x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაერო: პანდემიამ მსოფლიო 25 წლით უკან დახია
image

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსულმა პანდემიამ, გაეროს დაგეგმილი "მდგრადი განვითარების მიზნები"(SDGs) მთელს მსოფლიოში 25 წლით უკან დახია.



ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი: ”სიმართლე ის არის, რომ მთელ მსოფლიოში მიღწეული პროგრესი სიღარიბის, შიმშილის წინააღმდეგ და ბევრ სხვა სფეროში ბრძოლა უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ზოგიერთ სფეროში ჩვენ 25 წლით უკან გადავვარდით"


გენერალურმა მდივანმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ”ისარგებლონ პანდემიის შემდგომ რეაბილიტაციისთის რესურსების მასიური მობილიზება და მომავალ მსოფლიოში უფრო ყურადღება დაუთმონ ” ინკლუზიურობას, თანასწორობას, სამართლიანობას და ეკოლოგიას”.



გუტერეშმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ თანხების მობილიზება კრიზისისგან თავის დასაღწევად, მაგრამ სხვა ქვეყნებს დახმარება დასჭირდებათ. გენერალური მდივნის თქმით, საუბარია საგარეო ვალების ჩამოწერაზე ან რესტრუქტურიზაციაზე.


გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების(SDGs) დოკუმენტი ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა 2015 წელს მიიღეს. დასახულ ამოცანებს შორის არის შიმშილისა და სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ხარისხიანი განათლების მიწოდება.

0
132
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0