x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავსტრალიელი სექს-კონსულტატი მამაკაცებს რჩევებს დისტანციურად აძლევს
image 33 წლის ავსტრალიელი ქალი, ლანი პავლოვიჩი(Lahnee Pavlovich) სექს-კონსულტანტია. ამასთან, კოლეგებისგან განსხვავებით, ის ამას დისტანციურად აკეთებს. კლიენტები ლანის უგზავნიან სასქესო ორგანოების ფოტოებს, ხოლო ის, აფასებს მათ ფორმებს და ზომებს, აძლევს საჭირო რჩევებს, თუ როგორ უნდა გაიუმჯებოსონ საკუთარი სექსუალური ცხოვრება. მაგალითად, რეკომენდაციებს სასურველი პოზების შესახებ ან ინტიმური ჰიგიენის საკუთხებში . Mirror– ის ინფორმაციით, ეს მომსახურება 50 ავსტრალიური დოლარი ღირს (დაახლოებით 130 ლარი).


ლანი სამი წელია სექს მწვრთნელად მუშაობს. ის ახლა სექსოლოგიის მაგისტრატურაზე სწავლობს.


"ხალხი ბოლომდე ვერ გებულობს, რას ვაკეთებ. სექსი ტაბუდადებული თემაა, ამიტომ ბევრს უბრალოდ რცხვენია რჩევის მიღების. მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ისინი უკეთ არ გამიცნობენ"-ამბობს ლანი პავლოვიჩი.

image


ლანისთვის ყოველი ახალი კონსულტაცია ინდივიდუალურია. მისი კლიენტები შეიძლება იყვნენ როგორც ახალგაზრდები, რომლებმაც ახლახან გადალახეს სქესობრივი მომწიფების ზღვარი, ასევე ხანდაზმული კაცები და 40 წელს გადაცილებული დედებიც კი. თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება: ამისათვის ლანი ფსიქოლოგიას სწავლობს.



"ყველაზე უჩვეულო სიტუაციები დაკავშირებულია ფეტიშებთან ან ფსიქიკურ პრობლემებთან. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ასეთ კლიენტებს ფსიქოთერაპევტებთან ვამისამართებ, რადგან ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება."

image

ლანი სხვადასხვა სახის კონსულტაციას ახორციელებს. იგი ატარებს როგორც ინდივიდუალურად სესიებს, ასევე ონლაინ სემინარებს, მათ შორის მაგალითად: სექსი კარანტინის დროს(დღეს აქტუალურია), საწოლში შესაძლებელი მრავალფეროვნების შესახებ, აგრეთვე მამაკაცებს სურთ ისწავლონ, როგორ მოაწონონ თავი პარტნიორს ან როგორ აიცილონ თავიდან ნაადრევი ეაკულაცია.ხოლო ქალებს აინტერებთ ინტიმური ცხოვრება მშობიარობის შემდეგ.

image

ლანი აღიარებს, რომ ამ სფეროში მუშაობამ საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაშიც ხელი შეუწყო. იგი მიხვდა, რომ ინტიმური ურთიერთობა ბავშვების დაბადებით არ მთავრდება, ახლა კი მეუღლესთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს როგორც საწოლში, ისე მის გარეთ.

image

0
420
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0