x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104393
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
საუდის არაბეთში 120 000 წლის წინანდელი ადამიანების ნაფეხურები აღმოაჩინეს

image


კვლევა ეფუძნება ნეფუდის უდაბნოში აღმოჩენილ უძველეს ადამიანთა და ცხოველთა ნაფეხურებს, რომლებიც ახალ დეტალებს გვამცნობს ჩვენს უძველეს წინაპართა აფრიკიდან გამოსვლის მარშრუტებზე.

აღმოჩენილი ასობით ნაფეხური დაახლოებით 120 000 წლის წინანდელია. ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ შვიდი მათგანი ჰომინინებს ეკუთვნის; გაირკვა, რომ მათგან ოთხი ნაფეხურის ერთმანეთის მსგავსი ორიენტაციის, ერთმანეთისგან მანძილისა და ზომებში განსხვავებიდან გამომდინარე, ერთად მოგზაურობდნენ.

მკვლევართა მტკიცებით, ეს ნაფეხურები თანამედროვე ადამიანებს ეკუთვნის და არა ნეანდერტალებს, რადგან როგორც ცნობილია, ეს ჩვენი გადაშენებული „ბიძაშვილები“ იმ დროისათვის ახლო აღმოსავლეთის ვრცელ რეგიონში წარმოდგენილი არ იყვნენ; ამავეს მიუთითებს ნაფეხურებზე დაყრდნობით აღდგენილი სიმაღლე და მასაც.

გარდა ამ ნაფეხურებისა, აღმოაჩინეს 223 ნამარხიც და სავარაუდოა, რომ ალათარის ტბის ბალახისმჭამელები ხორცისმჭამელ ნადირს იზიდავდა, ზუსტად ისე, როგორც დღეს აფრიკის სავანებშია.

0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0