x
მეტი
  • 27.10.2020
  • სტატია:104394
  • ვიდეო:348148
  • სურათი:469000
დაბადების დღე რომელიც სევდად იქცა

რთულია დავიწყო საუბარი იმაზე, რაც ჩემთვის დიდი ტკივილია.ტკივილს რაც შეეხება ის არასდროს ქრება და მითუმეტეს ნელდება. ცეცხლი თანდათან უფრო ძლიერ აალდება და ძლიერი კოცონი წარმოიქმნება.ირგვლივ ყველაფერს წვავს და ედება არემარეს. განსაკუთრებით კი იმას ვისაც დიდი ჭრილობა აქვს, ხელ ჩაქნეული უიმედოდ დაეხეტება და უბედობას მიეცემა.თავისი ფეხით მიდის აგიზგიზებულ ცეცხლთან და იწვის...წვა გრძელდება, მატულობს უფრო და უფრო დაუვიწყრად საშინელ ტკივილს გრძნობს.უკან დასახევი გზა აღარ აქვს ვიღაცას ან რაღაცას ელის, რომ გადაარჩინოს.ახლა მიხვდა სიცოცხლის სიტკბოებას როცა სიკვდილთან ურთიერთობა, მიახლოება განიცადა, რომ უფრო დიდი ტკივილი ყოფილა ძალად სიცოცხლის დასრულება და უბედობასთან შეგუება.აქამდე არავის ელოდა, ახლა კი გაუჩნდა სურვილი ვინმემ ხელი ჩასჭიდოს. ღმერთის სურვილია, მისი შემწეობითა და სურვილით ხდება ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები.ესეიგი მას არ სურდა, რომ ქვეყანა დაგეტოვებინა.ის მიგახვედრებს რა ფასი აქვს შენს ცხოვრებას თუ მაინც და მაინც რატომ უნდა იყო ცოცხალი, რისთვის იარსებო.თუ გვერდით საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები გყავს ეს არც კი უნდა გაიფიქრო.სხვებისთვის უნდა იარსებო, განაგრძო სიცოცხლე და იყო ბედნიერი.ბედნიერება ღვთის საჩუქარია რომელიც ყველაჩვენთაგანმა ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, გამოვცადოთ.ვის არა სტაჯნავს სულიერად საყვარელი ადამიანის წასვლა ან დაკარგვა? ეჰ, მაგას ნუ იტყვი .ყველას ხომ თავისებური განსაცდელი აქვს გულთ.უბრალოდ ისეც ხდება ხოლმე, რომ პრობლემებს ვნიღბავთ თან ძალიან ოსტატურად ჩვენთვის გულში ვინახავთ, ჩუმად გულში ვტირით, განვიცდით.სხვების თვალში კი ბედნიერი ადამიანის როლს ვთამაშობთ, რომელსაც არანაირი სევდა, ნაღველი არ აწუხებს.მეტიც იმდენად ბედნიერია და იმხელა ოჯახური იდილია აქვს, რომ ცუდის გაფიქრებაც კი ზედმეტია.ეს ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთს ფიზიკურად კარგად ვცნობთ მაგრამ შინაგანი არსი დღემდე ვერ გაგვიგია იმდენადაა სულიერი სამყარო გასაიდუმლებული, რომ შეუძლებელია დალუქული კარგი გააღო.რაც არ უნდა სხვადასხვა ხერხი სცადო კარის გაღების, ყველანაირი გასაღები გამოიყენო მაინც ვერ შეძლებ ბოქლომის შეხსნას რადგან ყველას ჩვენებური საიდუმლოება გაგვაჩნია.საიდუმლოში რამე ისეთი კი იგულისხმება რაც სხვამ არ უნდა გაიგოს თუნდაც რაიმე ისტორია, ამბავი...არა, საიდუმლო იცით რა არის ამ შემთხვევაში? ადამიანის ცხოვრების ღირებულება, სევდა და ნაღველი რომელიც გულსა და სულს დასტრიალებს სიცოცხლის მანძილზე ეს ტკივილი კი მხოლოდ ჩვენია.ორმა ვიცით ამის შესახებ მე და ჩემმა შინაგანმა ხმამ..იმ სამყარომ რომელმაც ახალი სიცოცხლე მაჩუქა.ზოგჯერ ძალიან უცნაურად ვგრძნობ ხოლმე თავს.ასე მგონია, რომ სულში სიცარიელე მაქვს, რომელსაც ვერაფრით ვავსებ.მეორე მხრივ კი ყველა დასამახსოვრებლად ტკბილი მოგონება რომელიც მივიწყებულია ვცდილობ ხოლმე, რომ გავიხსენო რამენაირად მაგრამ არა და არ გამომდის.ეს გარემოება კი მით უფრო გულს მტკენს.უცნაური შეგრძნებები დღითი დღე იზრდება და სხვადასხვა სტადიაში გარდაიქმნება.ხანაც მგონია, რომ საერთოდაც არ არსებობდა ან არ ვიცნობდი..არადა რეალობა მაშინ სულ სხვაგვარი იყო.ურთუერთობა კი მყარი, რომელიც არასდროს გაწყდებოდა ახლაც არ გამწყდარა მომავალშიც ასე გაგრძელდება.ალაბთ, ასეთი შეგრძნებები იმიტომ მაქვს, რომ დღემდე არ მჯერავს და ვერ შევეგუე მის წასვლას.სულ მგონია, რომ ჩემს გვერდით არის, გავიხედავ და ხელმარჯვნივ ზის მოლოდინი მაქვს იმისა რომ რაღაცას მეტყვის, მომწერს, დამირეკავს..სოც.ქსელში ფოტოებს ატვირთავს, პოსტს გააზიარებს ან სადმე წავალთ, და გავისეირნეთ მაგრამ ამ დროს რეალობას როცა თვალით გადავხედავ გული ძალიან მწყდება.ბევრჯერ იმასაც გავიფიქრებ ხოლმე, ნეტავ ახლა აქ იყოს ჩემს გვერდით.ამ ამბავს მოვუყვებოდი, თუ რას მეტყოდა რა აზრის იქნებოდა, გამამტყუნებდა თუ მეტყოდა, რომ მართალი ვიყავი დამიჭერდა თუ არა მხარს როგორც მაშინ ძველ დროში, წარსულში ოდესღაც.თბილი მოგონებების დაგროვება ადამიანისთვის ძალზედ სასიამოვნოა მაგრამ როცა იმის გაანალიზება გიწევს, რომ აღარ შეგიძლია სამომავლოდ ამის გაკეთება და შემდეგ ე.წ ` მოგონებად გარდაქმნა რაღაცნაურად არასასიამოვნო გრძნობებს ეუფლები და ისევ ძველი ერთიდაიმავე მოგონებები ამოგიტივტივდება ხოლმე.მისი დღე იყო მაგრამ ოჯახის გვერდით არ იყო, ყველას უყვარდა...ძალიან კონტაქტური იყო, ბევრ ადამიანს უყვარდა, ბევრიც აფასებდა დღემდე კი კეთილი სიტყვებით იხსენიებენ.ის, ყველას ანგელოზია...დაგვენანა რადგან ადრეულად დაგვტოვა და წავიდა შორს..მაგრამ იმედი გვაქვს იმისა, რომ იქ შედარებით ბედნიერია და ჩვენი ხმა ესმის სულიერად ჩვეთან არის მაგრამ რთულია ის გარემოება, როცა ფიზიკურად უხილავია და ვერ ვხედავთ.ეს იწვევს ყველა ადამიანში მოუსვენრობისა და ნაღველის განცდას რომელიც ადამიანს გარეგნულად თუ სულიერად ანადგურებს, სახეზე ფერს უცვლის, გარეგნულად ტეხს.ფერფლიდან აღდგება მაგრამ ისეთივე ძლიერი ვერ იქნება როგორც მაშინ...შეცვლილი სახით დაბრუნდება.ვერც კი იცნობ ასეა ის ადამიანი რომელმაც თავისი ძვირფასი ნაწილი დაკარგა.ეს იყო დაბადების დღე რომელიც გაქრა, არადა ყოველ წელს ერთად აღვნიშნავდით, წელს კი ასე არ მოხდა მოულოდნელი ცხოვრებისეული დარტყმა ერთი იყო და მეორე გულის გაჩერება, სიცოცხლის შეწყვეტა ბოლო წამები დედამიწაზე.ის გული აღარ ფეთქავს, შეწყვიტა სიცოცხლე.ფილტვებმაც დაასრულა სუნთქვითი მოვალეობა და სახემაც შეწყვიტა ღიმილი რომელსაც უსასრულობას ვამსგავსებდი.თვალწინ მიდგას ხოლმე მისი ჯიუტი, საოცრად ნაზი და ლამაზი სახე რომელიც სიკეთეს მიქადდა.მხოლოდ სიმართლეს მასწავლიდა, გულწრფელობას მინერგავდა და სიცოცხლის სიყვარულს იმ დიდ იმედს რომელიც მას გააჩნდა მთელი ცხოვრების მანზილზე.ახლა იმედი უფრო გამიძლიერა და მეც ორმაგად გამაძლიერა..თითქოსდა მე დამიტოვა თავისი ძლიერი ბუნება და ჯიუტი ხასიათი რომელსაც მე დღეს, ყოველდრიურად დავატარებ.ვერასდროს დავივიწყებ, რადგან მარადიულ ადამიანებს არ ივიწყებენ.განსაკუთრებით კი მათ ვისგანაც პატივისცემა, სიკეთე და დიდი სიყვარული გვახსოვს.არ ივიწყებენ იმ ადამიანებს რომლებსაც სიცოცხლის ყოველი წუთი უყვარდათ, არ ივიწყებენ მათ ვინც ბოლო წამამდე იბრძოდა, არასდროს ამბობენ მასზე უარს ვისაც სამყარო უყვარდა, არასდროს ამბობენ მასზე ცუდს ვისაც ყველა კეთილი თუ ბოროტი უყვარდა ბოლოს კი არასდროს დაეცემა ის ადამიანი ვისაც ძლიერი ახსოვს ის, ფარ-ხმალს არ ყრიდა, უკან არ იხევდა და სიკვდილს ებრძოდა.მის გამო, წყალში რომ არ ჩაეყაროს ამდენი შრომა ახლა დროა მის მაგივრად მაგრამ მისი სახელით განაგრძო სიცოცხლე.სიცოცხლე რომელიც მისმა დაბადებამ, ცხოვრებამ და სიკვდილმა გასწავლა.ყველაზე მეტად მას ეს გაახარებს.არ გაუქრო საყვარელი ადამიანის ცხოვრება აცადე, რომ იქიდან მაინც გიყუროს და დატკბეს შენით...ის მუდამ შენს გვერდითაა ხედავს რას აკეთებ, რას განიცდი...იმასაც ხვდება როდის ტირი და ისიც კარგად იცის, რომ არ იღიმი.მისი დაბადება ახლა შენი დღეცაა, უხდი იმ დრეს და აღუნიშნავ როდესაც დაიბადა, ქვეყანას მოევლინა პატარა ანგელოზი რომელიც ახლა იმ ქვეყანაშია. შენ გელოდებოდა, თავის დღის მოლოდინში იყო და გაახარე იმ წვრილმანით რასაც ყურადღება ჰქვია...ის ბედნიერია რადგან ან ქვეყანაზე შენ ყავხარ.იცი სად არის ახლა? ან ვინ არის? ცაში გამქრალი ღრუბელია, ღრუბელში მიმალული მოკაშკაშე მზე რომელიც ზემოდან გათბობს და ყოველ დღეს გინათimage

ებს.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0