x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
5 ყველაზე ძვირადღირებული ტილო და მოთხოვნადი რეპროდუქციები მსოფლიოს მასშტაბით
image


მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ცოტა ადა­მი­ანს თუ ნა­ხავთ, ვინც ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, ვან გო­გის, პოლ სე­ზა­ნის, კლოდ მო­ნე­სა და სხვა უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის შე­სა­ხებ არ იცის ან მათი შე­დევ­რე­ბის რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი, ქან­ვა­სე­ბი თუ უბ­რა­ლოდ, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი ერთხელ მა­ინც არ უნა­ხავს.


მათი ორი­გი­ნა­ლე­ბი კი ხე­ლოვ­ნე­ბით გა­ტა­ცე­ბულ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­მა, მუ­ზე­უ­მებ­მა ან სხვა სუ­ბი­ექ­ტებ­მა ათე­უ­ლო­ბით და ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს და ახლა მათ კედ­ლებს ამ­შვე­ნებს.


მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე ნახ­ვა­დი ნა­ხა­ტე­ბი­სა და ფრეს­კე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:


  • ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი - „მონა ლიზა“


image


  • ვინ­სენტ ვან გოგი - „ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“

image


  • ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი - „სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა“
  • მი­ქე­ლან­ჯე­ლო - „ადა­მის და­ბა­დე­ბა“
  • ედ­ვარდ მუნ­კი - „ყვი­რი­ლი“

აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი­სა და ფრეს­კე­ბის რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი და ქან­ვა­სი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და გა­ყიდ­ვა­დია, თუმ­ცა მათ არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ფერმ­წე­რი­სა და გრა­ფი­კო­სის ვინ­სენტ ვან გო­გის „მზე­სუმ­ზი­რე­ბი“ და „ნუ­შის ყვა­ვი­ლო­ბა“, იმპრე­სი­ო­ნიზ­მის ფრან­გი ფუ­ძემ­დებ­ლის „შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, მზის ამოს­ვლა“ თუ იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვრი­სა და მო­ქან­და­კის ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის ჟანა ები­უ­ტერ­ნის პორ­ტრე­ტი და კუ­ბის­ტი­სა და სი­უ­რრე­ა­ლის­ტის პაბ­ლო პი­კა­სოს „გერ­ნი­კა“, რო­მელ­საც ერთი შე­ხედ­ვით იც­ნობ, თუ ვის მი­ე­რაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, იმის მი­უ­ხე­და­ვად, მხატ­ვრო­ბა­ში ერ­კვე­ვი თუ ვერა.


ფერ­თა გამა, სი­მეტ­რია, ხა­სი­ა­თი, ნაც­ნო­ბი ხე­დე­ბი და ქუ­ჩე­ბი, პე­ი­ზა­ჟე­ბი, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ დაგ­ვა­მახ­სოვ­რდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ა­ლუ­რად არ­სდროს გვი­ნა­ხავს და გა­ნუ­ზო­მე­ლი სი­დი­ა­დე - ეს იმ მი­ზეზ­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც გე­ნი­ო­სი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს, თუნ­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის ეს სფე­რო ზე­და­პი­რუ­ლად გეს­მო­დეს.


ლუვ­რის მუ­ზე­უ­მის და­უს­რუ­ლე­ბელ რიგ­ში დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ან ფეხ­ზე დგო­მა­საც იმის­თვის ით­მე­ნენ, რომ „მონა ლი­ზას“ აღი­ა­რე­ბულ სი­დი­ა­დეს ერთხელ მა­ინც შე­ავ­ლონ თვა­ლი, თუნ­დაც მისი მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­დეთ. ბევ­რი იტყვის, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და რე­ა­ლუ­რად, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ ეს­მის, რა­ტომ არის ეს შე­დევ­რი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მისი ნახ­ვი­სას გრძნობ იმ სი­დი­ა­დე­სა და რა­ღაც მი­უწ­ვდო­მელს, რაც მხატ­ვარ­მა პორ­ტრეტ­ში ჩადო.


სას­ტუმ­რო­ე­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა თუ ოფი­სე­ბის კედ­ლებ­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ვან გო­გის ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღა­მის კან­ვა­სე­ბი, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სას ყუ­რა­დღე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად იპყრობს. მე-19 სა­უ­კუ­ნის ეს ნა­მუ­შე­ვა­რი დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი და ნიუ იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა.


რაც შე­ე­ხე­ბა ნა­მუ­შევ­რებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძვი­რად გა­ი­ყი­და. 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 5-ეული ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:


  • ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი - „სალ­ვა­ტორ მუნ­დი“ - 450.3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი

image


უი­ლი­ამ დე კუ­ნინ­გი - Interchange (ურ­თი­ერ­თგაც­ვლა) - 300 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი


პოლ სე­ზა­ნი - „ბან­ქოს“ მო­თა­მა­შე­ე­ბი“ - შე­ფა­სე­ბუ­ლია 250 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი­დან 300 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დე


პოლ გო­გე­ნი - „ნა­ფეა ფეა იპო­ი­პო“ - და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დეა შე­ფა­სე­ბუ­ლი


ჯექ­სონ პო­ლო­კი - Number 17A – 200 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი


image


იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბიც საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და კან­ვა­სი ანუ დე­კო­რა­ტი­ულ ტი­ლო­ზე ნა­ხა­ტის ბეჭდ­ვა.


თავ­და­პირ­ვე­ლად, კან­ვა­სი კო­მერ­ცი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი იყო, ახლა კი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის­თვი­საც ხში­რად უკ­ვე­თა­ვენ. იმი­სათ­ვის, რომ კან­ვა­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად იმე­ო­რებ­დეს მხატ­ვრის მიერ გად­მო­ცე­მულ ფერ­თა გა­მას და მნახ­ველს არა ნა­ბეჭ­დის, არა­მედ ნა­ხა­ტის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას უტო­ვებ­დეს, ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლით უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი.


მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ტილო, ისე სა­ბეჭ­დი მა­სა­ლე­ბი იდე­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩეს და დამ­ზა­დე­ბი­სას ყვე­ლა წესი მკაც­რად და­იც­ვან. სა­ქარ­თვე­ლო­ში კან­ვა­სის ბეჭდ­ვის სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ტექ­ნო­ლო­გი­ით სტამ­ბა „პრინ­ტა­რეა“ გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ, მო­თხოვ­ნად ნა­მუ­შევ­რებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლე­ბით ამ­ზა­დებს.


„პრინ­ტა­რე­ა­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი კან­ვა­სე­ბის სი­ა­ში ვინ­სენტ ვან გო­გის „ნუ­შის ყვა­ვი­ლო­ბა“, „ვას­კვლა­ვი­ა­ნი ღამე“, „მზე­სუმ­ზი­რე­ბი“, კლოდ მო­ნეს „შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, „მზის ამოს­ვლა“, გუს­ტავ კლიმ­ტის „კოც­ნა“, ნიკო ფი­როს­მა­ნის „აქტრი­სა მარ­გა­რი­ტა“ და სხვა ცნო­ბი­ლი გე­ნი­ო­სი მხატ­ვრე­ბის კან­ვა­სე­ბია, რო­მელ­თა შერ­ჩე­ვა და შეკ­ვე­თაც თა­ვად სტამ­ბის ვებ-გვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.


ხში­რად, კან­ვასს სახ­ლის დი­ზა­ი­ნის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ. მა­გა­ლი­თად, ძველ თბი­ლი­სურ მო­ტი­ვებ­ზე გა­და­წყვე­ტილ სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ნიკო ფი­როს­მა­ნის კან­ვასს; თუ ინ­ტე­რი­ე­რი მკრთალ ფე­რებ­შია გად­წყვე­ტი­ლი, შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე იმპრე­სი­ო­ნის­ტის ან ესპრე­სი­ო­ნის­ტის ხას­ხა­სა ფე­რე­ბი აცო­ცხლებ­დეს, რო­მელც ოთახ­ში შეს­ვლი­თა­ნა­ვე იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას.


ამას­თან, კან­ვა­სის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვდე­ბით, სახ­ლის მე­სა­კუთ­რეს რო­მე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მოს­წონს, რო­გო­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს მას, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ტრენ­დი ერ­თგვა­რად, თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც წარ­მო­ად­გენს.

0
381
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0