x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
ინტერვიუ ლაშა ფირცხლავასთან

image
იუთუბზე თუ შევდიხარ ამის ერთ-ერთი მიზეზი ლაშა ფირცხალავას და გოლეტსპლაის, გიორგი დანელიას, იკა ნათიას, ჰანგრი მენის არხებია. დღეს ინტერვიუ ჩავწერე ლაშა ფირცხლავასთან და ჩემი აზრით საინტერესო გამოვიდა.

ბატონო ლაშა თქვენ ცნობილი იუთუბერი ხართ. როდის დაიწყეთ იუთუბში ვიდეოების კეთება?

თითქმის სამი წელია რაც იუთუბერი ვარ, ეს ჩემი მეორე არხია.

რა იყო თქვენი პირველი ვიდეო?

პირველი ვიდეო იყო ვიდეოთამაშის (გეიმინგი) .

რატომ იუთუბე?

არასდროს მიტაცებდა ვიდეოს კეთება და არც მქონდა ამის ცოდნა, ამიტომ თუ რამე ვიცოდი, იუთუბის დამსახურება იყო, ამასთანავე ხშირად ვუყურებდი ვიდეოებს ამ საიტზე და ალბათ ამან განაპირობა.

რა არის თქვენთვის იუთუბე?

იუთუბე არის პლატფორმა, სადაც შემიძლია დავდო ჩემი ნამუშევარი და მივიღო კრიტიკა, ასევე არის ერთგვარი გართობა და სურვილი შექმნა უკეთესი.

თქვენი სამომავლო გეგმები?


სამომავლო გეგმები ასეთია:ვაკეთო იუთუბე, სანამ მსიამოვნებს და როცა მომბეზრდება, შევეშვა.ჩემი ინტერესები იუთუბესთან არ გახლავთ ფინანსური და როგორც აღვნიშნე, ეს მხოლოდ გართობა. კარგი იქნება, თუ 100, 000 გამომწერამდე მივაღწევ, სადაც პატარა ჯილდო გადმომეცემა - "სიგელი" გაწეული სამსახურისთვის.


მადლობა ბატონო ლაშა ინტერვიუსთვის.



image

1
100
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
100
  
19 სექტემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1