x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
73 წლის ლეგენდარული რუსი საფეხბურთო მწვრთვნელის იური სიომინის "ინსტაგრამ" გვერდზე ნახევრად შიშველი გოგოს სურათები დაიდო

image სიომინი რუსული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა. ის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთვნელია და ცნობილია, როგორც ოჯახის კაცი, რომლისთვისაც იჯახური ღირებულებები დგას ყველაზე წინ, ერთი სიტყვით საზოგადოებაში მიღებული და დაფასებული პიროვნებაა.
მის სახელს უკავშირდება ლოკომოტივში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის წარმატებული კარიერა.
თუმცა ამაზე არ გავაგრძელებ ახლა საუბარს, საუბარი სულ სხვა თემაზე მექნება, როგორც ჩანს ამ ცნობილ და პატივცემულ პიროვნებას "გაუჩალიჩეს".
სიომინის "ინსტაგრამ" გვერდზე დაიდო ნახევრად შიშველი გოგოს სურათები, თუმცა თავად სიომინი გაოცებას ვერ მალავს და ამბობს, რომ მისთვის უცნობი და გაუგებარია თუ როგორ მოხვდა მის გვერდზე მოდელი იულია დიმეტრა, რომელიც პიკანტური სურათების გადაღებითაა ცნობილი.
"შესაძლოა ჩემი გვერდი გატეხეს, რადგან სიმართლე გითხრათ ჩემს გვერდზე არასდროს ამიტვირთავს რამე, რადგან სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი თუ რა მანიპულაციებია საჭირო სურათების ან ვიდეოს ასატვირთად.
როცა სურათების ატვირთვა მინდა მუდამ ჩემს შვილიშვილ გოგონას ვთხოვ ეს გამიკეთოს, განცვიფრებული ვარ. თუ დამიჯერებთ არცერთი ეს სურათი ჩემი ატვირთული არაა. თუმცა არ დავმალავ, ჩემს გვერდზე ასეთი ლამაზი გოგონას სურათების გამოჩენა სულაც არ მწყენია, ლამაზი და ახალგაზრდა გოგოა, რომლის დანახვა ყველას ესიამოვნება. გარწმუნებთ სურათები მე არ ამიტვირთავს, არც ჩემს შვილიშვილს აუტვირთავს, რადგან არასდროს არ შედის ჩემს გვერდზე ჩემს დაუკითხავად"-აცხადებს 73 წლის ლეგენდარული მწვრთვნელი.
გთავაზობთ იური სიომინის "ინსტაგრამ" გვერდზე ატვირთული სურათების კოლაჟს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage+14















0
529
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
529