x
მეტი
  • 23.10.2020
  • სტატია:104293
  • ვიდეო:348095
  • სურათი:468883
გსურთ, უკეთესი სექსი გქონდეთ? ეს 5 რჩევა ამაში დაგეხმარებათ
სიყვარული ნეტარებაა - ორგანიზმში ასეთ დროს ბედნიერების ჰორმონები ინტენსიურად გამომუშავდება, ძარღვებში სისხლი ჩქეფს და სამყარო უაღრესად მრავალფეროვანი ჩანს. თუმცა, დროთა განმავლობაში ეიფორია თითქოს იკლებს. ადამიანს ასაკი ემატება და მისი ორგანიზმიც ნელა იწყებს მუშაობას. შეიძლება მოწყენილობამ და სტრესმაც გამოგვფიტოს. გარემოს კი უზარმაზარი ზემოქმედება აქვს ადამიანის სექსუალურ ფსიქოლოგიაზე. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ დიზაინის ექსპერტის, რასელ ჯონსის მიერ მისივე ახალი წიგნის "Sense"-ს მეშვეობით გადმოცემულ რჩევებს, თუ როგორ ავიმაღლოთ განწყობა და როგორ გვქონდეს უკეთესი სექსი:


რჩევა #1. კარამელის ტონებში შეღებეთ საკუთარი საძინებლის კედლები


2016 წელს ბრიტანეთში 1000 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის მიზანი იყო, გარკვეულიყო, თუ როგორ განსაზღვრავდა საძინებლის ოთახის კედლების ფერი სექსუალურ ქცევას. როგორც გაირკვა, მონაწილეებს ყველაზე ხშირად სექსი ჰქონდათ კარამელის ფერით შემკულ საძინებელ ოთახებში. ასეთი ფერის საძინებლებში ადამიანებს კვირაში 3, 5-ჯერ ჰქონდათ სექსი და ეს მაშინ, როცა ბრიტანელებს სექსი საშუალოდ კვირაში ორჯერ აქვთ, მაგრამ რატომ? მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქვეცნობიერად ადამიანისთვის კარამელის ფერი სიამოვნებასთან ასოცირდება, ეს კი თავის მხრივ სექსუალურ აღგზნებაზე პოზიტიურად ზემოქმედებს.


რჩევა #2. შეიძინეთ მრგვალი ფორმის ავეჯი



ადამიანი მრგვალ ფორმებს ანიჭებს უპირატესობას. კემბრიჯელმა ფსიქოლოგმა, რობერტ თოულესმა ჯერ კიდევ 1947 წელს გამოთქვა თეზა, რომლის მიხედვითაც მრგვალ ფორმებს უპირატესობას იმის გამო ვანიჭებთ, რომ ადამიანის სხეულიც მომრგვალებულია. ფაქტია, მომრგვალებული ფორმები ადამიანს დადებითად განაწყობს. ესეც კვლევებით არის დადასტურებული.


რჩევა #3. არომატების ძალა


კვლევებით დამტკიცდა, რომ საკვებში დარიჩინის მიღება დადებითად ზემოქმედებს ფერომონების გამომუშავებაზე. ამის შედეგად ადამიანს უკეთესი სურნელი ასდის. ვანილის არომატიც ანალოგიურად ზემოქმედებს. ვანილის ზეთით გაკეთებულ მასაჟს სასწაულის მოხდენა შეუძლია. მუსკატის სურნელიც ძალიან აღმგზნებია.


უცნაურია, მაგრამ როგორც აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, გოგრის ნამცხვარის არომატი მამაკაცის ერექციას 40 %-ით ზრდის.


რჩევა #4. ატარეთ წითელი ფერი


როგორც მრავალი კვლევა ამტკიცებს, წითელი ფერის ტანსაცმელი აღაგზნებს ადამიანს; ქალი, რომელსაც წითელი ტანსაცმელი აცვია, მამაკაცისთვის მიმზიდველია. იგივე ითქმის წითელ ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცზეც.


რჩევა #5. შეარჩიეთ სწორი მუსიკა


2012 წელს, გოლდსმითის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით ცნობილი გახდა, რომ საძინებელში მამაკაცები ყველაზე დიდი სიამოვნებით მარვინ გეივის “Let's Get it On"-ს უსმენენ, ხოლო ქალები - ფილმ "Dirty Dancing"-ის საუნდტრეკს. სხვა კვლევების მიხედვით იგივე ზემოქმედება აქვს რაველსის “ბოლეროს”.


სექსი

0
924
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
924
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0