰარას ნეკროპოლისში კიდევ 14 ხელშეუხებელი სარკოფაგი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას "Science Alert" ავრცელებს.



ორი კვირის წინ, არქეოლოგებმა საჰარაში გათხრების დროს 2500 წლის წინანდელი 14 ხის საკოფაგი აღმოაჩინეს. უახლეს და წარსულ აღმოჩენებთან შედარებით, ამ სარკოფაგების მთავარი მახასიათებელი მათი მდგომარეობა არის. ისინი შენარჩუნებულია თითქმის უცვლელი სახით, თუ არ ჩავთვლით დროის გავლენას.



კარგად შემონახული ხის სარკოფაგებზე გამოსახულია რთული ნახატები შინდისფერი და ლურჯი ხაზებით, აგრეთვე, იეროგლიფური გამოსახულებები. სამინისტრომ განაცხადა, რომ დაგეგმილია დამატებითი გათხრები, სადაც ელოდებიან ხის სარკოფაგების კიდევ ერთი საგანძურის პოვნას.





სექტემბერში ტურიზმისა და სიძველის მინისტრმა ხალედ ან-ანანმა თქვა, რომ საჰარაში ბოლოდროინდელი აღმოჩენები მხოლოდ დასაწყისია. ეგვიპტე მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით არქეოლოგიური აღმოჩენების პოპულარიზაციას ტურიზმის აღსადგენად. მოგზაურობის შეზღუდვები მოჰყვა ახალი კორონავირუსის პანდემიას. ივლისში, ხელისუფლებამ გიზას პირამიდები და სხვა არქეოლოგიური ძეგლები ხელახლა გახსნა საზოგადოებისთვის სამთვიანი დახურვის შემდეგ და მოხსნა ტურისტული სავიზო მოსაკრებლები დამსვენებლის მოსაზიდად.




საჰარა ძველი სამეფოს ეპოქაში ძველი ეგვიპტის უძველესი და უდიდესი ნეკროპოლია იყო. 3000 წლის განმავლობაში მიცვალებულებს კრძალავდნენ ქალაქში. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი მკვლევარების დიდი ინტერესის ობიექტი გახდა. აქ არა მხოლოდ იმდროინდელი თავადაზნაურობის წარმომადგენლები არიან დაკრძალული, არამედ უბრალო ხალხიც.




თუმცა, რაც მთავარია, საჰარაში გვხვდება ხელშეუხებელი სამარხებიც. მანამდე აღმოჩენილ ბევრ სამარხს არქეოლოგების წინა სტუმრობდნენ მძარცველები ან ძველი ღირებულებების არაპროფესიონალი მაძიებლები. არქეოლოგები აპირებენ შეისწავლონ ახალი სამარხები, რათა გაარკვიონ, თუ ვის ეკუთვნოდა საფლავი და ასევე, შეისწავლონ ძველი ეგვიპტის დაკრძალვის სამსახურების სტრუქტურა.

0
179
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0