x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის აფთიაქებში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი გაიყიდება
image

უახლოეს მომავალში რუსეთის აფთიაქები მომარაგდება ადგილობრივი წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით -"არეპლივირი" პაკეტის საცალო ფასი 12 320 რუბლიდან დაიწყება, ( დაახლოებით 500 ლარი) იუწყება სააგენტო ТАСС.


ერთ პაკეტში იქნება 40 ტაბლეტი (თითო 200 მილიგრამი)-განაცხადა მწარმობელი კომპანიის "Промомед"-ის დირექტორმა ანდრეი მლადენცევმა.


სავარაუდოდ, პრეპარატი აფთიაქებში 21 სექტემბერს გამოჩნდება. იგი გაიცემა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია COVID-19 ინფექციის ნიშნებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯანდაცვის პრეს-სამსახურის განცხადებით, წინასწარი კლინიკური კვლევების დროს პრეპარატს არანაირი გართულება არ მოჰყოლია.



ანტივირუსული პრეპარატი "არეპრივირი" გამოიყენება არა მარტო COVID-19, არამედ А და В ტიპის გრიპის სამკურნალოდ.


ამის გარდა სულ მალე გაყიდვაში გამოჩნდება კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე პრეპარატი "კორონავირი", პრეპარატი მიზნად ისახავს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების განვითარების რისკის შემცირებას.


კომპანია "Р-Фарм"კვლევაში მონაწილეობდა 168 ადამიანი, რომლებიც ინფიცირებული იყვნენ COVID-19- ით, პაციენტთა ნახევარზე მეტს "კორონავირის" მიღების შემდეგ კლინიკური მდგომარეობა გაუუმჯობესდათ შვიდ დღეში. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი ერთნახევარჯერ მეტი იყო, ვიდრე იმ პაციენტების ჯგუფში, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ.


რუსეთის მტკიცების მიუხედავად, რომ უკვე აქვს მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ- V " და აგრეთვე პროფილაქტიკური წამალი COVID-19-ის წინააღმდეგ, ჯანმო არ აღიარებს რუსულ პრეპარატებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინაროებს მსოფლიოს რამდენიმე ბიოლაბორატორიაში, როგორც ვაქცინაზე, ასევე პრეპარატზე, ჯერჯერობით ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალი საშუალება არ არსებობს.

0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0