x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
ვიდეო: ადგილი, სადაც ამერიკისს ყველაზე გავლენიანი ხალხი 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკრიბება უცნაური რიტუალების ჩასატარებლად

image



ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერია ტყეში კოცონის გარშემო შეკრებისა და სიახლეების გაცვლის ტრადიციაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა შეკრებილი ხალხი არის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ადამიანები აშშ-ში, ეს უკვე საინტერესოა.



ეს ადგილი მდებარეობს კალიფორნიაში, მონტე რიოდან არც ისე შორს, მდინარის ნაპირას, ბოჰემური ხევი XIX საუკუნის ბოლოს გახდა ამერიკული ელიტის თავშეყრის ადგილი. ადგილი საუკეთესოდ არის შერჩეული: თვალწარმტაცი მდინარის სანაპირო, რომელიც გაშენებულია სეკვოიას უღრანი ტყით, საიმედოდ მალავს უცხო თვალისგან მათ, ვისაც სურს შეისვენოს ორიოდე კვირით მსოფლიოს მართვისგან.



რესპუბლიკელების თითქმის ყველა პრეზიდენტი და ზოგიერთი დემოკრატი ბოჰემური კლუბის წევრი იყო. მილიონერები, მედია მაგნატები, ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები. ბოჰემურ კლუბში შესასვლელად საკმარისია იყო ყოფილიყავი ან ცნობილი, ან გავლენიანი, ან ძალიან, ძალიან მდიდარი.





image



ბოჰემურ კლუბს იმიტომ უწოდებენ, რომ დაარსების გარიჟრაჟზე, 1870-იან წლებში, კლუბის ძირითადადი წარმომადგენლები იყვნენ: მსახიობები, მწერლები, პოეტები.




ბოჰემური კლუბის მფარველია კათოლიკე მოწამე იან ნეპომუცკი, რომელმაც წამების დროსაც კი არ გაამჟღავნა დედოფლის საიდუმლოება.ეს არის მინიშნება, რომ ყველაფერი, რაც კლუბში ხდება, უნდა დარჩეს გარე სამყაროსთვის საიდუმლოდ.



კლუბის სიმბოლო არის ბრძენი ბუ. ბუს ცხრამეტრიანი ქანდაკება ტბასთან ახლოს დგას და მონაწილეობს კლუბის რიტუალებსა და წარმოდგენებში (ისევე როგორც "რა? სად? როდის?"). ბუს შიგნით ღრუა და იქ დინამიკებია დამონტაჟებული. ის საუბრობს სატელევიზიო ჟურნალისტის უოლტერ კრონკაიტის, კლუბის ერთერთი ყოფილი წევრის ხმით.




ბოჰემური კლუბის დევიზია ობობის ქსელის მქსოველებს შესვლა აკრძალული აქვთ, ( Weaving Spiders Come Not Here) ანუ ყველას, ვინც კლუბში მივა, მკაცრად ეძლევა რეკომენდაცია, შეისვენოს სამუშაოდან და არ განიხილოს პოლიტიკა ან ბიზნესი. რა თქმა უნდა, თეორიულად კარგად ჟღერს, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ სწორედ 1942 წელს სწორედ კლუბში შეიმუშავეს მანჰეტენის პროექტი, ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამა.



image




ქალები ბოჰემურ კლუბში არ დაიშვებიან. ამასთან, კლუბის წევრები სპეციალური მოსაწვევის გარეშე ვერ შედიან . სინამდვილეში, ბოჰემური კლუბი არის პიონერული ბანაკივით მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ხალხისთვის.



დღეს ბოჰემური კლუბის ფართობია 11 კვადრატული კილომეტრი და დაცვა ისეთია, რომ პენტაგონს შეშურდება. უსაფრთხოების გაზრდილი ზომები იწყება ივლისში, როდესაც კლუბის წევრების უმეტესობა მოდის ორკვირიან შეკრებაზე. ამ დროს იწყება გართობა.




image



აქცია იხსნება " ცოდვების დაწვის" ცერემონიით: პირველივე საღამოს კლუბის წევრები მონაწილეობენ საკურთხეველზე განთავსებული ცოდვების სიმბოლური გამოსახულების დაწვაში. ცერემონია ტბასთან ტარდება ცხრა მეტრიანი ბუს გვერდით, რიტუალს თან ახლავს კომენტარები. ცერემონიის ორგანიზატორები არ იშურებენ მუსიკალურ ეფექტებს და პიროტექნიკას.



ამ რიტუალთან დაკავშირებულია მრავალი ჭორი. ჟურნალისტმა ალექს ჯონსმა, რომელიც უკანონოდ შევიდა კლუბში 2000 წელს, ცერემონიალს "სატანური" უწოდა და ამტკიცებდა, რომ "ცოდვების დაწვის" დროს მსხვერპლშეწირვა ადამიანური იყო. ამასთან, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკელები იმდენად შეჩვეული არიან სეკვოიას ტყეების უცნაურ შეკრებებს, რომ ამ განცხადებამ დიდი შეშფოთება არ გამოიწვია. რა თქმა უნდა, არც გამოძიება ჩატარებულა.




image


ორი კვირის მერე კლუბში იმართება მდიდრული სამოსის ჩაცმულობის დემონსტრირების წარმოდგენა, რომელშიც 300-მდე კლუბის წევრი მონაწილეობს. 1970-იან წლებში გარე სამყაროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი ასეთი წარმოდგენა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს, თანამედროვე კურსის მიხედვით - დაახლოებით 145 ათასი დოლარი. ზოგადად, ძვირადღირებული "სამოყვარულო თეატრია".



ყველა, ვინც შეერთებულ შტატებში გარკვეულ სიმაღლეებს მიაღწია, ოცნებობს გახდეს კლუბის წევრი - არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსია, ბიზნესმენი, ჟურნალისტი თუ სპორტსმენი. ბოლოს და ბოლოს, კლუბში, მარტივად შეგიძლიათ მიუახლოვდეთ ვიცე-პრეზიდენტს და უბრალოდ ესაუბროთ. ყველა, ვინც კლუბში მოხვდა, მაშინვე გახდა "მათიანი".



პაროდია ან ცნობები ბოჰემური კლუბის შესახებ ბევრ წიგნსა და ფილმში გვხვდება. მაგალითად, სერიალში "ბარათების სახლი". იქ კლუბს ელისეის მინდორს (Elysian Fields) უწოდებენ.








0
384
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0