x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
5 ფილმი, რომელიც დამნაშევეებისთვის ნამდვილ შთაგონების წყაროდ იქცა

image


ისტორია არაერთ ისეთ შემზარავ ისტორიას ინახავს, როდესაც დამნაშავეებისთვის შთაგონების მთავარ წყაროდ ესა თუ ის ცნობილი მხატვრული ნაწარმოები ან საშინელებათა ჟანრის ფილმი ქცეულა. დღეს, სწორედ იმ ხუთი შემზარავი შემთხვევის შესახებ მოგიყვებით, როდესაც ბოროტმოქმედებმა საკუთარი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად ცნობილი ფილმების სიუჟეტი ზუსტად, ერთი ერთში გაიმეორეს.





"ხერხი"


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პოლიციელებს არაერთხელ დაუკავებიათ ისეთი ბოროტმოქმედები, რომლებიც თავიანთ მსხვერპლებს საშინელებათა ჟანრის ფილმის - "ხერხის" სიქველის მიხედვით აწამებდნენ, მაგრამ ერთ - ერთი ყველაზე სასტიკი შემთხვევა სწორედ 25 წლის მეთიუ ტინლინგის ისტორიას უკავშირდება, რომელმაც თავისი მსხვერპლის საკრედიტო ბარათის ხელში ჩასაგდებად და შემდეგ ამ თანხით ნარკოტიკების შესაძენად მას ხერხემალი ისევე დაუნაწევრა, როგორც ეს ფილმ "ხერხი 6" - ის სცენაშია ასახული, ხოლო იუტას შტატში დედამ ორი თინეიჯერი შვილი პოლიციას მას შემეგ გადასცა, რაც შემთხვევით მოისმინა თუ როგორ გეგმავდნენ ისინი "ხერხის" სტილში მკვლელობას. ბავშვებმა არ უარყვეს და აღიარეს რომ ფილმ "ხერხის" მთავარი გმირი მათი კერპია.





"კივილი"


image


საშინელებათა ფილმების სიყვარულმა 20 წლის ტერი ჟარადენი და 15 წლის ელისონ კემბერი ერთმანეთს მალევე დაახლოვა, თუმცა სწორედ ამ საბედისწერო სიყვარულმა მიიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ჩადენამდე. მას შემდეგ რაც მასთან სახლში სტუმრად მყოფმა გოგონამ ურთიერთობაზე მას მტკიცე უარი უთხრა, განრისხებულმა და შეურაცხყოფილმა ტერიმ გადაწყვიტა მასზე შური ფილმ "კივილის" სტილში ეძია. ბიჭმა აღნიშნული კინოსურათიდან მთავარი ბოროტმოქმედის ნიღაბი და მანტია მოირგო და ელისონი დანით ისევე დაჩეხა, როგორც ეს ფილმის მკვლელობის სცენაშია ასახული.







"მატრიცა"


image

90-იანი წლების ერთ - ერთი საკულტო ფილმის - "მატრიცას" მსოფლიო ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ბევრმა გაუწონასწორებელმა ადამიანმა სცენარისტების მიერ გამოგონილი ამბავი სინამდვილედ მიიღო და მის ნიადაგზე არაერთი მკველობის აქტი ჩაიდინა. იურისტებს შორის ტერმინიც კი გაჩნდა - "მატრიცის" დაცვა", რომელიც სწორედ იმ დამნაშავებეეს ეხებოდა, რომლებიც თვლიდნენ რომ კლავდნენ არა რეალურ ადამიანებს, არამედ კომპიუტერულ პროგრამებს. 2002 წელს ამერიკაში - ორმა პიროვნებამ ტონდა ლინ ენსლიმ და ვადიმ მისეგესმა საკუთარი საცხოვრებელი ბინის პატრონები სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ გამოასალმეს, რომ მათი აზრით, ისინი მატრიცას აგენტები იყვნენ. ერთი წლის შემდეგ კი, ვინმე ჯოშუა კუკმა საკუთარი მშობლები იმ მიზეზით დახოცა, რომ ისინი მავნე კომპიუტერულ ვირუსებს წარმოადგენდნენ.






"საბავშვო თამაში"


image


ადამიანს როგორი "მდიდარი" ფანტაზიის უნარი უნდა ჰქონდეს რომ ფილმის სიუჟეტი რეალობად აქციოს, თუმცა ამ საზარელი ამბის გმირმა ეს 100 % მოახერხა. რეჟისორ ტომ ჰოლანდის ფილმით შთაგონებულმა ბერნადეტ მაკნილიმ მცირეწლოვანი სიუზან კაპერი გაიტაცა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ჯერ ტყვეობაში ჰყავდა, რის შემდეგაც უმოწყალოდ მოკლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალი თავისი პატარა მსხვერპლის წინაშე ფილმის მთავრი გმირის ჩაკის სახით წარსდგა, რომელიც ბავშვს გამუდმებით მის ცნობილ სიტყვებს უმეორებდა: "მე ჩაკი ვარ! გინდა ვითამაშოთ?".






"მებრძოლთა კლუბი"



image


როდესაც მოზარდმა კაილ შოუმ "Starbucks" - ის კაფის შესასვლელში ბომბის დადება გადაწყვიტა, პოლიციას არც მის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის დროულად გაუნებელყოფა გასჭირვებია და არც ტერორისტის აყვანა, თუმცა დამნაშავის განმარტებამ პოლიციის ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც გაირკვა, კაილს ფილმ "მებრძოლთა კლუბის" მთავარი გმირის ტაილერ დერდენის სიმართლის მტკიცედ სჯეროდა, რის გამოც გადაწყვიტა მის მიერ ძირგამომპალი კორპორატიული ამერიკის წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლაში მისთვის მხარი დაეჭირა და საერთო საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილიც შეეტანა.





0
122
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
122