x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
ბრძოლა, რომელშიც ორივე მხარე თავს გამარჯვებულად თვლიდა
image

კადეში - სირიის უძველესი ქალაქი. მაზე სავაჭრო გზები გადიოდა. შესაძლოა მასთან ახლოს მომხდარიყო ცნობილი ბრძოლა ფარაონის რამსეს II- ის არმიასა და ხეთების იმპერიის მეფის მუვატალი II- ის არმიას შორის. ამ ბრძოლის შესახებ მრავალი დოკუმენტი მოვიდა ჩვენს დღემდე. ორივე მმართველი თავისმხრივ ირწმუნება, რომ გამარჯვება მას ეკუთვნის. თავიდაპირველად ჩვენს საუკუნეებამდე მოვიდა რამსეს II- ის მიერ ლექსის სახით დაწერილი დოკუმენტი. მასში იგი წერს ეგვიპტელთა დიდ გამარჯვებაზე კადეშში. ეს აღიქმება, როგორც სიმართლე. მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ლექსი პროპაგანდას წარმოადგენდა. სავარაუდოა, რომ ამ ბრძოლას სულაც არ ჰყავს გამარჯვებული, შეიძლება ამას ფრე ვუწოდოთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.


როგორ დაიწყო ეს ყველაფერი



ძველი ხეთები უძველესი დროიდან ახორციელებდნენ თავდასხმებს ეგვიპტის ტერიტორიებზე. ეს ძალიან აწუხებდა ფარაონ თუტმოს III. ეგვიპტელებმა აიღეს კადეში სეტი I- ის მეთაურობით, მაგრამ დიდხანს ვერ შეძლეს მისი შენარჩუნება. ხეთებმა იგი უკან დაიბრუნეს. მათ თავიდან გაამაგრეს კადეში. მაგრამ რამსეს II არ შეურიგდა ამას. მან დაიწყო მოქმედებები ხეთების წინააღმდეგ. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მათი დაშორება ეგვიპტის საზღვრებიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო კადეშის უკან დაბრუნება, რომელზეც სავაჭრო გზები გადიოდა. ეს ქალაქი იმ დროს ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა. ფარაონი ასევე ოცნებობდა თავისი სახელმწიფოს არეალის გაზრდაზე.


image


რამსეს II- მ დაიწყო ახალი ქალაქის მშენებლობა (ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს მისი მამის სეტი I- ის დროს იყო) ამ ქალაქს დაარქვეს პერ-რამსესი (Per-Ramesses.) ის აღმოსავლეთ დელტაში მდებარეობდა. მასში იყო გასართობი და სამრეწველო წარმოების დაწესებულებები. ასევე იყო მრავალი სამხედრო საწარმო იარაღის წარმოებისთვის. ქალაქში არსებობდა ქვეითთა და კავალერისტთა სავარჯიშო მოედნები. იყო სხვა ინდუსტრიული ნაგებობები, რომლებიც საჭიროა ჯარისთვის მასალებისა და ნივთების წარმოებისთვის.


ლაშქრობის დასაწყისი, მახე



ძვ.წ 1275 წლისთვის რამსეს II- ის არმია მზად იყო სამხედრო ლაშქრობისთვის. ფარაონი მხოლოდ "ზეციურ ნიშანს" ელოდა წარმატებული მარშისთვის. 1274 წელს ასეთი ნიშანი მიეცა. რამსესი ამაყად გავიდა პერ-რამსესის კარიბჭიდან თავისი ეტლით. მას მიჰყვა ოთხი დივიზია, რომელიც ოცი ათას მეომარს ითვლიდა. პირველი დივიზია - ამონი, მას თავად ფარაონი მეთაურობდა, მეორე დივიზია - რე, შემდეგ პტაჰი და სეთი. ეგვიპტის არმიას მსუბუქი ეტლები ჰყავდა. მათზე ორი ადამიანი იჯდა. ისინი ხეთების მძიმე ეტლებზე მანევრირებადი და მოძრავი იყო.


რამსესი ჩქარობდა მტერთან შებრძოლებას. მისი დივიზია ბევრად უსწრებდა დანარჩენ ჯარს. ეს იყო ფარაონის შეცდომა. მისმა მზვერავებმა რამდენიმე ბედუინი მოიყვანეს. მათ უთხრეს ფარაონს, რომ მისი ჯარით შეშინებულმა ხეთების მეფემ დატოვა ეს ადგილები. მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. რამზესის დივიზია მახეში გაება. ფარაონს არ ჰქონდა სხვა გზა, მას მახისგან თავი უნდა დაეღწია. მაგრამ გასვლა მხოლოდ მტრის რიგების გარღვევით იყო შესაძლებელი. დივიზია "რა" თითქმის დამარცხდა. მასში ფარაონის შვილები იმყოფებოდნენ.


ბრძოლა



რამსეს II თავის ლექსში წერს, თუ როგორ მოაქციეს ხეთებმა ალყაში ამონის დივიზია. მათ გაყვეს ეგვიპტელი მეომრები. ხეთური მხედრობა ანადგურებდა ეგვიპტელთა ქვეით ჯარს. ხეთებმა პირველად გამოიყენეს რკინის იარაღი. მამაცი მეომრები ღირსეულად იცავდნენ თავიანთ ფარაონს. რამსეს II დახმარებას სთხოვდა თავის ღმერთს, ამონს ევედრებოდა ძალა მიეცა მისთვის და მისი მეომრებისთვის. ამით მან თავის ჯარისკაცებს გამარჯვებაში თავდაჯერება მიანიჭა. მებრძოლებმა ძალები მოიკრიბეს და მტრის ხაზის გარღვევა დაიწყეს. მათ სურდათ შეერთებოდნენ სხვა დივიზიებს. როგორც ფარაონი წერს, ღმერთის დახმარებით მათ ჯარები გააერთიანეს. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შუბოსნებმა ითამაშეს. ისინი შუბებით უსწორდებოდნენ ხეთებს, რადგან სხვა სახის იარაღს არ შეეძლო მათ რკინის ჯავშანში შეღწევა.


შემდეგ ფარაონი დაჯდა თავის ოქროს ეტლზე და წინ გაიჭრა. მან მოწინააღმდეგის ფლანგისკენ გასწია. მეომრები მას უკან მიჰყვნენ. მათ დაარტყეს მტერს და მთელი სისასტიკით ხოცავდნენ. ხეთები გაიქცნენ. ასე დააღწია თავი რამსესმა მახეს, რომელშიც აღმოჩნდა. ბრძოლის ბედი შეიცვალა. პტაჰის დივიზია გამოჩნდა ბრძოლის ველზე. მათ ერთად დაიწყეს შეტევა ხეთებზე და ისინი მდინარე ორონტესისკენ მიაბრუნეს. ხალხი წყალში ცვიოდა, ბევრი დაიხრჩო, ნაპირს ვერც კი მიაღწია.


მაგრამ ხეთური გაქცეული ქვედანაყოფების დასახმარებლად მეფე მუვატალი II- მ დამატებითი ძალები არ გაგზავნა. ამ ხეთურ ჯარს შეეძლო რამსესის დივიზიების მდინარისაკენ მიდევნა. მაგრამ მუვატალი ციხის კედლებიდან უყურებდა თავისი ჯარების განადგურებას. დამარცხებულ ხეთებს შორის იყო მეფის ძმაც. ეგვიპტელები ნაპირზე კლავდნენ მათ, ვინც დახრჩობას გადაურჩა. ფარაონი, რომელიც თავის მსუბუქ ეტლზე იჯდა, ნაპირზე დასეირნობდა და ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. იგი ამაყი იყო ამ გამარჯვებით. ამის შესახებ შეატყობინეს ეგვიპტის მცხოვრებლებს. მაგრამ მეფე მუვატალიც ზეიმობდა გამარჯვებას. ხეთები ხარობდნენ, რომ ეგვიპტელებმა ვერ შეძლეს კადეშის აღება. ეს ბრძოლა უკანასკნელი აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანაში.


ისტორიაში პირველი ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება



ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ისტორიაში პირველად დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. იგი დაიდო ხეთებისა და ეგვიპტის იმპერიებს შორის ძვ.წ. 1258 წელს. მისი პირობების თანახმად, ორივე მხრიდან უნდა დაებრუნებინათ კეთილშობილური წარმომავლობის მოქალაქეები.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ მეზობელ სახელმწიფოში გაქცეული დამნაშავეების გადაცემაზე, რომლებსაც სახელმწიფო დაგატრიალებაში ედებოდათ ბრალი. კადეშის ხელშეკრულება არის მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული დოკუმენტი. (ამ სახის რა თქმა უნდა)

თუმცა, მსოფლიოში არსებობს უფრო ადრეული ხელშეკრულება, რომელიც ნაპოვნია მესოპოტამიაში. მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2550 წლის მესილიმის ხელშეკრულება უფრო ჰგავს შეთანხმებას ლიკვიდაციის შესახებ. ეგვიპტესა და ხეთებს შორის დადებული ეს შეთანხმება მოქმედებდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1200 წლამდე, ხეთების იმპერიის დაცემამდე.

ომის ნაცვლად, ორივე სახელმწიფომ დაიწყო სავაჭრო კავშირების შენარჩუნება, გაცვალეს გამოცდილება სამშენებლო და სოფლის მეურნეობაში, გაუზიარეს ტექნიკური ინოვაციები ერთმანეთს. ამან დიდი გავლენა იქონია ორივე სახელმწიფოს მაცხოვრებლებზე, შეამსუბუქა იგი.

0
393
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0