x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან
image

ზოგიერთი ცნობილი ვარსკვლავი მამაკაცი, სულაც არ არის წინააღმდეგი, რომ დეკორატიული კოსმეტიკის უკანასკნელი სიახლეები გამოიყენოს. მეტიც, უკვე შეუძლებელია მათი ნახვა კოსმეტიკის გარეშე.

1. ვილლე ვალო

image

2000-იანი წლების ფანატების გულთამპყრობელი, ფინეთის მუსიკალური სექს-სიმბოლო, გოთიკური კულტურის სექს-სიმბოლო, ლირიული სიმღერების ავტორი–ეს მოკლე დახასიათებაა ჯგუფ HIM ფრონტმენის, ვილლე ვალოსი. რაც შეეხება Smoky eyes–ს, მომღერალს ნამდვილად კარგად გამოსდის.

2. დევიდ ბოუი

image

აწ გარდაცვლილი დევიდ ბოუის, თამამად შეძლება ვუწოდოთ მამაკაცის მაკიაჟის პიონერი. მუსიკოსი არამარტო იხატავდა თვალებს, არამედ ოსტატურად იყენებდა სხვადასხვა ტონის ჩრდილებსა და ფანქრებს.

3. მერილინ მენსონი

image

ამბობენ, მერილინ მენსონი მაკიაჟის გარეშე ისე გამოიყურება, როგორც რიგითი ადამიანი, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, უკვე ძნელია მისი წარმოდგენა შავი ჩრდილებისა და ალუბლისფერი პომადის გარეშე.

4. კრიშტიანუ რონალდუ


image

ფეხბურთელი სულაც არ მალავს, რომ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. და იმდენად, რამდენადაც კრიშტიანუ ვერ დაიკვეხნის იდეალური სახის კანით, მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ იგი ყოველთვის იყენებს სახის ტონალურ კრემებს.

5. ჯონი დეპი

image

ჯონი დეპს მაკიაჟით არა მხოლოდ ჯეკ ბეღურას როლის შესრულების დროს ნახავთ. იგი ოსტატურად ფლობს თვალის ფანქრის გამოყენების ტექნიკას და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან ხშირად იყენებს.

6. ბილ კაულიტცი

image

როდესღაც პოპულარული ჯგუფის Tokio Hotel-ის სოლისტი, მაკიაჟის და ვარცხნილობების ნამდვილი გურუა. გახსოვთ მისი "ლომის ნაჩოსი"? იდეალურად შეღებილი თვალები? ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ ისე დატანჯეს კითხვებით, თუ როგორ და რით იღებება, რომ ინსტრუქცია გამოუშვა ვიდეო რგოლის სახით.

7. ბრაინ მოლკო

image

ბრაინ მოლკო მაკიაჟის გარეშე? არა, არ გინახავთ. ჯგუფ placebo-ს სოლისტი Smoky eyes დიდი თაყვანისმცემელია. და კიდევ ფერუმარილისა და ტუჩის ბლესკის.

8. ჯარედ ლეტო

image

ჩვენმა ჯარედმა იცის როგორ გამოკვეთოს თავისი უძირო ლურჯი თვალები! ამისთვის იგი შავ ფანქარსა და მუქ ჩრდილებს იყენებს.

9. ნიკოლაი ბასკოვი

image

ვფიქრობთ, ნიკოლაი ბასკოვის კოსმეტიკური ჩანთის ნებიმიერ გოგონას შეშურდებოდა! ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ნატურალური ქერა" მამაკაცი ყველა კოსმეტიკურ პროდუქტს იყენებს.

10. ფილიპ კირკოროვი

image

ფილიპ კირკოროვი ნამდვილად კარგად ერკვევა ტონალურ საშუალებებში. მისი კანი ყოველთვის იდეალურად გლუვია და მბრწყინავი. მომღერალს "სტრელკებიც" ცუდად არ გამოსდის, საინტერესოა ფანქარს ხმარობს თუ თხევად ლაინერს?

0
550
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0