x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ მოპარა საბჭოთა კავშირმა აშშ-ს ატომური ბომბის პროექტი
image

1945 წელს, პოტსდამის კონფერენციაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აცნობა სტალინს ატომური ბომბის პირველი გამოცდის შესახებ. სინამდვილეში, სტალინმა ძალიან კარგად იცოდა ბირთვული პრობლემის შესახებ, ამიტომ პრაქტიკულად რეაგირება არ მოუხდენია ამ "სიახლეზე". ჯერ კიდევ 1941 წელს საბჭოთა დაზვერვის ოფიცრებმა მოსკოვს გაუგზავნეს ინფორმაცია, რომ ატომური ბომბის შექმნა რეალურია, რომ ის შეიძლება დამზადდეს ომის დასრულებამდეც და გავლენა იქონიოს მის მიმდინარეობაზე.


1941 წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ატომური პროექტის განხორციელება, რომელსაც "მანჰეტენი" დაარქვეს. სტალინმა ამის შესახებ შეიტყო 1942 წლის დასაწყისში და დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი ბრძანებულებას სსრკ-ში ატომური იარაღის შექმნის ლაბორატორიის შექმნის შესახებ; მისი ხელმძღვანელი გახდა აკადემიკოსი კურჩატოვი.


სსრკ-ში ურანის ბირთვების დაშლის კვლევები 1920-იან წლებში დაიწყო. ამ პრობლემაზე მეცნიერთა დიდი ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ ატომური იარაღის შექმნა ჯერჯერობით ყველას ფანტასტიკურად მოეჩვენა.


დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, სსრკ იძულებული გახდა შეემცირებინა ბირთვული კვლევების მოცულობა, ამ დროს დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ენერგიულად განაგრძობდნენ ურანზე მუშაობას.


თავდაპირველად, სსრ კავშირის ატომური პროექტის ხელმძღვანელად სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის მოადგილე ვიაჩესლავ მოლოტოვი დაინიშნა, მოგვიანებით, სტალინს გადასცეს წერილი, რომელსაც აკადემიკოსი კურჩატოვი, ხარიტონი და სხვა ფიზიკოსები აწერდნენ ხელს, ლავრენტი ბერიას ატომური პროექტის ხელმძღვანელად დანიშვნის თხოვნის შესახებ.

ბერიას ხელში იყო სპეციალურად ორგანიზებული სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც მასალებს მოიპოვებდა კოდური სახელწოდებით "ენორმოზი". "მანჰეტენის პროექტის" მონაცემების მოპოვებამ, საბჭოთა ფიზიკოსების შეაძლებინა მკვეთრად შეემცირებინათ ატომური ბომბის შექმის დრო.


ატომური პროექტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ პოლიტბიუროს ბევრმა წევრმა პირველად მის შესახებ, მხოლოდ ატომური მუხტის წარმატებული გამოცდის შემდეგ გაიგო. დღესაც, "ენორმოზის"- ის მიერ მოპოვებული მრავალი დოკუმენტი სახელმწიფო საიდუმლოებას რჩება და ალბათ არასდროს გახდება ცნობილი, მას ადევს შტამპი ” ვადის გარეშე”.

როდესაც ამერიკელებმა პირველი ატომური მუხტი შეამოწმეს, უკვე 12 დღის შემდეგ ყველა დოკუმენტი მოსკოვში იყო. ბევრი უცხოელი ფიზიკოსი ნებით დაუკავშირდა საბჭოთა დაზვერვას, თვლიდნენ, რომ ამ გზით ისინი ხელს უწყობდნენ ფაშიზმზე გამარჯვებას. საბჭოთა დაზვერვის ერთ-ერთი ლეგენდარული ოფიცერი, რომელიც მუშაობს ატომურ პროექტზე შეერთებულ შტატებში და შემდეგ ინგლისში, იყო ალექსანდრე ფეკლისოვი.



ამრიგად, დაზვერვის წყალობით, საბჭოთა მთავრობასა და მეცნიერებს კურჩატოვის მეთაურობით საკმაოდ კარგად იყვნენ გარკვეულები ბირთვული იარაღის შექმნის მიღწევებში. ინფორმაციის სანდოობა სხვადასხვა წყარომ დაადასტურა. ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო ფიზიკოს -თეორეტიკოსი კლაუს ფუქსი, გერმანელი ფიზიკოსი, რომელიც შემთხვევით ინგლისში იმყოფებოდა. ალექსანდრე ფეკლისოვი ფუქსის მეკავშირე იყო. სწორედ მან მისცა მოსკოვს ატომური ბომბის ზუსტი სქემა. 20 წლის შემდეგ, ფეკლისოვს კიდევ ერთხელ მოუწია სამყაროს გადარჩენა კუბის სარაკეტო კრიზისის დროს. მხოლოდ 1996 წელს გახდა ცნობილი ლეგენდარული დაზვერვის ოფიცრის სახელი.



მხოლოდ 1950 წელს გაშიფრა აშშ-ს ეროვნულმა უსაფრთხოების სააგენტომ საბჭოთა ჯაშუშური ქსელი, ინგლისში დააკავეს კლაუს ფუქსი, სსრკ-ის მთავარი ატომური მზვერავი. ფუქსმა გასცა ჰარი გოლდი, რომელიც იძულებული გახდა საბჭოთა დაზვერვასთან კავშირი ეღიარებინა. გოლდმა გასცა გრინგლასი, გრინგლასმა - როზენბერგები. თუმცა როზენბერგებმა ფუქსის, გოლდისა და გრინგლასისაგან განსხვავებით არ აღიარეს საკუთარი დანაშაული და განაცხადეს, რომ მათი დაპატიმრება ანტიკომუნიზმის და ანტისემიტიზმის გამოვლენა იყო.


ჯულიუს როზენბერგი ჯერ კიდევ 1940-იან წლებში გადაიბირა საბჭოთა დაზვერვამ, მან ამ საქმეს ჩაითრია თავისი ცოლი ეთელი და მისი ძმა დევიდ გრინგლასი ცოლთან ერთად.


გრინგლასი ამერიკის არმიის სერჟანტი იყო და მუშაობდა მექანიკოსად ლოს-ალამოსის ბირთვულ ცენტრში. სწორედ იგი გადასცემდა საბჭოთა დაზვერვას ინფორმაციას ჰარი გოლდის მეშვეობით. კერძოდ, გრინგლასმა როზენბერგს გადასცა ნაგასაკიში ჩამოვარდნილი ბომბის ნახატები და მისი ლოს-ალამოსის მუშაობის 12 გვერდი ანგარიში.

imageფოტოზე: ცოლ-ქმარი როზენბერგები



როზენბერგების სასამართლო პროცესი გაიხსნა 1951 წლის 6 მარტს ნიუ-იორკში და 5 აპრილს დასრულდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანით. დაიწყო საერთაშორისო კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა როზენბერგების შეწყალებას. მასში მონაწილეობდნენ ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, მწერალი თომას მანი, რომის პაპი პიუს XII. მიუხედავად ამისა, ყველა შეწყალებაზე უარი ითქვა. განაჩენი აღსრულდა 1953 წლის 19 ივნისს. როზენბერგები სიკვდილით დასაჯეს ელექტრონული სკამის მეშვეობით.


რაც შეეხება ჰარი გოლდს, მას 30 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ციხიდან გათავისუფლდა 1965 წელს და დასახლდა ფილადელფიაში, სადაც 1972 წლის 28 აგვისტოს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

imageფოტოზე:ჰარი გოლდი



დევიდ გრინგლასს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა(მისი მეუღლე რუთი არ გაასამართლეს), ორივემ ნათესავების- ჯულიუს და ეთელ როზნბერგების წინააღმდეგ მისცა ჩვენება, დევიდი 2014 წელს გარდაიცვალა.

imageფოტოზე:დევიდ და რუთი გრინგლასები



ბრიტანელი სპეცსამსახურების მიერ დაკავებული კლაუს ფუქსი 9 წლის შემდეგ გათავისუფლდა ციხიდან, დაბრუნდა უკვე გდრ-ში, იქვე დაქორწინდა, მუშაობდა ბირთვული კვლევების ცენტრალურ ინსტიტუტში და ასწავლიდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 1967 წლიდან ცენტრალური კომიტეტის წევრია, 1972 წლიდან გდრ- ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.გარდაიცვალა 1988 წელს.

imageფოტოზე:კლაუს ფუქსი

0
701
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0