x
მეტი
  • 25.10.2020
  • სტატია:104352
  • ვიდეო:348119
  • სურათი:468961
როგორ ეხმაურებიან თავად რუსები ლევ ლეშჩენკოს უხეშ რეპლიკას ქართველ ფეხბურთელებზე
imageორიოდე დღის წინ ცნობილი რუსი მომღერალი, ლევ ლეშჩენკო მოსკოვის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" თამაშის შედეგს გამოეხმაურა, რა დროსაც დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც "დილით სავარაუდოდ, დადიან და რაღაცას ყიდიან, ხოლო საღამოთი ფეხბურთს თამაშობენ".


ლევ ლეშჩენკოს ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ სოციალურ სივრცეში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცნობილი მომღერლის განცხადება, უმეტესობას თავად რუსეთშიც არ მოეწონათ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:


"ბებერო მოლაყბევ, მე სომეხი ვარ და ყოველთის ვამბობდი, რომ ქართველებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, დაე თავისები გააკრიტიკოს რისთვის და რატომ არ შეუძლიათ თამაში"


"დაე ლეშჩენკომ გაამახვილოს ერთ ფაქტზე ყურადღება, ქართულ გუნდში სულ ქართველები თამაშობენ, ხოლო "დინამოში" უცხოელი ღლაპები"



"რუსეთის ესტრადის და კულტურის წარმომადგენელი ასე არ უნდა გამოთქვამდეს..რცხვენოდეს, საბედნიეროდ რუსებიც მიხვდენ ვინ ვინ არის"


"რესპექტი ქართველებს და სირცხვილი ლეშჩენკოს"


"კრემლის ცუმბუშაა ეს ლეშჩენკო, რაღაცით შარიკოვს მაგონებს"

image"არ მოველოდი ბატონ ლეშჩენკოსგან ამას, მან ჩემგან პატივიცემა დაკარგა"


"ლეშჩენკომ საკუთარ თავს შეხედოს. ადამიანი პატივისა და სინდისის გარეშე. მე უკვე იმღერა საკუთარი იაფასიანი სიმღერები. აქოთებული მოხუცი! რუსი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართველებს."


"ქართული ფეხბურთი მდიდარია ისტორიულად, რისი თქმაც არ შეიძლება რუსული ფეხბურთის შესახებ. სამწუხაროა, რომ ქართველები არ თამაშობენ ჰოკეის, რუსებს ექნებოდათ უფრო მისაღები მიზეზი ქართული ჰოკეის..კრიტიკისთვის"


"თავი დაანებეთ, ძველ საბჭოელ მარაზმს, კორონავირუსმა სავარაუდოდ გართულება დაუტოვა"

image


შეგახსენებთ ლევ ლეშჩენკოს გამონათქვამს:


"სირცხვილია! სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი ამას. ინდივიდუალური ტექნიკა არ არსებობს, კომბინირებული თამაში არ არის, არავინ იხსნება. პირველი ტაიმის დროს ვთქვი, რომ ახლა ირბენენ და ყველაფერი დამთავრდება. ასეც მოხდა. ასეთი მარცხი ქომაგებს სურვილს დაუკარგავს, სტადიონზე იარონ. ეს ბოლო წვეთი იყო. "დინამოზე" ამჟამად დავდივარ და ალბათ, აღარ წავალ.ვაღიარებ, რომ უბრალოდ ძალიან მრცხვენია, რომ ამჟამინდელ გუნდს ვქომაგობ. მინდა, გასახდელში მივიდე და ვკითხო მათ: "არ გრცხვენიათ, ისეთ ბიძიებთან წააგოთ თამაში, რომლებიც დილით სავარაუდოდ, დადიან და რაღაცას ყიდიან, ხოლო საღამოთი ფეხბურთს თამაშობენ"? შოკში ვარ, 60 წელია ვქომაგობ "დინამოს"ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მინახავს", – განაცხადა ლეშენკომ.


ხუთშაბათს თბილისის "ლოკომოტივმა" შინ 2: 1 მოუგო მოსკოვის "დინამოს" და ევროპა ლიგის შესარჩევის მესამე ტურში გავიდა, სადაც 24 სექტემბერს სტუმრად ესპანურ "გრანადას" შეხვდება.

1
918
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
918
  
22 სექტემბერი, 4:25
Russische Schweine
0 1 1