სხვა «1001 ღამე» ირანულად – ფოტომოყვარული შაჰი და ჰარემში გადაღებული სურათები 2020, 23 სექტემბერი, 10:35 ჰარემი, ჩვენს წარმოდგენაში, ადგილია, სადაც ლამაზი ქალბატონები ცხოვრობენ, ისეთები, როგორიც არაბულ ზღაპარშ, — «1001 ღამეშია» აღწერილი... და ამიტომ, მით უფრო საინტერესო არის ფოტოები, რომელიც ნასერ ალ-დინ შაჰის (1831-1896) ჰარემშია გადაღებუი. ნასერ ალ-დენ შაჰმი, ყაჯარების დინასტიიდნა, ხელისუფლებაში 1848 წ. მოვიდა და ქვეყანას 47 წლის მანძილზე მართავდა. მისი მმართველობა ყველაზე ხანგრძლივი იყო ირანის 3000 წლიანი ისტორიის მანძილზე. როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, თავისი დროისთვის, მას საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა მიღებული და იმდენად გადამეტებული ფუფუნების მოყვარული იყო, რომ ამით, თავისი გარემოცვის უკმაყოფილებასც კი იწვევდა. შაჰის მრავალრიცხოვანი გატაცებებიდან, ერთ-ერთი ფოტოგრაფია იყო. სურათების გადაღება მას, ჯერ კიდევ ბავშვობაში უყვარდა. ხოლო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, სასახლეში პირველი ოფიციალური ფოტოსტუდია გახსნა. შაჰი ფოტოსესიისთვის ემზადება ფოტოგრაფს შეეძლო თვით შაჰის, მისი ნათესავი მამაკაცების, კარისკაცების და მოსამსახურეების გადაღება. ხოლო, სასახლის ქალბატონების და ჰარემის გადაღების უფლება, ნასერ შაჰმა თავისთვის დაიტოვა. ისტორიკოსების ცნობით, მის ჰარემში, დაახლოებით, 100 ცოლი და მხევალი ცხოვრობდა. ასევე ცნობილია, რომ შაჰი სასახლის ლაბორატორიაში, სურათებს თავადვე ბეჭდავდა და შემდეგ ატლასის ალბომებში ინახავდა. ნასერ ალ-დენ შაჰი და მისი საყვარელი მეუღლე ანის ალ-დაული მელექ იაჰან ხანუმი, შაჰის დედა ჰარემში გადაღებული ფოტსურათების ექსტრაორდინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იმ დროს, შიიტური კანონის მიხედვით, დაუშვებელი იყო ადამიანის და მით უმეტეს ქალის სახის ფოტოგრაფირება... და მხოლოდ, გავლენიან ადამიანს შეეძლო, საკუთარი თავისთვის, ამის გაკეთების უფლება მიეცა. შაჰის მეუღლე ფოტოობიექტივში, სავარაუდოდ, ხშირად «ხვდებოდა» ანისი შვილთან და ჰარემში მცხოვრებ ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად შაჰის ყველაზე საყვარელი მეუღლე და ყველაზე ძლევამოსილი ქალბატონი ქვეყანაში ანის ალ-დაული, ევროპულ სამოსში ჰარემში გადაღებული ფოტოების მიხედვით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ შაჰის მეუღლეები და მხევლები, იმ დროისთვის, საკმაოდ თანამედროვენი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები იყვნენ — ისინი მშვიდად იყურებიან ონიექტივში, არ იპრანჭებიან და არ იმორცხვებენ. შაჰი ჰარემის ქალბატონების ერთ ნაწილთან ერთად ფოტოების მიხედვით, იმის ვარაუდიც შეგვიძლია, რომ ჰარენში მცხოვრებ ქალბატონებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ — ზოგიერთ ფოტოზე, ისინი პიკნიკზე ყოფნის დროს არიან გადაღებულები. ჰარემი პიკნიკზე ამ კადრებით, შეგვიძლია, შაჰის გემოვნებაზეც მსჯელოთ — როგორც ჩანს, მისი ყველა ცოლი, თუ მხევალი, საკმაოდ ფერ-ხორციანი იყო. უმრავლესობას სქელი, გადაბმული წარბები და კარგად შესამჩნევი ულვაშები ჰქონდა.
ქალბატონები «პაჩკებში» ასევე ცნობილია, რომ 1873 წ. ნასერ ალ-დენ შაჰი, ალექსანდრე II მიწვევით, სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა და ბალეტსაც დაესწრო. გადმოცემის თანახმად, ის ისე აღფრთოვანდა მოცეკვავეებით, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა, სასახლის და ჰარემის სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის, მოდის ახალი ტრენდი დაამკვიდრა... როგოგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ფოტოსურათებზე მართლაც ქალები არიან და არა მამაკაცები, როგორც, სავარაუდოდ, ბევრმა იფიქრა. რაც შეეხება ქალბატონების სილამაზეს, — როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ... * ირანის უკანასკნელი შაჰის 3 ქორწილი და 3 დედოფალი * როდის და რატომ შეიცვალა ირანმა სახელი – სპარსული ხალიჩა არსებობს, ქვეყანა – არა* 8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ოსმალეთის სულთნის ჰარემის შესახებ 476 5-ს მოსწონს
|