x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
პოლიციის ოფიცრის ღირსეული საქციელი, მან ადამიანს თავის მოკვლა გადააფიქრებინა, რაც 8 წლის შემდეგ წინ დახვდა

image თვითმკვლელობა არცერთ ქვეყანაში არაა "უცხო ხილი", ადამიანი რობოტი არაა მას გააჩნია ნერვული სისტემა, რომელიც ყველას ერთნაირად ძლიერი არა აქვს და ადამიანი, რომელიც ხვდება მძიმე სიტუაციაში ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ უმკლავდება პრობლემას და თვითმკვლელობაზე იწყებს ფიქრს. ყოველდღიურობის სირთულე, პრესით და მედიით მიღებული ნეგატიური ინფორმაცია, მაღალი გადასახადები, ბანკის კრედიტები რომელსაც ვერ იხდიან და ადამიანები დგამენ მისთვის საბედისწერო ნაბიჯს.
სწორედ ასეთი ადამიანის თვითმკვლელობის მცდელობას მიუსწრო პოლიციის ოფიცერმა კევინ ბრიგზმა, ხიდის გარე საყრდენზე მდგარი მამაკაცი გადახტომას და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას აპირებდა.
კევინი მთელი ერთი საათის განმავლობაში არწმუნებდა თვითმკვლელს, რომ თავის მოკვლა არ იყო გამოსავალი და ურჩევდა ოჯახის ხათრით ასეთი გადაწყვეტილებისაგან ხელი აეღო.
"სიკვდილი თავის დროზე თითოეულ ჩვენგანს მოაკითხავს, ვის ადრე და ვის გვიან, მაგრამ თვითმკვლელობა ცოდვაა და არც გამოსავალია რთული სიტუაციიდან, გთხოვ ხელი აიღე შენი გადაწყვეტილებისაგან და ოფიცრის სიტყვას გაძლევ ყველაფერს გავაკეთებ შენს დასახმარებლად.
მართლაც კევინმა შესძლო და დაარწმუნა თვითმკვლელი ხელი აეღო გადაწყვეტილებაზე. მან და მისმა მეწყვილემ ის ხიდზე აიყვანეს და ფსიქოლოგს ჩააბარეს.
გავიდა საკმაოდ დიდი დრო, 8 წლის შემდეგ პოლიციის ოფიცერი კევინ გრიგზი ოფიციალურად იქნა მიწვეული ცერემონიაზე, რომელსაც მართავდა თვითმკვლელობასთან ბრძოლის ამერიკული ფონდი.
კევინი მივიდა ცერემონიაზე და სწორედ იმ ადამიანისაგან, რომელსაც თვითმკვლელობაზე ააღებინა ხელი მიიღო დამსახურებული ჯილდო.
ახალგაზრდა, რომელიც კევინმა სიკვდილს გადაარჩინა, წარმატებული ბიზნესმენი გამხდარიყო და თვითმკვლელობის საწინააღმდეგო ფონდს მუდმივად აფინანსებდა, სწორედ მას მოუვიდა თავში იდეა მოეძებნა და დაეჯილდოებინა ოფიცერი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა.
imageimageimageimageimage




0
313
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
313