x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სიყვარული და ინცესტი: ცნობილი პიროვნებები, რომლებიც საკუთარ ნათესავებზე დაქორწინდნენ

image


სისხლით ნათესავებს შორის კავშირებს საზოგადოება ყოველთვის მწვავედ აკრიტიკებდა. ზოგიერთ ხალხში ინცესტი დანაშაულადაც კი ითვლება, თუმცა ამის მიუხედავად, ასეთი ქორწინებები მაინც საკმაოდ გავრცელებული იყო. დღეს, სწორედ იმ ცნობილ ისტორიულ პირებზე მოგიყვებით, რომლებიც გარშემომყოფების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად საკუთარ ახლო ნათესავებზე მაინც დაქორწინდნენ.






ედგარ ალან პო და ვირჯინია კლემი



image


ამერიკელი მწერალი ცნობილი არა მხოლოდ თავისი ნაწარმოებებით, არამედ ძალიან სკანდალური პირადი ცხოვრებითაც იყო. ედგარი საკუთარ ბიძაშვილზე ვირჯინიაზე დაქორწინდა და ამაში მისთვის ხელი არც მათ შორის არსებულ ნათესაურ კავშირებსა და არც საყვარელი ქალის მცირე ასაკს შეუშლია, თუმცა ბიძაშვილებს შორის ოჯახურმა იდილიამ დიდხანს არ გასტანა, მალევე ვირჯინია ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რამაც პოს ცხოვრება მნიშვნელოვნად არია, მწერალმა საყვარელი მეუღლის გარეშე ორ წელსაც ვერ გაძლო და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.





იგორ სტრავინსკი და ეკატერინა ნოსენკო



image


XX საუკუნის მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ - ერთი უდიდესი კომპოზიტორი ასევე თავის ბიძაშვილზე იყო დაქორწინენული, რომელთანაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან მეგობრობდა. შეყვარებულებს ბევრი რამის გადატანა მოუწიათ, სანამ საბოლოოდ ერთად იქნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მსგავსს ქორწინებებს კატეგორიულად კრძალავდა, კომპოზიტორმა მაინც შეძლო ერთ - ერთი სასულიერო პირის დარწმუნება და 1906 წელს წყვილი როგორც იქნა დაქორწინდა.



ფრანკლინ რუზველტი და ელეონორა რუზველტი


image


ფრანკლინ რუზველტი ისტორიაში შევიდა, როგორც ამერიკის ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის დაქორწინებული საკუთარ ნათესავზე ელეონორაზე იყო, რომელიც ამავე დროს აშშ-ს რიგით 26-ე პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის დისშვილი იყო. შეყვარებულები სხვა წყვილების მსგავსად ახლობლების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ: კერძოდ კი, ფრანკლინის დედა მათი კავშირის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა მათ მაინც მოახერხეს ყველა დაბრკოლების გადალახვა და სამაგალითო ოჯახის შექმნა.




ჩარლზ დარვინი და ემა ვედვუჯი


image


დიდი მეცნიერი, ევოლუციის თეორიის ფუძემდებელი თავის ბიძაშვილზე ემა ვედვუჯზე იყო დაქორწიებული, თუმცა წყვილისთვის ამ ქორწინებას ოჯახური ბედნიერება არ მოუტანია: ათი შვილიდან სამი ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალათ, დანარჩენები კი სულ ავდმყოფობდნენ. დარვინს ესმოდა, რომ ამის მიზეზი ინცესტი იყო, მან ამ თემაზე რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც კი დაწერა.





დედოფალი ვიქტორია და მისი ბიძაშვილი ალბერტ საქსენ -კობურგ - გოთელი



image


ყველას კარგად მოეხსენება, რომ სამეფო დინასტიებს შორის ახლო ნათესავების ქორწინება საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო, რაზეც მონარქებს საკუთარი პოლიტიკური მოტივები გააჩნდათ. ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიასა და პრინც ალბერტის ქორწინებაც სწორედ ერთ - ერთი ასეთი იყო. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ, თუმცა ამ ფაქტს მათთვის მყარი ოჯახის შექმნაში ხელი არ შეუძლია, რომელშიც ყოველთვის ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევდა.




დედოფალი ელისაბედ II და პრინცი ფილიპე


image


კიდევ ერთი მსგავსი "სამეფო" კავშირი - დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი დედოფლის, ელისაბედ II- სა და მისი მეუღლის, პრინც ფილიპეს ქორწინებაა, თუმცა ზემოჩამოთვლილი წყვილებისგან განსხვავებით, ისინი ერთმანეთის შორეული ნათესავები არიან. ბრიტანეთის დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი ერთმანეთისთვის მესამე ხაზის ბიძაშვილები არიან.






0
705
5-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
705