x
image
მაკა ნიკვაშვილი
შავი პატარძლები: 8 ვარსკვლავი, რომელმაც თეთრ საქორწინო კაბას შავი არჩია

image


როგორც წესი, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის პატარძლის იმიჯი თეთრ, მაქსიმუმ - კრემისფერ კაბასთან და გრძელ, მსუბუქ თავსაბურავთან, ე.წ. "ფატასთან" ასოცირდება, თუმცა ჩვენი დღევანელი სტატიის გმირები დარწმუნებულები არიან, რომ შავი საქორწინო კაბა ტრადიციულ კლასიკურს არაფრით ჩამოუვარდება!




მერლინ მონრო


image


1954 წელს ლეგენდარული ამერიკელი კინოვარსკვლავი და ყველაზე ცნობილი ქერათმიანი ლამაზმანი მეორედ გათხოვდა - 50 - იანი წლების სექს- სიმბოლოს რჩეული ამჯერად ბეისბოლის ლეგენდა ჯო დი მაჯო გახდა. მონრომ უარი არამხოლოდ მდიდრულ წვეულებაზე, არამედ ტრადიციულ თეთრ კაბაზეც თქვა და მას სულ რაღაც, 250 დოლარად შეძენილი ყოველდღიური შავი, მოკრძალებული კაბა ამჯობინა.





სარა ჯესიკა პარკერი



image

სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი 23 წლის წინ დაქორწინდნენ, ურთიერთობაში მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, მათი ქორწინება მთელ ჰოლივუდში დღემდე ერთი - ერთი მყარი და სამაგალითოა. ერთადერთი, რაზეც მსახიობი დღემდე ნანობს მის მიერ შერჩეული შავი საქორწინო კაბაა. პარკერმა ინტერვიუში არაერთხელ განაცხადა, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, საკურთხეველთან მხოლოდ თეთრ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი მივიდოდა.




ლიბერთი როსი



image

პოპულარულმა ბრიტანელმა ტოპ - მოდელმა ლიბერთი როსიმ, მეორე ქორწილისთვის "Givenchy"- ის გოთურ - ვინტაჟური სტილის კაბა, შავ ფერში გადაწყევილი ტიარა და მუქი წითელი ფერის ვარდების თაიგული შეარჩია.




ელენ პომპეო


image


არა, ამ ფოტოზე ამერიკელი მსახიობი ელენ პომპეო საქორწინო კაბაში გამოწყობილი ნამდვილად არ არის - სერიალ "გრეის ანატომიის" ვარსკვლავს, კრის აივერთან საკუთარი ქორწილის ფოტოების საჯაროდ გამომზეურება 10 წლის შემდეგაც კატეგორიულად არ სურს, თუმცა მსახიობმა ერთ - ერთ ინტერვიუში თავისი საქორწინო კაბის ფერი მაინც გააჟღერა - ელენ პომპეომ ისევე როგორც ჩვენი დღევანდელი სტატიის სხვა გმირებმაც, თეთრ კლასიკას შავი კაბა ამჯობინა.




შენეი გრაიმსი


image


შენეი საკუთარი თავით შეუძლია რომ ნამდვილად იამაყოს - სწორედ მან მოირგო პირველად საკუთარი ქორწილისთვის, ამერიკელი დიზაინერის ვერა ვონგის ცნობილი - "შავი" საქორწინო კოლექციის კაბა. კანადელი მსხიობის ეს უცნაური არჩევანი მისი ოჯახური თანაცხოვრებისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა - შენეის ქორწინება ბრიტანელ მოდელთან და მუსიკოსთან ჯოშუა ბიჩემთან წლებთან ერთად სულ უფრო მყარი და ძლიერი ხდება.





შერილ ქოული


image


თუმცა, აი შერილ ქოულს კი, შავმა საქორწინო კაბამ ბედნიერება ვერ მოუტანა - მისი ქორწინება ჟან - ბერნარდ ფერნანდეს - ვერსინისთან 2 წლის შემდეგ დასრულდა. დღესდღეობით, შერილი ჯგუფ "One Direction" - ის სოლისტთან ლიამ პეინთან ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს, წყვილს 2017 წლის 22 მარტს პირველი ვაჟი - ბეარ გრეი პეინი შეეძინა.




ტინა ტერნერი


image


ლეგენდარულ მომღერალს პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მეორედ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, თუმცა საყვარელი მამაკაცის დაჟინებულ თხოვნას მაინც დათანხმდა და 2013 წელს მას ცოლადაც გაჰყვა. შეგახსენებთ, რომ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1985 წელს გა­იც­ნო. მომღერლის მეუღლე, გერმანელი მუსიკოსი და პროდიუსერი ერვინ ბახი ტინაზე 16 წლით უმცროსია. საქორწინო კაბა, რომელიც როკ - ენ - როლის დედოფლისთვის პერსონალურად თავად ჯორჯო არმანიმ შექმნა შავ და მწვანე ფერებში იყო გაფორმებული.



ავრილ ლავინი


image


როგორც ცნობილმა კანადელმა მომღერალმა, მუსიკოსმა და სიმღერების ავტორმა ავრილ ლავინმა აღიარა, 2006 წელს როდესაც მან მუსიკოსს დერეკ უიბლისთან ხანგრძილივი ურთიერთობის შემდეგ ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, მხოლოდ როკ - ენ - როლური სტილის ქორწილის გადახდაზე და "გოთური" კაბის ჩაცმაზე ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ, ვარსკვლავმა ტრადიციების წინააღმდეგ წასვლა გადაიფიქრა, მაგრამ მათ ქორწინებას ვერც ამან უშველა. წყვილი 3 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. 2013 წელს კი, მუსიკოსმა საკუთარი ბედი ჯგუფ "Nickelback" - ის სოლისტს ჩად კრუგერს დაუკავშირა, ამჯერად ავრილმა ყველაფერი ისე გააკეთა როგორც თავად სურდა: საქორწინო ცერემონია ძველ ფრანგულ ციხე - სიმაგრეში გაიმართა, სადაც ყველაფერი შავ ტონებში იყო გადაწყვეტილი, ისევე როგორც თავად პატარძლის კაბა, ყვავილების თაიგული და თავად საქორწინო ტორტიც კი! თუმცა მომღერლის მეორე ქორწინებაც პირველის მსგავსად უიღბლო აღმოჩნდა, 2015 წელს წყვილი რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდა.





0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
80