x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორც პრესა და მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, დაღესტანში ქალს ერთი მეტრის სიგრძის გველი ამოუღეს მუცლის ღრუდან

image როგორც რუსული მეხუთე არხი და "მოსკოვსკი კომსომოლეცი" გვამცნობს, დაღესტანში ლევაშოვოს რაიონში მოხდა მეტისმეტად უცნაური შემთხვევა, ხის ძირში ჩაძინებულ ქალს პირში გველი შეუძვრა და ხორხის და საყლაპავი მილის გავლის შემდეგ ქალის მუცლის ღრუში მოიკალათა.
გამოღვიძებულმა ქალმა მუცლის არეში მწვავე ტკივილი ირგძნო, არც დამაყუჩებელმა საშუალებებმა უშველა რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.
რადიოლოგიურმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ტკივილს ქალის მუცლის ღრუში მოკალათებული საკმაოდ დიდი გველი იწვევდა.
დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია, საერთო ნარკოზის ქვეშ მუცლის ღრუში საყლაპავი მილის გავლით შეყვანილ იქნა სპეციალური მანიპულატორი, რომლის დახმარებითაც რამდენიმე საათიანი შრომის შემდეგ ქალს პირიდან ამოაცალეს მუცლის ღრუდან ამოყვანილი გველი, რომლის სიგრძე თითქმის ერთი მეტრი აღმოჩნდა.
მართალია დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულზე ინფორმაციის გაცემაზე ჯერ უარი განაცხადა შემდეგ კი თავად ფაქტიც უარყო, მაგრამ მოგეხსენებათ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება და არც მეხუთე არხი და "მოსკოვსკი კომსომოლეცია" ფეიკ ნიუსების გამვრცელებელი მედია და პრესის საშუალებები.
თავად მეხუთე არხის კორესპონდენტმაც ვერ იპოვა დაზარალებული, მაგრამ ფაქტი ერთია შემთხვევას მართლა ჰქონდა ადგილი რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს.

0
585
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
585